სკანდალი - “ნაციონალები” “შავ ფულს” უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან ერთად ათეთრებდნენ?

სკანდალი - “ნაციონალები” “შავ ფულს” უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან ერთად ათეთრებდნენ?

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა, ქართულ პოლიტიკაში ზომაზე მეტად დაცხა. სიტუაცია სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას სკანდალურმა ინტერვიუმაც დაამძიმა. ისე, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომოცნებისხელისუფლება პრეზიდენტყოფილს კუთხეში იმ ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო მიიმწყვდევდა, რომელსაც სიცოცხლეში ბიძინა ივანიშვილთან, როგორც ამბობენ, არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. საერთოდ, თუკი სამართლიანობაზეა ლაპარაკი, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ აწ განსვენებული ოლიგარქის სახელს არაერთი საეჭვო საქმე უკავშირდება. ისიც ცნობილია, რომ პატარკაციშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან იყო დაახლოებული. “ქართულ სიტყვასთანამ თემაზე საუბრისას, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთოხების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე საინტერესო მინიშნებას აკეთებს და ეჭვობს, რომ მილიონერი სწორედ კრემლმა მოიშორა. ამასთან, ფორჩხიძე ლიტვინენკოს გარდაცვალებასაც იხსენებს და, ლოგიკიდან გამომდინარე, ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურები პატარკაციშვილს ღიად არ მოკლავდნენ და საამისოდ სააკაშვილის ხელისუფლება გამოიყენეს. ფორჩხიძე ვერ აკონკრეტებს, პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას მართლა გეგმავდა თუ არა, მაგრამ მიანიშნებს, რომ სააკაშვილიც, ოლიგარქის მსგავსად, ჩრდილოეთური ინტერესების გამტარებელი იყო და, როგორც ჩანს, ბერეზოვსკის მეგობარი რაღაც მომენტშიპატრონებისთვისმიუღებელი გახდა და მისიდაძინებასწორედ ამიტომ გადაწყდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: თავის დროზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმაიმედის” “ღია ეთერშიგანაცხადა, რომ სააკაშვილმა პატარკაციშვილის ლიკვიდაცია დაავალა. მოგვიანებით, ოქრუაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა და საქართველო დატოვა. დღესოქრო”, სააკაშვილის წინააღმდეგ, “ოცნებისერთ-ერთიოქროსმოწმეა, თუმცა ქართველი სპეცსამსახურელი, რომელიც სამსახურიდანნაციონალებმაგაუშვეს, ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. ფორჩხიძე არც იმას გამორიცხავს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება გელა ბეჟუაშვილმა და დავით კეზერაშვილმა მისცენ... მოკლედ, კონსტანტინე ფორჩხიძე იარაღის უკანონო ბიზნესის ახალ დეტალებს ასაჯაროებს...

 

- ბატონო კონსტანტინე, თქვენი ინტერვიუების ციკლით, რომელიც სამ თვეზე მეტია, ექსკლუზიურადქართულ სიტყვაშიქვეყნდება, როგორც ვიცი, ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკული გამოცემა დაინტერესდა...

- დიახ, ასეა. წინა ინტერვიუებში იარაღის კონტრაბანდასა და იმაზე ვსაუბრობდით, თუ როგორ იყო ამაში ჩართული საქართველოს ყოფილი ხელისუფლება. ამასთან, არაერთხელ გამოვთქვი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყველაფერ ამას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. ამერიკული გამოცემაც სწორედ ამ თემებით დაინტერესდა.

- ესე იგი, სააკაშვილი ჩიხშია?

- სააკაშვილი ისეთ ჩიხშია, საიდან გამოძრომაც გაუჭირდება! სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წასაყენებლად სერიოზულად ემზადებოდა, მტკიცებულებებს აგროვებდა და არ მგონია, რომ მხოლოდ ერთი - ბადრი პატარკაციშვილსა და 7 ნოემბერთან დაკავშირებული ეპიზოდით დაკმაყოფილდეს. საუბარი უფრო სერიოზულ დანაშაულობებზე იქნება.

