ბრალდებული ჯამბაზი

ბრალდებული ჯამბაზი

დიალოგი წარსულთან საკმაოდ რთული რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ წარსულს მიხეილ სააკაშვილი განასახიერებს. ან როგორ გინდა, მოუსმინო ადამიანს, რომელიც სრული სერიოზულობით თავს «ქართული სახელმწიფოს შემქმნელს» უწოდებს, ისე, რომ არ გაგახსენდეს გარესამყაროსგან იზოლირებული ბაღი ასათიანის ქუჩაზე, სადაც ძველად შეძლებისდაგვარად დინჯად სეირნობდნენ თვითგამოცხადებული ფარნავაზები, ნაპოლეონები და მაკედონელები. რატომ დახურა სააკაშვილმა ფსიქიატრიული ასათიანის ქუჩაზე? ეს «ვარდების რევოლუციის» ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა, რომლის უკან, შესაძლოა, რაღაც ძალიან პირადული იმალებოდეს.

საზოგადოდ, მენტალურად აშლილი ადამიანის დაცინვა ვერაფერი ვაჟკაცობაა, ხოლო მისი მოსმენა და მით უმეტეს, მისი იდეების განხილვა, დროის ფუჭი ხარჯვაა. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მის ბოლოდროინდელ კომენტარებზე ითქვას (ცხადია, ეს სუბიექტური მოსაზრებაა), ის არის, რომ სააკაშვილი ძალზე ანერვიულებულია და, როგორც ჩანს, საკუთარი უსაფრთხოების გარდა, ამქვეყნად აღარაფერი აინტერესებს. შესაბამისად, ის მოსაწყენია, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კონცენტრირებულია ერთადერთ საკითხზე.

ფიგურანტს წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით და, ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ, თუ დასავლური სამყაროს ყველა ლიდერი, სპეცსამსახურების შეფებთან ერთად, მივა სააკაშვილთან, რათა დაამშვიდოს და უთხრას, რომ მას ქართველ სამართალდამცავებს 99%-იანი ალბათობით არ გადასცემენ, მისი მშფოთვარე გონება ჩაებღაუჭება იმ ერთადერთ დარჩენილ პროცენტს და მის საფუძველზე კოშმარული სცენარების კონსტრუირებას დაიწყებს. ჩვენ არაერთგზის დავრწმუნდითრომმიხეილ სააკაშვილის შიშს არაპროპორციულად დიდი თვალები აქვს და,სავარაუდოდადრე თუ გვიან ეს შიში მძიმე შეცდომას დააშვებინებს.

