ეთნოგრაფიულ მუზეუმი „არტ-გენის“ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის პირველი დღე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტით დაასრულა.
სამხედრო ორკესტრს დირიჟორობა უფროსმა ლეიტენანტმა კობა მერმანიშვილმა გაუწია. სამხედრო მუსიკოსებმა ცნობილი უცხოელი კომპოზიტორების კომპოზიციები შეასრულეს. საღამო რევაზ ლაღიძის ,,საჭიდაოთი“ დასრულდა.