“დიდსაჯდომიან კაგებეშნიკებზე” მონადირე გიორგი მარგველაშვილი და “შავჩულქიანების დაჯგუფება” - სკანდალური ინტერვიუ ირაკლი კაკაბაძესთან

“დიდსაჯდომიან კაგებეშნიკებზე” მონადირე გიორგი მარგველაშვილი და “შავჩულქიანების დაჯგუფება” - სკანდალური ინტერვიუ ირაკლი კაკაბაძესთან

ამას წინათ, ირაკლი კაკაბაძე საკუთარ ბლოგზე წერდა: “ჩვენს რეალობას მისადაგებულისიყვარულის დოქტრინაუნდა შევქმნათ მომავლისთვის და ჩვენებურად მოვახდინოთსიყვარულის რეინსტიტუციონალიზაცია”. ვაჟა ფშაველას ქვეყანას ეს შეუძლია - “სტუმარ-მასპინძელიდაალუდა ქეთელაურიარაინდიფერენტულობის საუკეთესო მაგალითებია. ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი იდენტობის გადალახვა დასხვისშეყვარება. ღმერთი ხომ სიყვარულია!” აგრძელებს თუ არა საქმიანობას ირაკლი კაკაბაძის მიერ ჩამოყალიბებული პარტიზანული მოძრაობა ,,წითელი ეშმაკუნებიდა რითი ერთობოდა ბავშვობაში ,,შავჩულქიანებისჯგუფი? - “ქართული სიტყვაირაკლი კაკაბაძეს ესაუბრა

 

- ირაკლი, ,,წითელი ეშმაკუნებისსაქმე როგორაა?

- არიან თავისთვის და დროა, ინტერვიუების მიცემა თავად დაიწყონ.

- ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთეს?

- აღარ ვიცი, ძალიან ავტონომიური ჯგუფია. ახალგაზრდა, პერსპექტიული ეშმაკუნები არიან. სწორედ ასეთი ეშმაკუნები გამოადგებიან ქვეყანას. ერთს “დედა ტერეზა” ჰქვია, მეორეს - “ჯანი ჯოპლინი”.

- ეს ირონიაა თუ სერიოზულობა?

- ორივე ერთად.

- კლიმატურად და პოლიტიკურად ცხელი ზაფხულია. განსაკუთრებით, რომელ მოვლენას გამოყოფთ?

- თანამედროვე ცივილიზაცია ინსტინქტების ცივილიზაციაა და არა - სულიერების. ადამიანი კარგავს ადამიანობას, ადამიანებს დაავიწყდათ ერთმანეთი, დაავიწყდათ სიყვარული, რადგან პრიორიტეტული ამქვეყნიური ინსტინქტების დაკმაყოფილებაა. ქართველებმა, ეტყობა, განსაკუთრებით დავაშავეთ და განსაკუთრებით ვისჯებით. ავიღოთ, თუნდაც, გლობალური დათბობა. რამდენი ხანია, მეცნიერები გვეუბნებიან, გვაფრთხილებენ, თქვენი კომფორტის გულისთვის ნუ ხვრეტთ ატმოსფეროს, ნუ თხრით მიწას ნავთობის ძებნაში, არაა საჭირო ამდენი წიაღისეული, დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთო. ცივილიზაციის პრობლემა სიხარბის კულტია, ადამიანს მეტი და მეტი უნდა და ამ სიხარბეში ერთმანეთის მტრები ხდებიან. სულ უფრო ცოტაა მორალურ-ზნეობრივი მაგალითები, სულ უფრი მეტი - ფუფუნების საგნები, ძვირადღირებული მანქანები - ჯიპები, მსუყე ცხოვრება, აბაზანებში ჩალბობა და ა.შ. დღევანდელი დღის ,,მამაო ჩვენო” ეგოიზმია. ასევე ზრდიან მომავალ თაობებს სკოლებში. ზედმეტია ვაჟას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”, ილიას ,,განდეგილი”, დიკენსის, ბერნარდ შოუს, ბერტოლდ ბრეჰტის ნაწარმოებები, რა საჭიროა? - იყავი ეგოისტი და ესაა შენი წარმატების საწინდარი დღევანდელ ყოფაში. თუ ზედმეტი მოგივა, გადაიხადე ფული, ააშენე ეკლესია, ამით შენს ღორობას, ცოდვებს გამოისყიდი და სამოთხეშიც მოხვდები. ეკლესია კი, შენს ცოდვებს თავის თავზე აიღებს.