- მართალია, სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, მაგრამ ქართული მხარე ყოფილ პრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას არ ჩქარობს. ხომ შეიძლება, ამ, ასე ვთქვათ, ცაიტნოტით სააკაშვილმა ისარგებლოს და რომელიმე ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართოს? სხვათა შორის, “ოცნებისზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვობს, რომ ბულგარეთის ერთ-ერთი მაღალი პოლიტიკური ფიგურა სააკაშვილის მეგობარია და პოლიტიკური თავშესაფარი, შესაძლოა, სწორედ ოფიციალურმა ბუდაპეშტმა მისცეს. “ნაციონალებისდროინდელიმთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილიც, პოლიტდევნილის სტატუსით, თავს სწორედ ამ ქვეყანას აფარებს...

- მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს თუ არა, საინტერესო არაა, რადგან სასამართლო, ადრე თუ გვიან, საბოლოო განაჩენს მაინც გამოიტანს, თან ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას საქართველოში უცხოელი პროკურორების ჩამოსვლა უსწრებდა და არ მგონია, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი მათთან შეუთანხმებლად წაუყენეს. მოკლედ, ყველაფერი გარკვეულ ჩარჩოში მოექცევა, ანუ ბრალი სერიოზული მტკიცებულებებით გამყარდება.

- სააკაშვილის ადვოკატების თქმით, გამოძიებისთვის ყველაზე ხელჩასაჭიდი მტკიცებულება ნინო ბურჯანაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ჯოზეფ ქეის ჩვენებებია...

- 2007 წლიდან მოყოლებული, ევროსაბჭოსა თუ ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფების ექსპერტები ერთიდაიმავეს იმეორებდნენ. რამდენიმე დღის წინ კი, გაერო-ს ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ეს საქმეები შეფასებულია, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული.

- ბატონო კოტე, თქვენი ინფორმაციით, კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვები, თავი რომ გადაირჩინონ, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემენ?

- ყველა ხვდება, რომ სააკაშვილის გემი იძირება და ამ გემიდან გადახტომას შეეცდებიან. მათ შეიძლება, ბევრი რამ არ თქვან, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ძირითადი მოწმეები სწორედ ეს ადამიანები იყვნენ...

- ამას წინათ, სააკაშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა. როგორ ფიქრობთ, ადეიშვილს შეხვდებოდა?

- რა თქმა უნდა, შეხვდებოდა. მეტიც, ბუდაპეშტში ჩასვლა სააკაშვილის მხრიდან ერთგვარი პრევენცია იყო, მით უმეტეს, რომ თავის დროზე ადეიშვილის განცხადება გავრცელდა, რითიც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა მერაბიშვილსა და ახალაიებს სერიოზული დარტყმა მიაყენა...

- “ნაციონალებმათქვეს, ეს ადეიშვილის განცხადება არააო...

- ვანო, ხომ ძალიან კარგად იცით, რომ ცეცხლი ალის გარეშე არ არსებობს?.. ისე, ბუდაპეშტში, ადეიშვილსა და სააკაშვილს შორის საკმაოდ მწვავე საუბარი გაიმართებოდა და ერთმანეთს შეიძლება, კომრომატებიც დაუდეს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ადეიშვილი მხოლოდ მიშაზე კი არა, ყველა “ნაციონალზე” ჭკვიანია.

- სიჭკვიანე იმაში გამოიხატება, რომ კვალს არ ტოვებდა?

- დიახ, თუმცა ერთი სერიოზული კვალი მაინც დატოვა.

- სახელდობრ?

- ეს კვალი საპროცესო გარიგებებია, რომლებიც მთავარი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ხორციელდებოდა, ანუ სპეციალურ ფონდებში ფული სწორედ ადეიშვილის გავლით აკუმულირდებოდა. ეს ადეიშვილის სამოხელეო დანაშაულია, თუმცა მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს ვერ ავკიდებთ, რადგან იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც მიშა იღებდა, თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბერთან, 2008 წლის აგვისტოს ომსა თუ 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით, ადეიშვილი არ მონაწილეობდა. ეს სამივე კი, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. სხვათა შორის, გაერო-ს ბოლო ანგარიშში საუბარი სამხედროებზეცა, რაც პირდაპირ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებისკენ მინიშნებაა, ანუ “ოცნების” ხელისუფლებას, უნდა თუ არა, აგვისტოს მოვლენების გარემოებების შესწავლა მაინც მოუწევს, რადგან დასავლეთიც მიხვდა, რომ ეს ომი რუსეთს სჭირდებოდა. ამ თემაზე ბევრი გვისაუბრია და აღარ განვავრცობ, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი: დღეს უკრაინაში მოვლენები სწორედ ამ სცენარით ვითარდება!

