დევიდ კრეიმერი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი ტიმოშენკოს წინააღმდეგ

დევიდ კრეიმერი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი ტიმოშენკოს წინააღმდეგ

მსოფლიოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლების დარგის ავტორიტეტული  ამერიკული  არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გაექცევა დამატებით ტვირთს, ამტკიცოს რომ ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებას პოლიტიკური ანგარიშწორების მიზანი არ აქვს. დევიდ კრეიმერის აზრით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ასევე ისიც კარგად უნდა განსაზღვროს თუ რა მიზანი ექნება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას-ისწავლოს რა შეცდომები აიცილოს თავიდან თუ უფრო მეტ ადამიანს წაუყენოს ბრალი. ამ და სხვა აქტუალურ საკითზებზე, მათ შორის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და უკრაინის კრიზისზე, "ფრიდომ ჰაუსის" ხელმძღვანელთან დევიდ კრეიმერთან ინტერვიუ ამერიკის ხმის ჟურნალისტმა ანა კალანდაძემ ჩაწერა.   

ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ რუსეთ-საქართველოს ორმხრივურთიერთობებს ომიდან ექვსი წლის შემდეგ?

დევიდ კრეიმერი: ომიდან ექვსი წლის შემდეგ რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით გაფორმდა. რუსეთი კვლავ ემუქრება საქართველოს და სხვა მეზობლებს. ამის მაგალითია უკრაინის მოვლენები. შესაძლოა, ურთიერთობები აღარაა ისეთი დაძაბული, როგორიც სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლოს იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის არაა ჯანსაღი. არა მგონია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსეთს რომელიმე მეზობელთან ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდეს.

ამერიკის ხმა: რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს კიდევდავუბრუნდებითახლა კი ნება მომეცითგკითხოთ თემაზერისშესახებაც საქართველოში ბევრს საუბრობენესაა ქვეყნისყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაშიმიცემაროგორია თქვენი შეფასებამიმდინარე მოვლენები ხელსშეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობის გამტკიცებასთუდაამკვიდრებს შურისძიების პოლიტიკასრის შესახებაც გუშინვოლ სტრიტ ჯორნალი“ წერდა?

დევიდ კრეიმერი: ვფიქრობ, გვაქვს საქმე საპირისპირო ინტერესებთან. პირველი ინტერესია ის, რომ ყველა ადამიანმა პასუხი აგოს საკუთარ ქმედებაზე, მათ შორის, დღევანდელმა, თუ ყოფილმა ლიდერებმა. მეორე ინტერესია ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და მოქმედმა ხელისუფლებამ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებზე გაამახვილოს ყურადღება. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა ერთგვარი ვერდიქტი გამოუტანა ყოფილ ხელისუფლებას. წაყენებული ბრალდებებით ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის დევნა წინააღმდეგობრივ რეაქციებს იწვევს დასავლეთში. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება და გამოთქვა შეშფოთება. ვნახეთ, რომ შეშფოთება გამოხატეს სააკაშვილის მომხრეებმაც ამერიკის კონგრესში. იგივეს ამბობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს, განსაკუთრებით, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლისა და ტელეკომპანია „იმედის“ დაკავებისათვის. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა გაართულა ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებულმა დამატებითმა ბრალმა, რომელიც 2005 წლით მოვლენებს ეხება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ. იგულისხმება სხვა და სხვა ბრალის წაყენება იქამდე, სანამ სააკაშვილს ციხეში არ ჩასვამენ. სწორედ ეს წარმოშობს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ პროკურატურა სამართლებრივ პროცესს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაექცევა დამატებით ტვირთს, ამტკიცოს, რომ ამ ბრალდებებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი არ აქვს.

ამერიკის ხმა: როგორ გგონიათბრალდებებიროგორიდასაბუთებულიც არ უნდა იყოს ისიქონიებს გავლენასსაქართველოს დასავლურ მისწრაფებებზევგულისხმობამერიკის კონგრესისა და სხვა დასავლელი ლიდერებისწერილებსა და განცხადებებსსადაც გამოთქმულია მოსაზრება,რომ მიმდინარე მოვლენები ხელს არ უწყობს საქართველოსევროპული ოცნების ასრულებასხედავთ ამგვარ საფრთხეს?