ცნობილი კაციჭამია დიქტატორი ცენტრალური აფრიკიდან _ ჟან-ბედელ ბოკასა მშვიდად ცხოვრობდა საფრანგეთში, როდესაც სამშობლოში დაუსწრებლად გაასამართლეს. 1986-შიკი ბოკასამ გადადგა ნაბიჯირომელსაცძალიან ძნელიალოგიკური ახსნამოუძებნო და იმის იმედითრომ ხალხი ტახტზე დააბრუნებდამოულოდნელადჩაფრინდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშისადაცროგორც მოსალოდნელიიყოდაუყონებლივ დააპატიმრეს. ცხადია, სააკაშვილი მსგავსს არაფერს გააკეთებს; ბოკასა, მიუხედავად იმისა, რომ საზიზღარი დიქტატორი იყო, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ და პიროვნული სიმამაცის დეფიციტს არ უჩიოდა, ხოლო ეს ჩვენი «დედიკოს ბიჭი» ამდენს ნამდვილად ვერ გაბედავს. აქ მთავარია სხვა რამ: რეალობის ტრანსფორმირება გაქცეული დიქტატორის გონებაში და არაკორექტული, სიტუაციის შეუსაბამო სცენარების შემუშავება. პერუს ყოფილი მმართველი ალბერტო ფუხიმორიქვეყნიდან გაქცევის შემდეგ იაპონიაში ცხოვრობდასადაც ექსტრადიციანამდილად არ ემუქრებოდამაგრამ რაღაც გაუგებარიუცნაური გათვლებისსაფუძველზე ჩაფრინდა ჩილეშისადაც დააპატიმრეს და პერუს გადასცეს. ორივე დიქტატორმა, სავარაუდოდ, ვერ გააცნობიერა სხვაობა თავის ძველ და ახალ შესაძლებლობებს შორის, ხოლო ემოციურმა აღტკინებამ სიტუაციის ობიექტური შეფასების შესაძლებლობა არ მისცა. სააკაშვილის შემთხვევაში ამას პანიკური შიში ემატება,სწორედ ის შიშირომელმაც 2008 წლის აგვისტოში გორის ცენტრში იმსამარცხვინო გარბენისკენ უბიძგა (და არა მხოლოდ მისკენ). ადრე თუ გვიან მძიმეშეცდომასსავარაუდოდისიც დაუშვებსარა ზუსტად ისეთსროგორსაც ბოკასადა ფუხიმორიარამედ სხვასგანუმეორებელსა და დაუვიწყარს. თუ მისი თანაგუნდელების ინტერვიუებს ყურადღებით გავაანალიზებთ, დიდი ალბათობით, მივალთ დასკვნამდე, რომ იმ ამაზრზენი რეპრესიებისა და სისასტიკის უკან, უპირველელ ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი, სავსებით არალოგიკური შიში იდგა. მას მუდამ ეშინოდა ოპოზიციის, პატარკაციშვილის, ივანიშვილის, გადატრიალების, რევოლუციის და ა. შ. და, რაც მთავარია, ეშინოდა ხალხის.

იმ შემთხვევაშიც კითუ სააკაშვილი ქართულ საპატიმროში არ მოხვდება დასადღაც უცხოეთში დაიმალებასიცოცხლის ბოლო წუთამდე სწორედ შიშიშეასრულებს მისთვის ყველაზე მკაცრი რეჟიმის კარცერის როლსსინამდვილეში,ის უკვე დაპატიმრებული და დასჯილიათუმცაშესაძლოაამას ბოლომდე ვერაცნობიერებს.

პრინციპში, ყოველივე აღწერილი უფრო მისი პრობლემაა, ვიდრე ჩვენი. ეკამათოს პროკურატურას, დაიცვას თავი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროცესი ძალიან საინტერესო იქნება, თანდათან, სავარაუდოდ, საზოგადოების ყურადღების პერიფერიაზე გადაინაცვლებს. ცხადია, უფრო გვიან, ვიდრე ეს ახალაიასა და მერაბიშვილის პროცესების შემთხვევაში მოხდა, მაგრამ მაინც. საქმე ისაა, რომ კონცენტრირება წარსულზე საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლებელია, სააკაშვილი კი წარსულია, თან (მისი ბოლო კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ) უიმედო წარსული. ასე რომ, მისი გასამართლება გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნებს მნიშვნელოვან ადგილს საზოგადოებრივ დისკუსიებში, თუმცა მთავარი თემა მალე აღარ იქნება. მაგრამ დამშვიდობება წარსულთან, მის გადახაზვას როდი ნიშნავს, სააკაშვილის გასამართლება უკავშირდება მისიმმართველობის პერიოდის შეფასებას და საქართველოს უახლეს ისტორიაშიმისთვის შესაბამისი ადგილის მოძებნასრა იყო ესრისთვის იყორა დასკვნებიგამოვიტანეთამ (ისევე როგორც ნებისმიერი სხვაისტორიული გამოცდილებისკრიტიკული გააზრების გარეშეისევ «წრეზე სიარული» მოგვიწევს.