- ბატონო კონსტანტინე, დარწმუნებული ხართ, რომ სააკაშვილს უფრო სერიოზულ ბრალდებებს წაუყენებენ და, საბოლოოდ, საქმე იარაღით უკანონო ვაჭრობამდე მივა. გამორიცხული არაფერია, მაგრამ საგულისხმოა, რომ ამ ეტაპზე, პრეზიდენტყოფილის წინააღმდეგ გამოძიებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებაც აქვს, რომელიც თავის მხრივ, იარაღით ვაჭრობაშიც ფიგურირებს...

- სხვათა შორის, როცა დააპატიმრეს, ოქრუაშვილს ერთ-ერთ ბრალად შესყიდვები და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა წაუყენეს. კერძოდ, საუბარი იყო მისი მინისტრობის დროს უკრაინიდან რადარების შეძენაზე.

- ეს ბრალი შეთითხნილი იყო?

- არა...

ჩემი ინფორმაციით, ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს უკრაინულ მხარესთან 15 მილიონ 800 ათასის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა, რაც რადარების რეალურ ფასს სამჯერ აღემატებოდა, თუმცა საგულისხმოა, რომ ეს ბრალდება ოქრუაშვილს მოუხსნეს.

- რატომ?

- სწორედ ესაა საინტერესო. სხვათა შორის, ამის შესახებ ოქრუაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერთ-ერთი ქართული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და პირდაპირ მიუთითა, რომ რადარების შესყიდვას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ინტერვიუს მიხედვით, როცა პროკურატურას რადარებზე ბრალი წაუყენებია, ოქრუაშვილს უთქვამს, ბრალს მე ნუ მიყენებთ, ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილი გეყოლებათ დასაკითხიო, ანუ ოქრუაშვილი მხოლოდ 7 ნოემბრის საქმეში კი არა, იარაღით უკანონო ვაჭრობაშიც ერთ-ერთი ძირითადი მოწმეა.

- რადარების შესყიდვა დანაშაული რატომაა?

- დანაშაული რადარების შესყიდვა კი არა, სამმაგი ფასის გადახდაა. ოქრუაშვილის თქმითვე, როცა სააკაშვილი ახსენა, გამომძიებელი სადღაც გაქცეულა და 15 წუთში ბრალი მოუხსნიათ. როგორც ჩანს, სააკაშვილს დაელაპარაკნენ და მან უთხრა, თქვენ ცუდად ხომ არ ხართო...

- ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ ოქრუაშვილი წმინდანია?

- ოქრუაშვილი წმინდანი არაა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე ამ თემაზეც უნდა აღიძრას და ოქრუაშვილი მხოლოდ მოწმის კი არა, კონტრაქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი პირის სტატუსითაც უნდა დაიკითხოს.

ვანო, რასაც ახლა გეტყვით, გაგიკვირდებათ: კონტრაქტზე უკრაინული მხრიდან იცით, ხელს ვინ აწერს?

- ვინ?

- არც მეტი, არც ნაკლები - უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი პოროშენკო, რომელიც თავის დროზე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, ანუ კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის უშიშროების საბჭოს შორის გაფორმდა. აი, სწორედ ესაა სკანდალი და იმის მანიშნებელი, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალები” კი არა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშენკო და მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკოც იყვნენ ჩართულები. ეს კონტრაქტი, წესით, თავდაცვის სამინისტროში უნდა არსებობდეს. ამიტომ, მთავარმა პროკურატურამ უნდა ამოიღოს და ამ საკითხის შესწავლა დაიწყოს. ოქრუაშვილის თქმითვე, ამ მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და უკრაინაში საქართველოს მაშინდელი ელჩი გრიგოლ ქათამაძეც მონაწილეობდნენ, უკრაინის მხრიდან კი, - იუშენკო, პოროშენკო და “უქსპეცექსპორტის” თავმჯდომარის მოადგილე. შეგახსენებთ, რომ საქართველო იარაღს “უქსპეცექსპორტისგან” ყიდულობდა.

