ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართება

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართება

11 აგვისტოს 12.00 საათზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (ლერმონტოვის ქ.#10) გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა;
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიაში ბოლო ერთი თვის მანძილზე შემოსული წერილებისა და განცხადებების ანალიზის თაობაზე;
3. მიმდინარე საკითხები.