«ნაციონალები» მიიჩნევენ, რომ 2003 წელს საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო, უახლოეს წარსულთან მის კავშირს უარყოფენ. ამავე დროს, ისინი, ასევე ემოციურად, უარყოფენ კავშირს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილ რეალობასთანაც. ამას შეიძლება ერთგვარი «ისტორიული სეპარატიზი» ვუწოდოთ. წარსულისა და აწმყოს უარყოფა უბიძგებს მათ იმისკენ, რომ «საკუთარი ეპოქა» სრულიად განსხვავებულ, ცალკე მდგომ მოვლენად განიხილონ და, რაც მთავარია, სხვებისგან მისი ცალსახა შეფასება მოითხოვონ. ეს მიდგომა ისტორიულ პროცესს არა მდინარის დინებას (ცნობილი მეტაფორაა), არამედ ნახტომების სერიას ამსგავსებს.

ამას, პარადოქსულად, მოაქვს «სააკაშვილის ეპოქის» სრული უარყოფა საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ. უამრავ ადამიანს ურჩევნიაუბრალოდგადახაზოს«სააკაშვილის ეპოქა» ზუსტად ისეროგორც «ნაციონალებმა» «შევარდნაძის ეპოქა»გადახაზესმათი ლოგიკა გასაგებია _ თუ «ნაციონალებს» სურთმიიღონ ცალსახაშეფასება «ცუდი-კარგი»- პრიმიტიულ კოორდინატთა სისტემაშიაგერბატონო,ცალსახა შეფასება. არადა, ისტორიაში არ არსებობს არაფერი ცალსახა და შეუძლებელია კავშირის სრული გაწყვეტა სხვადასხვა პერიოდს შორის. შეუძლებელია, გაიგო «სააკაშვილის ეპოქა» «შევარდნაძის ეპოქასთან» კავშირის გაანალიზების გარეშე, ან «ივანიშვილის ეპოქა» «სააკაშვილის ეპოქაზე» დაკვირვების გარეშე და ა. შ.

საბოლოო ჯამში, ისტორიული გამოცდილების გააზრების ნაცვლად, აბსურდის თეატრს ვიღებთ. ვინაიდან საქართველოში ფართოდ გავრცელებულია კოგნიტური ხარვეზი, რომელიც ერთი დეტალის შეფასებაზე დაყრდნობით მთელი სისტემის შეფასებას ითვალისწინებს, პოლემიკა ფრიად უცნაურ ხასიათს იძენს. «ნაციონალები» ამბობენ, რომ პოლიციელებმა შეწყვიტეს ქრთამის აღება და დაუყონებლივ გადადიან იმის მტკიცებაზე, რომ, აქედან გამომდინარე, «მათი ეპოქა» მთლიანობაში მშვენიერი იყო. მათი ოპონენტებიკი ამბობენრომ ამავე პოლიციელებმა დაიწყეს თანამოქალაქეების (გაცილებითმასშტაბურივიდრე «მექრთამეობის პერიოდში») წამებადახოცვა დაგაუპატიურება და იქვე ასკვნიანრომ განხილული ეპოქა სრული კოშმარი იყო.იგივე ეხება ეკონომიკასპოლიტიკასსამხედრო საქმესკულტურას და .