- თუკი მოლაპარაკებებში უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტიც იყო ჩართული, ესე იგი, .. შავი ფული მასთანაც მიდიოდა?

- ასე გამოდის...

- ქართული კანონმდებლობით, პოროშენკოს წინააღმდეგ საქმის აღძვრა ან, სულაც, მისი დაკითხვა შეიძლება?

- არ ვიცი, ქართველი სამართალდამცავები რას იზამენ, მაგრამ არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომლის მიხედვითაც ყველა, ვინც უკანონობაშია ჩართული, უნდა დაიკითხოს, მაგრამ მოდით, რა, ჩვენი მკვდარი ვიგლოვოთ.

- ანუ?

- უკრაინის პრეზიდენტი შეიძლება, არავინ დაგვაკითხინოს, მაგრამ ამ საქმეზე სააკაშვილის დაკითხვა ხომ შეიძლება?!

- დაკითხვას წინ არაფერი უდგას, მაგრამ პრეზიდენტყოფილი საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს...

- სააკაშვილი თუ არ ჩამოდის, ოქრუაშვილი ხომ საქართველოშია და იარაღით უკანონო ვაჭრობასთან შეკითხვები მას დაუსვან.

- ოქრუაშვილის ჩვენება, ჩემი აზრით, ბოლომდე სარწმუნო არ იქნება, რადგან სააკაშვილის მიმართ შურისძიება ამოძრავებს...

- შურისძიება რა შუაშია, როცა კონტრაქტი არსებობს?

- მაშასადამე, “საუკუნის საიდუმლო”, თუ რატომ გახდა კიევინაციონალებისპლაცდარმი, ამოხსნილია, არა?

- რა თქმა უნდა.

სხვათა შორის, როცა ზემოხსენებული კონტრაქტი გაფორმდა, უკრაინის შს მინისტრი ლუცენკო იყო და ხომ ხვდებით, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში რატომ ჩამოვიდა, ანუ მათ დასავლური ინტერესები კი არა, ფული აერთიანებთ და მეტი არაფერი, თან ახლა საუბარი ფულზე კი არა, თავის გადარჩენაზეა.

საქართველოს დღევანდელი თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, რომ მხოლოდ ეს კი არა, “უქსპეცექსპორტთან” გაფორმებული ყველა კონტრაქტი ამოიღოს და შეისწავლოს, თანხები სად, როგორაა გადარიცხული და ეს გადარიცხვები რამდენად მიზნობრივი იყო. ამით ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთება, თან აქ საქმე მხოლოდ ჩვენი, მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხებზე კი არა, ბიზნესმენების იმ ფულზეცაა, რომელსაც ე.წ. სპეცფონდებში ახდევინებდნენ. ამ თემებზე მუშაობით პროკურატურა დღე და ღამეს უნდა ასწორებდეს...

- როგორც ვიცი, ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად დაგიბარეს...

- ჩვენება, როგორც ასეთი, არ მიმიცია. უბრალოდ, არაოფიციალურად გამესაუბრნენ.

- ასეა თუ ისე, ქართველი სამართალდამცავების მხრიდან ამ კუთხით გარკვეული მოძრაობა შეინიშნება...

- დიახ, მაგრამ თუკი სააკაშვილს ამ ბრალს არ წაუყენებენ, ეს პოლიტიკური მომენტი იქნება, ანუ გარკვეული მოსაზრებების გამო, შეიძლება, პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩათვალონ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მის დანაშაულებრივ კლანს ბრალი იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო არ წაუყენონ.

- ბატონო კოტე, წეღან ახსენეთ, სააკაშვილს ბრალი შესაძლოა, ივანიშვილის ფულის მითვისების გამოც დაუმძიმდესო. რას გულისხმობდით?

