ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსიკიწმარიშვილის თვითმკვლელობა თუ მკვლელობა, კიდევ ერთი, სრულიადმოულოდნელი და ბურუსით მოცულია, რომელიც ხელისუფლებას ახალ,მძიმე ტვირთად დააწვა.
ისევე როგორც, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა, რომელიც როგორცცნობილია, ბოლომდე გახსნილია, მაგრამ ამ მკვლელობაში მონაწილეპირთა მხილება ძალოვან უწყებებს იმის გამო უჭირთ, რომ 9 თვისბარბარე რაფალიანცის მკვლელობა საკუთარი ოჯახის წევრების კისერზეა.ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა დანაშაულშიეჭვმიტანილთა მიმართ, სიბრალულის გამო ლოიალობას იჩენენ,ამასობაში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები შემთხვევას ხელიდანარ უშვებენ და ხელისუფლებას ბარბარე რაფალიანცის გაუხსნელმკვლელობას ხშირად ახსენებენ. საოცარია, ძალოვან უწყებათა პასიურობაამ სისხლის სამართლის საქმისა და იმ შეურაცხმყოფელი განცხადებებისმიმართ, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ინტენსიურადახორციელებს.
როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ პირებს დაევალათ, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს ამ მკვლელობაში, ხელისუფლებასთან დაახლოებული „ცნობილი“ ოჯახი იყო დაკავშირებული. ამ დეზინფორმაციას „ნაციონალებს“ საამებლად და ერთგულების დასამტკიცებლად, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის ერთ-ერთი გამომძიებელი აწვდიდა. ამჯერად, რატომღაც „ნაციონალების“ გვერდის ავლით ცდილობდნენ ხსენებული ინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ამ აბსურდის გავრცელება არცერთმა ჟურნალისტმა არ აიღო. შედეგად კი, ნაციონალური ჩანაფიქრი, დროებით შეფერხდა.
თუმცა ეს “დროებითი” შეფერხება, მართლა დროებითია და ბოროტებასა და შავი პიარის აგორებაში გაწვრთნილი ნაციონალები, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმეს მათთვის სასურველ დროს კვლავ გამოიყენებენ და მათ მზაკვრულ ჩანაფიქრსაც - ამ მკვლელობაში სრულიად უდანაშაულო ადამიანები გასვარონ და 9 თვის ბავშვის მკვლელობა დააბრალონ - სისრულეში მოიყვანენ.
ჰოდა, რადგანაც არც ეშმაკს სძინავს და არც ნაციონალებს, რომლებიც ყველაფერს კარგავენ და ამასთან შეგუებას არ აპირებენ, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, ისინი დღე და ღამე მუშაობენ. “ნაციონალები”მუდმივად ინტრიგებს ხლართავენ და ჭორებს ავრცელებენ. იმედია, ხელისუფლება უფრო მეტად გამოფხიზლდება და ბარბარე რაფალიანცისმკვლელობის საქმეზე, მეტ ყურადღებას და სიფხიზლეს გამოიჩენს და სააშკარაოზე დროულად გამოიტანს, ამხელს დანაშაულის ჩამდენ ყველა პირს, მიუხედავად იმისა, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს ის საზოგადოებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება ლოგიკური შეკითხვა, მართლა ხომ არ აქვს საერთო ნაციონალების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის გავრცელებას რეალობასთან?
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოდის, რომ ხელისუფლების ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაციონალების მომხრე კადრები, რომლებიც დღემდე აქტიურად ასრულებენ ფავორიტი პოლიტიკური პარტიის დაკვეთას, შეიქმნა განცდა იმისა, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ისეთი გახმაურებული მკვლელობის გახსნას, იმიტომ რომ მასთან დაახლოებულმა პირებმა ჩაიდინეს ეს მკვლელობა? ამიტომ ხელისუფალნო, რომ არ ჩაგეძინოთ, სახეზე წყალი შეისხით და საქმე დროულად გახსენით.
ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმის მსგავსად, ეროსი კიწმარიშვილისბურუსით მოცული საქმეც, მოხდენისთანავე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მკვლელობა მოხდა სავსებით გამიზნულად და სიფრთხილის დაცვით, ისე რომ დანაშაულის ადგილზე მკვლელს სამხილი არ დაუტოვებია. ერთადერთი, რაც დასაწყისშივე ნათელი იყო, მკვლელს სამიზნე კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და ისიც იცოდა, ეროსიმ რომ იარაღი შეიძინა. ასევე იცოდა, სახლიდან როდის გამოვიდოდა, ავტოფარეხში შევიდოდა და ავტომობილში ჩაჯდებოდა.
მკვლელმა მკვლელობის ადგილზე მოკლულის იარაღი გამიზნულად დატოვა, რადგან მან ამით ყურადღება თვითმკვლელობის ვერსიაზე გადაატანინა სამართალდამცავებს. დამნაშავის ამ „ტრიუკმა“ კარგად იმუშავა და სამართალდამცველებმა ნაჩქარევად, სრულიად გაუმართლებლად სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრეს. ამაზე ატყდა ერთი აურზაური, ისე როგორც ეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისას ნაციონალებმა გააკეთეს, - გარდაცვლილი, როგორც იტყვიან, გაციებული არ იყო, რომ იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, დილის 07:30 საათზე, სრულიად საქართველოს აუწყეს, რომ პრემიერ ზურაბ ჟვანიას და რაულიუსუპოვის სიცოცხლე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ისინი გაზმა გაგუდაო. სწორედ, ამ ნაჩქარევმა განცხადებამ გახადა საეჭვო ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მოტივი და საზოგადოებამ ლოგიკური კითხვა დასვა: სამართალდამცავებმაზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მოტივი ასე საჩქაროდ, გამოძიების დასრულების გარეშე რატომ გამოაცხადეს და რა აუცილებლობით, იყო ეს გამოწვეული?
