გლდანისა და ავჭალის მოსახლეობა “გალფი”-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებს!

გლდანისა და ავჭალის მოსახლეობა “გალფი”-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებს!

მალე თბილისის გარეუბნებს საპროტესტო ტალღა გადაუვლის - გლდანისა და ავჭალის მოსახლეობა ქუჩაში გამოსვლას და გზის გადაკეტვას გეგმავს. ხალხიგალფი”- .. საწვავის ტერმინალის დასახლებული ტერიტორიებიდან გატანას მოითხოვს. საპროტესტო აქციები აქამდეც დაიწყებოდა, რომ არა ერთი ფაქტორიადგილობრივები ელოდებიან, თუ როგორ დამთავრდება მოლაპარაკებაგლდანის ხიდებისცნობილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან.

რამდენიმე დღის წინ, თბილისს აქამდე გაუგონარი რამ დაემართა - ცეცხლი გაუჩნდა კომპანია “გალფი”-ს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ამავე კომპანიის ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად განადგურდა  არა მხოლოდ “გალფი”-ს კუთვნილი ტერიტორიის დიდი ნაწილი, არამედ, მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც ე.წ. ავტობოქსები იყო განლაგებული.

“გლდანის ხიდებთან” ცეცხლმოკიდებული მანქანა იწვოდა, მთელი თბილისი კი, შიშით შეჰყურებდა, რას მოიმოქმედებდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები - ხანძრის კერიდან ხუთ-ათ მეტრში, მინიმუმ, 200 ათასი ლიტრი ადვილად აალებადი ნავთობით სავსე 40 ტერმინალი იდგა. რომ არა ოპერატიული მოქმედება, ადვილი შესაძლებელი იყო, მიმდებარე უბნები - ავჭალა, კონიაკის დასახლება და გლდანი მთლიანად აფეთქებულიყო.

გიორგი ლაშაური, კონიაკის დასახლების მცხოვრები: - ტელევიზიით გავიგე, რომ “გალფის” ბაზას ცეცხლი ეკიდა, სამსახურში ვიყავი და სასწრაფოდ შინ გამოვიქეცი. ოჯახის წევრებმა უსაფრთხო ადგილას გაქცევა შეძლეს, ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა, ვიდრე არ გავიგე, რომ გლდანიც საშიშ ზონად ითვლებოდა. იმ წუთას უფრო ორი დღის წინ უცხოეთიდან ჩამოყვანილ და ჯერაც განუბაჟებელ მანქანაზე ვფიქრობდი, რომელიც მთლად ვერ გადავარჩინე - ცეცხლის შედეგად ისეთი რაღაცები მოძრაობდა ჰაერში, ვერ მიხვდებოდი, რა იყო. ერთი ასეთი საგანი ჩემს მანქანასაც დაეცა და სახურავი დაუზიანა.

სხვათა შორის, ადრეც არაერთხელ გამოგვითქვამს პროტესტი, რომ დენთის კასრზე გვიხდებოდა ცხოვრება, მაგრამ ძველი მთავრობის შიშით ამას ხმამაღლა როგორ ვიტყოდით?! თან ყველამ იცოდა, რომ “გალფი” კეზერაშვილისაა, თუმცა განცხადება ერთი-ორგან მაინც შევიტანეთ...

- რა გიპასუხეს?

- გვითხრეს, რომ ვიდრე ჩვენი დასახლება გაჩნდებოდა, აქ ნავთობბაზა იყო და უნდა გავჩუმებულიყავით.

- ადრე აქ ბაზა მართლა იყო?

- კი, ეს ბაზა კომუნისტების დროსაა აშენებული, მაგრამ ეს ადგილი მაშინ ქალაქგარეთ ითვლებიდა. ახლა კი, ქალაქი გაიზარდა. შეცდომა მაშინ დაუშვეს, როცა ნავთობბაზა გაყიდეს და ფუნქცია არ შეუცვალეს.

- რას აპირებთ?