- თავის დროზე დასავლეთის რეკომენდაციით, ძალოვან სტრუქტურებში სპეცფონდები იმ მიზნით შეიქმნა, რომ შს და თავდაცვის სამინისტროები ფეხზე დამდგარიყვნენ, ასევე, კორუფცია აღმოფხვრილიყო. ამ ფონდებში ფულს, სხვა ბიზნესმენების გარდა, ბიძინა ივანიშვილიც რიცხავდა, მაგრამ როგორც ირკვევა, სააკაშვილი და მისი ბანდა, მაფიოზური კლანი ამ ფულს საკუთარი მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ. ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილსა და “ნაციონალებს” შორის პირველი ბზარი სწორედ ამის გამო გაჩნდა. ამ ინფორმაციას ისიც ადასტურებს, რომ იარაღის შესყიდვაზე თავდაცვის სამინისტრის მიერ გაფორმებული კონტრაქტების უმეტესობას ხელს სააკაშვილის ბიძაშვილი აწერს.

- ეს, მგონი, ახალი დეტალია...

- დიახ... ზუსტად არ ვიცი, ამ შემთხვევაში, თემურ ალასანიას შვილზეა თუ არა ლაპარაკი, მაგრამ დანამდვილებით გეუბნებით, რომ ბოლოს, სააკაშვილის ბიძაშვილი “საქმიდან მოტეხეს” და აშშ-ში გაუშვეს.

- ანუ, სააკაშვილის ბიძაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო?

- არა... როგორც ირკვევა, თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სპეცფონდის რაღაც სტრუქტურას ხელმძღვანელობდა... ამ ინფორმაციას, სხვათა შორის, არც ოქრუაშვილი უარყოფს და გესმით, რაზეა საუბარი? მოკლედ, იარაღით უკანონო ვაჭრობაში სააკაშვილის ოჯახის ჩართულობამდე მივდივართ და ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამაში სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის ინტერესი არ ყოფილიყო.

მოკლედ, ყველაფერს სააკაშვილი იბრალებდა - გზები გავაკეთე, პოლიციის შენობები ავაშენეო, თუმცა სინამდვილეში, ყველაფერი ეს ივანიშვილის ფულით კეთდებოდა, თან ამ ფულს ე.წ. შავი ბიზნესისთვისაც იყენებდნენ, ბუნებრივია, ამას არავინ მოითმენდა, მით უმეტეს, ივანიშვილი, რომლის აქტივებიც 6 მილიარდზე მეტია და “შავ ბიზნესში” ყოფნა, ასი წელი, არაფერში სჭირდება! ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში შემოსულიყო და სააკაშვილის ხელისუფლებისთვის წერტილი დაესვა.

- კოტე ბატონო, თუ გაქვთ ინფორმაცია, თავის დროზე ივანიშვილი და სააკაშვილი ვინ დააახლოვა?

- ეს არ ვიცი...

- თუკი ექსპრეზიდენტი ქვეყნის ამომგდებია, აბა, მაკკეინი და სხვა სენატორები რატომღა იცავენ?

- მაკკეინი სააკაშვილს კი არა, “ნაცმოძრაობას” იცავს.

- “ნაცმოძრაობისდაცვა ხელს რაში აძლევს?

- ამერიკელებს საქართველოში პროდასავლური პოლიტიკური პარტია სჭირდებათ და ამ თემაზე წინა ინტერვიუებში ვრცლად ვისაუბრე. როგორ გგონიათ, პატარა საქართველომ მსოფლიოში ცნობილი პროკურორები ისე დაიქირავა, რომ ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლებამ არაფერი იცოდა?

- შეიძლება, იცოდა, მაგრამ ამ ლოგიკით, ისიც გამორიცხულია, რომ მაკკეინსა და მის რამდენიმე კოლეგას, პრინციპში, სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადება თეთრ სახლთან შეთანხმების გარეშე გაეკეთებინა...

- მაკკეინი ამერიკული პოლიტიკის ნეოკონსერვატიული ფრთის წარმომადგენელია და მისი განცხადება ჩემთვის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არაა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა გარკვეული მინიშნება გააკეთა, რომ გამოძიება გამჭვირვალე უნდა იყოს, თუმცა ესეც დიპლომატიური ენაა. აბა, პირდაპირ ხომ არ გვეტყოდნენ, სააკაშვილი დაიჭირეთ და ტაშს დაგიკრავთ, რა კარგი ბიჭები ხართო... ამერიკელები თავიანთ გასაკეთებელს თვითონ გააკეთებენ, ჩვენ კი, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და ამ კუთხით უკან დახევა არ შეიძლება, რადგან უკან დახევა წაგების ტოლფასია!