მას შემდეგ 9 წელი გავიდა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზურაბჟვანიას გარდაცვალების რეალური მიზეზი არ იქნას ცნობილი. ზურაბ ჟვანიასსაქმე დღემდე გაუხსნელია და ის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე ბნელით მოცულია, იმ მრავალ გაუხსნელ და შეკვეთილ მკვლელობათა შორის, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას კისერზე აწევს.
სამართალდამცავებმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებაც, ასევე ნაჩქარევი განცხადებები გააკეთეს, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხარვეზით დასახელებული მოტივი, უკან წაიღეს და შეცდომა გამოასწორეს, ექსპერტიზის დასკვნებმა აჩვენა, რომეროსი კიწმარიშვილის იარაღიდან გასროლა არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლელი მსხვერპლს ავტოფარეხთან ჩაუსაფრდა, სათვალთვალო კამერა წინასწარ შეატრიალა ისე, რომ კიწმარიშვილის ავტომანქანა, მისი მიმდებარე ტერიტორია არ გამოჩენილიყო და ეროსის ავტომანქანაში ჩაჯდომისთანავე, ღვედიც რომ გაიკეთა და ავტომანქანაც უნდა დაეძრა, ალბათ, მასზე მიბჯენით გასროლა მოახდინა. მკვლელობა იმდენად სუფთად არის შესრულებული, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მკვლელობა შეკვეთილი იყო და გასროლა პროფესიონალმა კილერმა მოახდინა. ფაქტი ის არის, რომ ეროსი კიწმარიშვილი აფექტის ნიადაგზე კი არა, გამიზნულად მოკლეს და დღემდე მისი მკვლელობის შესახებ არაფერია ცნობილი.
ჩნდება ლოგიკური კითხვა, ვის აწყობდა ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილი და უხეშად რომ ვთქვათ, ვინ იხეირა ამ მკვლელობით?
რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობაა და მკვლელი დაკვეთას ასრულებდა, ეროსი კიწმარიშვილი დიდ პოლიტიკურ შურისძიებას ემსხვერპლა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უამრავი ინფორმაცია და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. მკვლელობა აშკარად პოლიტიკური მოტივითაა შესრულებული, დამკვეთმა ამ მკვლელობით ორი კურდღელი დაიჭირა: ეროსი კიწმარიშვილის სახით მთავარი მოწმე მოიცილა და ხელისუფლებას კიდევ ერთი „ზურაბ ჟვანიას საქმე“ შეუქმნა. მოკლედ, ნაციონალები ხელისუფლებას ეროსი კიწმარიშვილის და ბარბარერაფალიანცის მკვლელობის საქმეს, იმდენჯერ წამოაძახებენ, რამდენჯერაც უმრავლესობა ზურაბ ჟვანიას და სანდრო გირგვლიანის მკვლელობებს უხსენებს.
ეროსი კიწმარიშვილის პოლიტიკური მკვლელობის შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამყარებს ის, რომ მან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს დააკავებენო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სამართალდამცავებთან აქტიურად თანამშრომლობდა. ცნობილი იყო ისიც, რომ ეროსის სერიოზული ინფორმაცია ჰქონდა, პრემიერ-მინისტრზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, აგრეთვე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ.
ცნობილია, რომ ეროსი კიწმარიშვილი წლების განმავლობაში რუსეთის ელჩად მუშაობდა და მისთვის რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ყველა საიდუმლო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო.
მოკლედ, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისთანავე “ნაციონალურიმოძრაობის” ლიდერთა მცდელობა, როგორმე მომხდარ მკვლელობაში ბიძინაივანიშვილი გაესვარათ, - უშედეგო აღმოჩნდა. რადგანაც, “რუსთავი 2”-ისწილების დაბრუნების შესახებ, ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა ეთქვა, ეროსიკიწმარიშვილის, როგორც უამრავი ინფორმაციის მფლობელი მოწმის მოცილება, ყველაზე მეტად ვის აძლევდა ხელს, თუ არა მიხეილ სააკაშვილს და“რუსთავი-2”-ს?
არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, კიწმარიშვილი“რუსთავი 2”-ის ამჟამინდელ მფლობელებს კუთვნილი ქონების დაბრუნებას სთხოვდა. კიწმარიშვილი მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებების შესახებ უამრავ ინფორმაციას ფლობდა. აქედან გამომდინარე, მკვლელობის დამკვეთი, სავარაუდოდ, ცნობილია. თეორიულად, ასევე შეუძლებელია დღევანდელ ხელისუფლებას სდომოდა ეროსი კიწმარიშვილის მოშორება, რადგანაც მრავალ იმ სისხლის სამართლის საქმეში, რაშიც პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს,მიხეილ სააკაშვილს ედავება, კიწმარიშვილი მთავარი მოწმე იყო. ამ ხელისუფლებამ კი შედეგად ერთი მწარე რეალობა მიიღო, კიდევ ერთი ბურუსით მოცული მკვლელობა, რომლის გახსნის შანსი, რეალურად არ არსებობს.