- ქართულ ეკლესიებშიც შეიჭრა ფუფუნება, გაჩნდნენ ჯიპებიანი მღვდლები, არა?

- როგორც ერი, ისე - ბერი. როგორც ალენ ბადი ამბობს, ნეოლიბერალური სისტემა ყველას და ყველაფერს რყვნის. გარყვნილებაში მაინცდამაინც სექსუალური თემები არ იგულისხმება. რას აკეთებს დღეს ეგოცენტრული და ხარბი მსოფლიო? - ყოველ დღე, 22 ათას ბავშვს ვკლავთ, მათ შორის, საქართველოში, წელიწადში, შიმშილითა და ავადმყოფობით ექვსასი ბავშვი იღუპება.

- სიხარბით ქართველი პოლიტიკოსებიც გამოირჩევიან. თანამდებობების პირთა კორუფციული გარიგებები, მაღალი ხელფასები, კომპენსაციები და პრემიები და ყველაფერი ეს იმ დროს, როცა ბავშვები შიმშილით იხოცებიან.

- არ ვამართლებ, მაგრამ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ყოველთვის იყო გარყვნილება. პოლიტიკური სამყაროც იგივეა, რაც - საზოგადოება, მთლიანად დალპა ყველაფერი. დღევანდელი პოლიტიკოსები გუშინ არ იყვნენ პოლიტიკოსები, დღევანდელები ხვალ არ იქნებიან პოლიტიკაში. ადამიანი ძალაუფლების მოპოვებას ასე აღიქვამს: უფლება აქვს, ყველა ამქვეყნიური სიკეთით ისარგებლოს. აღარც იდეალები, აღარც სიყვარული. დღეს საქართველო გაღორებული ადამიანების ერთობაა, რომლებიც, მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ერთმანეთს ხოცავენ.

- ირაკლი, დღევანდელი საზოგადოება ინფორმირებულია - ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს, სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მიმდინარე პროცესებს დააკვირდეს... როცა ქვეყანა ღატაკია, მოხელისა და მოქალაქის შემოსავალი, სამომხმარებლო კალათა ამ სიღატაკის შესაბამისი უნდა იყოს, არა?

- პირადად მე, წინააღმდეგი არ ვარ, პოლიტიკოსს მაღალი ხელფასი ჰქონდეს - ქრთამს არ აიღებს. ჩემთვის პრობლემა მაღალი ხელფასი კი არა, ადამიანების განწყობაა. რა არის სამოქალაქო საზოგადოება? - ანტონიო გრამშს დავესესხები და ვიტყვი, რომ ეს ბურგერული საზოგადოება, ეგოისტ, ბურჟუა ადამიანთა კრებულია. ეს ადამიანები კონკურენტები არიან და ერთმანეთს ვამპირებივით ღრღნიან. კაპიტალიზმი ადამიანური წყობა არაა.

- დიდი ხანია, უარი ვთქვით სოციალიზმსა და კომუნიზმზე, რადგან არც ერთი გამოდგა ცხოველმყოფელი ყოფა და არც - მეორე...

- მაგრად მივქარეთ, უარი მხოლოდ იმპერიალიზმზე უნდა გვეთქვა. სოციალიზმი, თავისი არსით, ადამიანთა სოციალურ თანასწორობას გულისხმობდა. ეს ისაა, რასაც ქრისტე ქადაგებდა. სოციალიზმსა და კომუნიზმზე უარის თქმით ჩვენ ქრისტეს გზას გადავუხვიეთ!