- ბატონო კოტე, თქვენი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილს პატიმრობა შეუფარდეს, “ნაცმოძრაობაშირა ხდება?

- გაჟონა ინფორმაციამ, რომ მაგალითად, ბარამიძე პარტიის დატოვებას გეგმავს. არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა, მაგრამ ყველა, ვინც გასვრილია, შეეცდება, რომ თავი გადაირჩინოს. სხვათა შორის, მალე დადგება დრო, როცა სააკაშვილს “ნაცმოძრაობიდან” გარიცხავენ - მას შემდეგ, რაც დასავლეთი მიანიშნებს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობა რეჟიმი იყო, “ნაცმოძრაობაში” ვიღაც გამოჩნდება, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ სააკაშვილი პარტიიდან უნდა გაირიცხოს!

- ...შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იარაღით უკანონო ვაჭრობიდანმშრალი გამოვიდეს”?

- ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დგას. საერთოდ, თუ დამტკიცდა, რომ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მხოლოდ ოქრუაშვილი კი არა, მისი წინამორბედებიც და ისინიც უნდა დაიჭირონ, ვინც თავდაცვის მინისტრები მას შემდეგ იყვნენ. სხვათა შორის, თავდაცვის მინისტრი ერთხანობას გელა ბეჟუაშვილიც გახლდათ... მოკლედ, 2004-დან 2012 წლამდე ყველა შესყიდვა, რომელიც თავდაცვის კუთხით განხორციელდა, შესწავლილი უნდა იყოს და ამით საზოგადოება მხოლოდ სააკაშვილის კი არა, მისი ხელისუფლების ყველა გავლენიანი ფიგურის ნამდვილ სახეს დაინახავს! ეს ნამდვილი სახე კი, დამიჯერეთ, ტრანსნაციონალურ დანაშაულთან იქნება დაკავშირებული!

სხვათა შორის, პრემიერმა ღარიბაშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა, მთავრობის ბოლო სხდომაზე დასავლეთის ქვეყნებს რომ მიმართა, თავიანთი ყველაზე ძლიერი სისხლის სამართლის სპეციალისტები გამოაგზავნონ და სააკაშვილის საქმის გამოძიებაში ჩაერთონ.

- ამ განცხადებით პრემიერმა იმაზე მიანიშნა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური დევნა არაა?

- დიახ, ასეა. როგორ შეიძლება, იარაღით ვაჭრობა პოლიტიკური დევნა იყოს?

- სააკაშვილს იარაღით უკანონო ვაჭრობას ჯერ არავინ ედავება... სხვათა შორის, სააკაშვილი არც ყბადაღებულ ვასილ მაღლაფერიძის დღიურშია ნახსენები...

- საერთოდ, სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის ბრალდების დამტკიცება რთული იქნება, რადგან თუ ოფიციალური ბრძანება არ არსებობს, იტყვის, მე რა შუაში ვარო. მე კი, გამოძიებას იმ გზას ვთავაზობ, რომელი გზითაც სააკაშვილისთვის ბრალის დამტკიცება შესაძლებელია. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, თემურ ალასანიასა და რუსულ კვალთან მივა...

სხვათა შორის, ზემოხსენებულ ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ რუსული “ბილაინის” 40 პროცენტს, გამტარების საშუალებით, მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს, თუმცა არ ვიცი, ეს “გამტარები” ვინ არიან.

- “გამტარირას ნიშნავს?

- ადამიანს, რომელზეც ამა თუ იმ კომპანიის წილი ფიქტიურადაა გაფორმებული. სხვათა შორის, ეს პოლიტიკური საკითხია - როცა შენ, სააკაშვილი, რუსული კომპანიის 40 პროცენტს აკონტროლებ და აქეთ ივანიშვილზე იძახი, “გაზპრომის” ერთპროცენტიანმა ოლიგარქმა უნდა დამიჭიროსო, ჯობია, შენს თავს მიხედო და აგვიხსენი, რუსულ კომპანიაში წილს რატომ ფლობ?!