მოხარშეთ ღვიძლი. ხარშვისას წყალში ჩაუშვით წიწაკა, მარილი, დაფნის ფოთოლი, ხახვი, სულ ბოლოს მშრალი ღვინო. როცა მოიხარშება გადმოდგით. გადაღვარეთ წყალი და თუ ქაფის ნარჩენები ულამაზოდ ემჩნევა - გადააავლეთ ცივი წყალი, გაშალეთ გასაშრობად სამზარეულოს სამუშაო დაფაზე და მოაყარეთ მარილი.
სტაფილო გათალეთ და დაჭერით ღერებად, მოთუშეთ კარაქში (მიკროტალღურში 1-1.5 წუთი) და მოაყარეთ ქონდარი. დაჭერით პრასის თეთრი ნაწილი ალყა-ალყად; ბულგარული წიწაკა, ხახვი ასევე წვრილად. სალათის ფოთლებს, მწვანილს, პრასის მწვანე ფოთლებს მოასხით ღვინის ძმარი (მარილი, წიწაკა გემოვნებით).
თუ ცხარეს მოყვარული ხართ - ზეთი შედგით დაბალ ცეცხლზე და ჩაუშვით წინასწარ დანაყილი ნიორი ან ჯინჯერი (ჯანჯაფილი) მწარე წიწაკა, მარილი და აცალეთ 1-1.5 წუთი. გადმოდგით ცეცხილიდან. შეგიძლიათ ცალკე მიიტანოთ სუფრაზე ან იქვე თეფშზე მოასხათ ღვიძლს.
ინგრედიენტები:
საქონლის ან ფრინველის ღვიძლი - 500 გრ,
სტაფილო - 300 გრ, ან 3-4 საშუალო ზომის,
პრასი - 2 ცალი,
ხახვი - 1 თავი,
სალათის ფოთლები - სურვილისამებრ,
მარილი,
წიწაკა,
ქონდარი,
ღვინის ძმარი,
თეთრი მშრალი ღვინო - 70 მლ.ლ,
კარაქი - 50 გრ.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ხვანჭკარა.
perfectcook.org