- რას ამბობთ, ირაკლი, სოციალიზმი და კომუნიზმი მარაზმად და სისტემურ დანაშაულად იქცა.

- თქვენ სტალინს, ლენინს, კაგანოვიჩს, ბერიას თუ გულისხმობთ, ისინი ბოლშევიკები იყვნენ და არა - კომუნისტები. ნამდვილი კომუნისტი ანტონიო გრამში იყო, რომელიც მუსოლინიმ აწამა.

- სად არის ეს ნამდვილი, ქრისტესმიერი და გრამშისეული კომუნიზმი, მსოფლიოს რომელ კუთხეში?

- მაგალითად, ესპანეთში არის სოფელი ვილია მარინა, სტრასბურგთანMახლოს კი, ქალაქი ბერგემი.

- საქმე ექსპერიმენტთან გვაქვს?

- ევროკავშირი, კანადა, ტაივანი და ახალი ზელანდია მდგრადი ეკონომიკის ქვეყნებია. მათთან სოციალური სამართლიანობის სისტემაა დამკვიდრებული და ადამიანი ქუჩაში შიმშილით არ კვდება. ლიბერალიზმის პრინციპის მიხედვით, ვინც გადარჩება, გადარჩება, ვინც - არა, ფეხებზე უნდა დაიკიდო, მაგრამ თუკი ადამიანი შიმშილით კვდება, რა სამართლიანობაზეა ლაპარაკი?

- იქნებ, ლიბერალიზმიც იმისთვის გაჩნდა, რომ დედამიწა მილიარდობით ადამიანით გადაიტვირთა და გამოხშირვა აუცილებელია?

- ღმერთის გადასაწყვეტია, ჭირი ვის მოხვდება. ამქვეყნიურ ცხოვრებაში ერთმანეთზე ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ, იმ ქვეყანას კი, ჩვენს სულებზე ღმერთი იზრუნებს.

- ირაკლი, ახლახანს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. თბილისის ახალი მერი მოგწონთ?

- ვნახოთ, რას იზამს.

- დედაქალაქში რა პრობლემებს ხედავთ?

- თბილისის დაპატარავების, დეცენტრალიზაციის მომხრე ვარ. ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის მილიონნახევრიანი მოსახლეობის დედაქალაქი ცოტა უცნაურად მეჩვენება. მინდა, რაც შეიძლება ნაკლები ასფალტი და მეტი ნარგავი იყოს, მანქანების მოძრაობაც უნდა შეიზღუდოს.

- ტროტუარებზე მოძრავ მანქანებს გულისხმობ?

- არა მხოლოდ. თბილისის ჰაერი საშინლადაა დაბინძურებული, რაც კიბოს გავრცელებას გამოიწვევს. ასეთი დონის დაბინძურება 1988 წელს აღინიშნებოდა, როცა ქალაქი მოძველებული საბჭოთა მანქანებით იყო სავსე.

- პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების თემა ისევ აქტუალურია. იცით, რა მახსენდება? - ნოდარ დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონშიკოლმეურნეობის ყველა ახალი თავმჯდომარე შენობას რომ შლის და საკუთარი სახლის მახლობლად დგამს. მერე, კრებაზე, ერთმა აზრი გამოთქვა, შენობა ბორბლებზე შევაყენოთ, გავაგოროთ და გამოვაგოროთო...

- მშვენიერი აზრია, მეც მომწონს, ბორბლებზე შეყენებული პარლამენტის შენობა ხან მესტიაში იქნება, ხან - სად, თუმცა მე, როგორც დეცენტრალიზაციის მომხრე, პარლამენტის ქუთაისში ყოფნაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, სხვა ქალაქებიც უნდა განვითარდეს, მხოლოდ თბილისი ხომ არაა ამ ქვეყანაში?!