დევიდ კრეიმერი: გავითვალისწინოთ, რომ ბრალი, რომელიც სააკაშვილს წაუყენეს, არ გახლავთ მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნის პირველი და ერთადერთი შემთხვევა. 2013 წლის დასაწყისში, აგრეთვე მიმდინარე წელს გამოითქვა სხვა ბევრი შეშფოთებაც, რომ მთავრობა პროკურატურას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თბილისის ყოფილი მერის, აგრეთვე სააკაშვილის პარტიისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ იყენებდა. ამგვარად სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა არაა სიახლე, რომელიც რაიმე ახალ შეშფოთებას იწვევდეს. ეს ამბები უკვე წელიწადნახევარია გრძელდება, მაგრამ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენებამდე დასავლეთი ამ მოვლენებს დიდ ყურადღებას არ უთმობდა. დღეს ეს საქმეები უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. მე მაინც ველი და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება გააგრძელებს ევრო-ატლანტიკური მიმართულებით სვლას და შეეცდება ეროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას. ნატოს საკითხი, როგორ ჩანს, გადაიდება. ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ წელს გაფართოების თემას არ განიხილავს და საქართველოს გაწევრიანება ისედაც არ იდგა დღის წესრიგში. მაგრამ იქნება შეშფოთება ზოგიერთ დედაქალაქში, განსაკუთრებით, მე ვიტყოდი, ბერლინში. დასავლეთში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის შესახებ ბერლინს იმთავითვე ყველაზე მეტი ეჭვი გააჩნდა. სააკაშვილისათვის წაყენებული ბრალი კი შეშფოთებას უფრო გაზრდის. ირონია ისაა, რომ კანცლერი მერკელი არასოდეს ყოფილა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ფანი, კითხვები კი გაუჩნდება იმ ადამიანისათვის წაყენებული ბრალის გამო, რომელსაც ის განსაკუთრებულად არასოდეს სწყალობდა.

ამერიკის ხმა: საინტერესო დეტალიათქვენ ერთ-ერთი პირველიადვოკატი იყავით იმისარომ უკრაინის პროცესებშიმონაწილების გამო რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებიდაწესებულიყოგაკმაყოფილებთ სანქციების უკანასკნელირაუნდითქვენი აზრითსანქციები მუშაობს?

დევიდ კრეიმერი: მე და „ფრიდომ ჰაუსი“ სანქციებს ვითხოვდით იანუკოვიჩის რეჟიმის წინააღმდეგაც ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში, როდესაც მთავრობამ მაიდნის საპროტესტო აქციების წინააღმდეგ პირველად გამოიყენა ძალა. ვფიქრობ, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს იანუკოვიჩის წინააღმდეგ რომ სანქციები შემოეღოთ, თავიდან ავიცილებდით საშინელ სისხლისღვრას, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში მოხდა. პუტინის რეჟიმის წინააღმეგ სანქციებს მარტის დასაწყისიდან ვითხოვდი, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პრევენცია მოგვეხდინა. სანქციების დღეს არსებული დონე საკმაოდ კარგია, მაგრამ ვფიქრობ დაგვიანებულია და არ არის ფოკუსირებული იმაზე, რომ აღკვეთოს უკრაინაში რუსეთის კიდევ უფრო შორს შესვლა. ჩვენ პუტინს მივეცით საშუალება, შეედგინა დღის წესრიგი და გამუდმებით ვპასუხობთ იმას, რასაც ის აკეთებს და ვერ ვუშლით ხელს, რომ უკრაინაში არასტაბილურობის ახალი კერები არ შექმნას. მივესალმები შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ახალ სანქციებს. „ფრიდომ ჰაუსმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიესალმება ევროპის კავშირის გადაწყვეტილებას. მხოლოდ იმას ვწუხვარ, რომ სანქციების შემოღებას ამდენი ხანი დასჭირდა. თვითმფრინავის ჩამოდგებამ, ცხადია, დიდი როლი ითამაშა, განსაკუთრებით იმ მოვლენებმა, რაც თვითმფრინავის აფეთქებას მოჰყვა. პუტინმა და ამბოხებულებმა, რომელთაც პუტინი მხარს უჭერს, გამოიჩინეს გაუგონარი უგრძნობელობა და ცივსისხლიანობა 298 ადამიანის დაღუპვის გამო. ამ ფაქტმა შეცვალა ევროპელთა და განსაკუთრებით, გერმანელთა დამოკიდებულება. გერმანიის ბიზნესწრეები სანქციების მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან მომხრეთა ბანაკში გადავიდნენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გარემოება იყო.

