კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა ვითარების ესკალაციას გამოიწვევს.
ისრაელში აცხადებენ, რომ ირანის სამხედრო ლიდერებზე, ბირთვულ მეცნიერებზე, ურანის გასამდიდრებელ ობიექტებსა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა აუცილებელია, რათა ისლამურმა რესპუბლიკამ ვერ განახორციელოს ებრაული სახელმწიფოს განადგურების გეგმა.
Times of Israel-ის ცნობით, ესკალციის დღიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა და დაახლოებით 1000 დრონი გაუშვა.