- ზოოპარკის გადატანაზეც საუბრობენ...

- აი, მაგაზე არ მიფიქრია.

- ირაკლი, გავლენიანი მეგობრები გყავთ. მათთან ურთიერთობთ?

 - კი, ერთმანეთს ხანდახან ვხვდებით.

- ლევან ვასაძე, მართლაც, თქვენი მეჯვარეა?

- კი...

- მის იდეებს იზიარებთ?

-ზოგს - კი, ბავშვობიდან ექვსნი მოვდივართ, ყველას იდეებს ვერ გავიზიარებ.

- არ გეჩვენებათ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხანდახან დინების წინააღმდეგ მიდის?

- გიო ძალიან მიყვარს, ბავშვობაში, 1982-1985 წლებში, ღამ-ღამობით, თავზე ქალის ,,ჩულქებს” ვიცვამდით, გარეთ გავდიოდით და კედლებზე ვაწერდით: ,,გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!” ასეთი ტერორისტული ჯგუფი გვქონდა, ,,შავჩულქიანებს” გვეძახდნენ. სანამ პაციფისტები Mგავხდებოდით, ერთი ასეთი საყვარელი თამაში გვქონდა: გიორგის სახლი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასადილოს წინ იყო. მეგობარს ტირის თოფი ვთხოვეთ, ვუსაფრდებოდით და სასადილოდან გამოსულ დიდსაჯდომიან ,,კაგებეშნიკებს” ვესროდით.

- როგორ გადარჩით?

- ერთი-ორჯერ დაგვიჭირეს, მაგრამ გადავრჩით.

- თქვენი მეგობარი თავიდან პომპეზურ სასახლეზე უარს ამბობდა, მაგრამ მერე, ყველას გასაოცრად, საცხოვრებლად იქ გადავიდა. ბავშვობის მეგობარია, კარგად იცნობთ, ასე რატომ მოიქცა?

- ამის ასახსნელად არისტოტელეს მეტაფიზიკა უნდა წავიკითხო (იცინის).

- ამბობენ, მარგველაშვილს დაპირისპირება აქვსო ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებთან...

- ამის პასუხიც პლატონის ნაშრომებში იქნება (იცინის).

- ირაკლი, დიდი ამბავია ატეხილი ანაკლიაში ცნობილი კაზანტიპის ფესტივალის გარშემო.

- სიმართლე გითხრათ, აზრზე არ ვარ, თუ რა არის კაზანტიპი.

- ასე ამბობენ, ორგიები იქნებაო.

- საქართველოში ორგიების კი არა, ოთხი გიას ტრადიციაა. ჩემი აზრით, ჯობს, ჩვენს არატრადიციულ ,,კრიმანჭულს”, ,,ოდოიას”, ,,მრავალჟამიერს” მივხედოთ. კაზანტიპის ფესტივალზე, როგორც ჩანს, ახალგაზრდების ჟინის გამოყენებით, კომერცია კეთდება. ამას ხელოვნებასთან საერთო არაფერი აქვს.

- ერთ სკანდალურ ამბავსაც შევეხოთ - ჯგუფმა ,,ბანმაცნობილი ფოლკლორული სიმღერა ქალის უკანალზე დაკვრით შეასრულა...

- ეს შეურაცხმყოფელი უხამსობა, ადამიანის ღირსების შელახვა მიუღებელი და დასაგმობია. ხელოვნებაში, ამა თუ იმ ხერხის გამოყენება ხშირად დასაშვებია, გავიხსენებ ალბერ კამიუს პიესა ,,კალიგულას”, სადაც უამრავი უხამსი სცენაა, მაგრამ ამით ავტორი აჩვენებს, როგორ დაეცა მორალურად და ზნეობრივად ძლევამოსილი რომის იმპერია.