ამერიკის ხმა: როგორ გგონიათაქვს თუ არა შეერთებულიშტატებს ჩამოყალიბებული სტრატეგია უკრაინაში რუსულისამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლადაგრეთვე,მიგაჩნიათთუ არარომ 2008 წელსრუსეთის საქართველოშიშეჭრას დასავლეთისა და შეერთებული შტატებისათვის უფრომეტი უნდა ესწავლებინა?

დევიდ კრეიმერი: ვფიქრობ, შეერთებული შტატები საკმარისს არ აკეთებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. სხვათა შორის, რუსეთი უკვე შეიჭრა უკრაინაში, როდესაც ყირიმი დაიკავა და დღემდე აგრძელებს აგრესიას. აგრესია არ გამოიხატება ათობით ათასი ჯარისკაცის გაგზავნაში საზღვრის მეორე მხარეს, მაგრამ ის უკრაინაში გზავნის დაქირავებულ მებრძოლებს, სპეცდანიშნულების ძალებსა და სხვებს ვითარების დესტაბილიზაციისათვის. იყენებს არტილერიას რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად. ამგვარად, რუსეთი უკვე შეიჭრა უკრაინაში. სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულია, მაინც კარგია, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტს უნდა ვაკეთებდეთ. უკრაინას უნდა მივაწოდოთ დაზვერვის მონაცემები, რომელიც მას ამბოხებულთა სამიზნეების განადგურებაში დაეხმარება. უკრაინას უნდა აღმოვუჩნოთ სამხედრო დახმარება. უკრაინის მთავრობამ გვთხოვა დახმარება შეიარაღებით, ჩვენ კი მათ მხოლოდ არამომაკვდინებელი საშუალებები მივაწოდეთ, მაგალითად ღამის ხედვის ხელსაწყოები, საკვები ულუფები და ასე შემდეგ, რაც ჩემი აზრით, არ კმარა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რათა მან დაიცვას თავი რუსეთის ახალი თავდასხმებისა და აგრესიისაგან. მართალია, უკრაინა ნატოს წევრი არაა, მაგრამ შეერთებულ შტატებს დამატებითი ვალდებულება აკისრია 1994 წელს ბუდაპეშტში გაფორმებული მემორანდუმით, რომლის თანახმად, ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, აგრეთვე რუსეთმაც, სხვათა შორის, იკისრეს ვალდებულება, პატივი სცენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთმა ეს ვალდებულება ფეხქვეშ გათელა. ამდენად, მინდა, დავინახო სანქციების პოლიტიკის გაგრძელება და პარალელურად, ბევრად უფრო ენერგიული მოქმედებები უკრაინის თავდაცვის გასამტკიცებლად, რაც გულისხმობს უკრაინისათვის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების, აგრეთე სხვა საბრძოლო მასალების გადაცემას. უკრაინას სჭირდება თავდაცვა - არა შეტევაზე გადასვლა, არამედ თავდაცვა.

რაც შეეხება 2008 წლის საქართველოს მოვლენებს. ძალიან საინტერესო კითხვაა. მე ბუშის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი. 2008 წლის მარტის შემდეგ რუსეთის საკითხები უკვე აღარ მეხებოდა, მაგრამ ვფიქრობ, სამართლიანია, ვთქვათ, რომ ბუშის ადმინისტრაციამ საკმარისი არ გააკეთა რუსეთის თავდასხმისა და საქართველოსთან გაჩაღებული ომის საპასუხოდ ერთი გამონაკლისით: შეერთებულმა შტატებმა ერაყში განთავსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები ამერიკული თვითმფრინავებით საქართველოში დააბრუნა. გაერთიანებული შტაბის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ადმირალმა მალენმა თავის რუს კოლეგას დაურეკა და შეატყობინა, რომ ამის გაკეთებას ვაპირებდით და თუ რუსეთი, თვითმფრინავებს, ან მის ბორტზე მყოფ ჯარისკაცებს საფრთხეს შეუქმნიდა, რუსეთს დიდი პრობლემები ექმნებოდა. ამ ოპერაციიდან მალე საბრძოლო მოქმედებები დასრულდა. ეს უფრო მეტად დამთხვევა იყო, მაგრამ რუსეთთან ბრძოლაში ჩაბმული ქართველი ჯარისკაცების დემონსტრაციულმა მხარდაჭერამ, ვფიქრობ, პუტინს გაუგზავნა სიგნალი, რომ საზღვარი ჰქონდა ყველაფერს, მათ შორის, მისი ჯარის წინსვლასაც. საქართველოს ამბების გამო პუტინის, ან მისი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები არ დაგვიწესებია. ომიდან 6-8 თვის შემდეგ გადატვირთვის პოლიტიკა წამოვიწყეთ. ამგვარად, რუსეთს არავითარი ფასი არ გადაუხდია იმისათვის, რაც საქართველოში ჩაიდინა და პუტინსაც არ მიუღია არავითარი სიგნალი, რომ მსგავს მოქმედებებს აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბუშის ადმინისტრაცია იმსახურებს საყვედურს იმ [სუსტი] რეაქციისათვის, რომელიც საქართველო-რუსეთის ომზე ჰქონდა. იმედი მაქვს, რომ ობამას ადმინისტრაცია და ევროპელი მოკავშირეები მაშინდელ შეცდომებზე ისწავლიან.