ამ ხმაურში იკარგება ერთი მნიშვნელოვანი იდეა _ სააკაშვილის რეჟიმის ფორმირება ყველა იმ საზიზღრობით, რომლებიც მას უკავშირდება, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა საზოგადოებაში ფართოდ წარმოდგენილი არაკორექტული წარმოდგენები და ბნელი ინსტინქტები. რეჟიმი, უპირველესად, ამაზე იდგა და არა უცხოელების მხარდაჭერაზე, რომელნიც, მათი საეჭვო მოტივების მიუხედავად, არასოდეს დაუჭერენ მხარს იმას, რასაც მოსახლეობაში დასაყრდენი საერთოდ არ აქვს. სხვათა შორის, 2012 წლის ოქტომბერში ეს «ბნელი მხარე» საზოგადოების (ქვე)ცნობიერებაში არსად გამქრალა. სააკაშვილიმარსიდან არ ჩამოფრენილაის ქართულმა საზოგადოებამ შვა და მანვეშესაძლებელი გახადა მისი მახინჯი რეჟიმის ჩამოყალიბებაამიტომალბათ,ძალზე მნიშვნელოვანიარომ სააკაშვილის გასამართლებას საზოგადოებამსაკუთარ თავში გარკვევის თუნდაც მინიმალური მცდელობა დაუკავშიროს და«მთელ ამ ისტორიაში» საკუთარი როლი გაიაზროს. ეს არ იყო მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის ისტორია ან წინააღმდეგობის მოძრაობის ისტორია, ეს თითოეული ჩვენგანის (და საზოგადოების მთლიანობაში) მტკივნეული ტრანსფორმაციის, იმედებისა და იმედგაცრუების, სიყვარულისა და სიძულვილის ისტორია იყო. დღეს გერმანია,შესაძლოაიმიტომაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და ამაყიქვეყანარომ თავის დროზე არ შეშინდა და საკუთარ წარსულს თვალებში ჩახედა.

ზოგს მსგავსი პარალელების გავლება შეიძლება გაუმართლებლად მოეჩვენოს, მაგრამ, ჩემი სუბიექტური აზრით, ეს სწორედ რომ ფაშიზმი იყო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაიკითხოს ლოურენს ბრიტის «ფაშიზმის 14 ნიშანი» და თქვას, რომელი ერთი არ იყო წარმოდგენილი სააკაშვილის დროინდელ საქართველოში (ან გაეცნოს «საქართველო და მსოფლიოს» გასული წლის 15 მაისის სტატიას «მიხეილ სააკაშვილის ჩვეულებრივი ფაშიზმი», სადაც ეს საკითხი, ასე ვთქვათ, «კონსპექტურად» განიხილება). ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ მას «პროტოფაშიზმი», «კვაზიფაშიზმი», «უტვინო და არშემდგარი ფაშიზმი», მაგრამ პრობლემის არსს ეს არ შეცვლის. ასეთი უპატივცემულობა ადამიანებისუფლებების მიმართ შესაძლებელია მხოლოდ ფაშისტური რეჟიმის პირობებში დამწარე სიმართლე იმაში მდგომარეობსრომ ამ რეჟიმის ჩამოყალიბებაშესაძლებელი ქართულმა საზოგადოებამ გახადაამ ნიადაგზე სასურველიათვითგვემის (მოკლე და თეატრალიზებულისეანსი კი არ მოვაწყოთარამედგავერკვეთრა დაგვემართა.

სააკაშვილი ვერ მოიქცევა ისეროგორც ძველი ყაიდის ზოგიერთი დიქტატორიდახვრეტის წინ: «გულში მესროლეთჯარისკაცებოგაუმარჯოს ჩვენს დიადსამშობლოს!», ასე მას არ შეუძლიაბოლო დროს ის იქცევაროგორც უკანასკნელიკლოუნი დაშესაძლოაორი მიზნის მიღწევას ცდილობსმასსავარაუდოდ,სურსხაზი გაუსვას პროცესის არასერიოზულობას და აუდიტორიაშითანაგრძნობა აღძრასმართლაც, შეუძლებელია, სრული სერიოზულობით მიუდგე კლოუნს, თუნდაც ხელები სისხლში ჰქონდეს გასვრილი და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი რომც გაუტანოს, იმის ალბათობა, რომ საზოგადოება ზიზღით ზურგს შეაქცევს და შეეცდება, რაც შეიძლება მალე დაივიწყოს (ეს კი შესაძლებლობას მისცემს, სადღაც შორს გახოხდეს და დაიმალოს), საკმაოდ დიდი იქნება. მაგრამ საქმე ისაარომ ჩვენ არაფრისდავიწყების უფლება არ გვაქვს და წარსული სრული მოცულობით უნდაგავიაზროთრათა უკეთესი მომავალი შევქმნათ.