- იურისტი ვარ და ვიცი, რომ კანონით ამ საქმეს არაფერი ეშველება, ვერავის აიძულებ, თუ კეთილი ნება არ ექნება და თავის ტერიტორიას ისე გამოიყენებს, როგორც უნდა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციაა, რომელსაც უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, იქნებ, ასე მაინც მივიპყროთ ხელისუფლების ყურადღება და ეს ბაზა მოგვაშოროს.

- ქუჩაში გამოსვლას რატომ აჭიანურებთ?

- ანგარიშს იმ ადამიანებს ვუწევთ, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ - ჯერ მათი ამბავი გაირკვეს, დაველოდებით, როგორ მოექცევა “გალფი” და შემდეგ ვიმოქმედებთ. არ გვინდა, ჩვენი პროტესტით ისედაც გაუბედურებულ ხალხს ზიანი მივაყენოთ.

 

ქართული სიტყვაიმ ადამიანებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც ხანძრის შედეგად თითქმის მილიონი ლარის ზარალი განიცადეს. ზურაბ გელაშვილი დამწვარი ავტოგასამართი სადგურის მეპატრონე და ერთ-ერთი დაზარალებულია. ჩვენი სტუმრობისას ბატონი ზურაბი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს ელოდა:

- ხანძრის შემდეგ დღე არ გავა, “გალფიდან” რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი არ მოვიდეს და არ შეგვახსენოს, რომ ჩვენს გვერდითაა და ზარალს მთლიანად აანაზღაურებს.

- ზარალი დათვალეთ?

- დავთვალეთ და “გალფი”-ს ადმინისტრაციას გადავეცით, მილიონ ლარამდე გამოვიდა.

- მერე, რა გითხრეს?

- ხელი არ ახლოთ დამწვარ შენობებს და მანქანებს, ამ დღეებში სადაზღვევოს მოვიყვანთო და ჩვენც ველოდებით. ისე, ყველაფერს აგინაზღაურებთო, ვნახოთ...

- ამხელა ბაზასთან ახლოს რომ მუშაობდით, არ გეშინოდათ, მით უმეტეს, საქმე მანქანებსა და ასეთ ტექნიკასთან გქონდათ...

- ვიცოდი, რომ საფრთხე არსებობდა, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ისე, მინდა, იმ ადამიანებს შევეკითხო, ვინც ეს ტერიტორია ჯერ გასაყიდად გამოიტანა და მომყიდა: საფრთხე რომ არსებობდა, არ უნდა გავეფრთხილებინე?

- ეს ტერიტორია ვისგან იყიდეთ?

- სახელმწიფოსგან.

- ახლა რას აპირებთ? D

- დაველოდები, რას იზამს “გალფი” და შემდეგ, ჩვენი უფლებების დაცვაზეც ვიზრუნებთ.

ქართული სიტყვა” “გალფი”- პრესსამსახურის თანამშრომელს, კახა კირთაძეს დაუკავშირდა და იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ, რომლებიც ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და დაზარალებულ ავტომაღაზიების მფლობელებს აწუხებთ. ჩვენი შეკითხვებიგალფისბენზინგასამართ სადგურებში გახშირებულ ხანძრის ფაქტებსაც შეეხებოდა. ბატონმა კახამ გვითხრა, რომ შვებულებაშია და კომპანიაში დარჩენილვინმესმოძებნიდა, რომ პასუხები გაეცა. შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნეთ და დაგვპირდა, რომ პასუხები ორშაბათს, საღამოს გვექნებოდა. როცა ამბის გასაგებად კიდევ დავურეკეთ, გვითხრა, რომ ინტერნეტთან არაა და შეკითხვებს ვერ პასუხობს, თუმცა პასუხს აუცილებლად გაგვცემს... “გალფიპასუხის გაცემას შემდეგ კვირაში თუ მაინც ინებებს, სიამოვნებით მოვუსმენთ, თუმცა მანამდე გამორიცხული არაა, კომპანიას ახალი მფლობელი ჰყავდეს - გავრცელებული ხმით, “გალფიიყიდება და იქ რუსული მენეჯმენტი შედის.