ამერიკის ხმა: მიგაჩნიათთუ არა რომ ნატოს ეულსის სამიტისშემდეგ რუსეთის ფედერაციისაგან რაიმე შემაშფოთებელსიგნალებს უნდა ველოდოთმოგეხსენებათნატო არ აპირებსსაქართველოსათვის რაიმე დამატებითი გარანტიისანგაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას.

დევიდ კრეიმერი: ვფიქრობ, ემოციები ნატოს გაფართოების საკითხის გამო მეტისმეტად გაზვიადებულია. თუ დავაკვირდებით, რუსეთს ყველაზე უსაფრთხო საზღვრები სწორედ იმ ქვეყნებთან აქვს, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან. ესენია ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი. ამ საზღვრებზე რუსეთს სადარდებელი არაფერი აქვს. ყველაზე არასტაბილური საზღვრები კი არის ირანის მიმართულება, ჩინეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, კავკასიაში. ქვეყნების ჩართვა ევრო-ატლანტიკურ ალიანსებსა და ორგანიზაციებში სტაბილურობის გამტკიცების თვალსაზრისით ცალსახად პოზიტიური ფაქტორია.

მახსენდება, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე არც საქართველოს და არც უკრაინას არ შესთავაზეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ბუქარესტის კომუნიკეში ჩაიწერა წინადადება, რომ უკრაინა და საქართველოს გახდებიან ნატოს წევრები. არ წერია, როდის და როგორ, მაგრამ  წერია, რომ გაწევრიანდებიან. საქართველოში კვლავაც მტკიცედ უჭერენ მხარს ნატოში გაწევრიანებას. უკრაინაში, სადაც ნატოს ბევრი მომხრე არ ჰყავდა, ბატონი პუტინის წყალობით მის მხარდაჭერთა რიცხვი იზრდება. უელსში გაფართების მიიმართულებით გადაწყვეტილებები არ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, იქნება მინიშნებები საქართველოსთვის და უკრაინისთვისაც, თუ მას ეს თემა დააინტერესებს, თუ როგორ მიაღწიონ ამ ქვეყნებმა ნატოსთან უფრო ღრმა ინტეგრაციას.

ამერიკის ხმა: და უკანასკნელი კითხვა 2008 წლის ომის შესახებ.საქართველოს ხელისუფლება საუბრობს ომის გამომწვევიმიზეზების გამოძიების შესახებრაცმათი თქმითაქამდე არჩატარებულათქვენი აზრითსაიდან უნდა დაიწყოს გამოძიება?სად უნდა ეძებოს საქართველოს მთავრობამ პასუხი კითხვაზე,თუ რატომ ჩაებნენ საქართველო და რუსეთი 2008 წლის ომში?

დევიდ კრეიმერი: ვფიქრობ, მთავრობამ უფრო ნათლად უნდა განმარტოს, რა მიზანს ემსახურება გამოძიება - იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს წაუყენოს ბრალი საქმის არასათანადოდ გაძღოლისათვის, თუ იმას, რომ გაითვალისწინოს მიღებული გაკვეთილი და შეცდომები აღარ დაუშვას. მთავრობამ გარკვევით უნდა თქვას, რაში სჭირდება ეს გამოძიება. მის წინაშე უთვალავი გამოწვევაა, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც არ დასრულებულა. იმედი მაქვს, ამგვარი გამოძიების მიზანი ადამიანებისთვის ბრალის წარდგენა კი არა, დაშვებულ შეცდომების გათვალისწინება იქნება. იმედია, მთავრობა გარკვევით იტყვის ამის შესახებ.

"ამერიკის ხმის" პუბლიკაცია • VOA - Georgian