ისრაელი და პალესტინა ომის ზღვარზეა, ზოგიერთი მედიასაშუალებები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ ორ სახელმწიფოს შორის ომი დაიწყო.
ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობის ახალი ტალღა მას შემდეგ გაჩნდა, რაც არაბი ახალგაზრდა ისრაელელმა ექსტრემისტებმა ცოცხლად დაწვეს. არაბი ახალგაზრდები ქუჩაში სწორედ ამ ამბის გაგების შემდეგ გამოვიდნენ. აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელთა საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ მკვლელობა შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს, რადგან მანამდე ისრაელის არმიამ 3 მოკლული ებრაელი მოზარდის ცხედარი აღმოაჩინა.
სარაკეტო იერიშები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. 2012 წლის შემდეგ პირველად პალესტინელებმა მიზანში თელ-ავივი ამოიღეს. „ჰამასის“ ბოევიკებმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევისას დაახლოებით 200-მდე რაკეტა გაუშვეს, თუმცა არავინ დაშავებულა, რადგან რაკეტების ძირითადი ნაწილის გაუვნებელყოფა ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებმა მოახერხეს. ისრაელის საპასუხო ავიაიერიშს კი 27 პალესტინელი ემსხვერპლა. თავის მხრივ, პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა.
ისრაელისა და პალესტინის ურთიერთობის შესახებ For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
„ანტიტერორისტული ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, სანამ „ჰამასი“ ისრაელს შეწყალებას არ სთხოვს“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. რა სახეს მიიღებს ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება?
- დაპირისპირების ეს პროცესი 1948 წლიდან მიმდინარეობს. ისრაელი ძალზე ოსტატურად სარგებლობს თავად პალესტინელთა ორგანიზაციებში არსებული განხეთქილებით, რადგან ვერა და ვერ გამოძებნეს საერთო ენა „ფათხმა“ და „ჰამასმა“. თანაც, ისრაელის მდგომარეობა უნიკალურია კაცობრიობის 40-საუკუნოვან ისტორიაში. ასეთი სახელმწიფო საერთოდ არ ყოფილა. ესაა ერთი ციცქნა, პატარა სახელმწიფო, რომელიც ისლამური სამყაროს ოკეანეში პატარა კუნძულად მოჩანს, მაგრამ, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიოს დახმარებით სარგებლობს. მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ამერიკით დაწყებული, თან აკრიტიკებს, თან ეხმარება. რამდენჯერ ჩავიდა ქერი, უფრო ადრე არაერთხელ ჩავიდა კლინტონი, მაგრამ არაფერი იცვლება. ისრაელის მიერ უკანონოდ დასახლებული პუნქტების მშენებლობას თვით ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონიც კი ეწინააღმდეგებოდა. პრაქტიკულად, როდესაც იქმნებოდა ისრაელი, იყო ასეთი მაქსიმა, რომ „არსებობს ხალხი მიწის გარეშე და არსებობს მიწა ხალხის გარეშე“, მაგრამ შემდეგ გამოირკვა, რომ ასეთი მიწა არ არსებობს და ამ მიწაზე ცხოვრობს 11 მილიონიდან 12 მილიონამდე პალესტინელი, რომელიც გაძევებულ იქნა სულ რაღაც 2-3 წელიწადში. ელემენტარულად, ისრაელი რომ შეიქმნა, მას რამდენი ტერიტორია გამოუყვეს, ამაზე დღეს არავინ ლაპარაკობს და ყველა მორცხვად და ჩუმად არის. ისრაელს 14 ათასი კვადრატული კილომეტრი გამოუყვეს.
პალესტინას უფრო ცოტა, 11 ათასი კვადრატული კილომეტრი გამოუყვეს.
- დიახ, პალესტინას - 11 ათასი კვადრატული კილომეტრი ერგო და და მეორე დღესვე დაიწყო პირველი ომი, ებრაელებმა გაყარეს არაბები და ამის შემდეგ დაიწყო არაბთა მასობრივი დეპორტაცია. მარტო 1967 წლის ომის შემდეგ ისრაელს ეკავა 67 ათასი კვადრატული კილომეტრი. ისტორიულად, ჩვ-წ-აღ-მდე, იერუსალიმი რომ ებრაულთა დედაქალაქი იყო, ამას არავინ დავობს, მაგრამ მას მერე სიტუაცია შეიცვალა. ავიღოთ იგივე ამერიკის შეერთებული შტატები. ისრაელი სარგებლობს იმით, რომ ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ ბედავს ამერიკაში ხმამაღლა გააკრიტიკოს ისრაელი. ამას გადაყვა თავის დროზე ამერიკის პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი, აფროამერიკელი ენდრიუ იანგი, ამას გადაყვა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება - ფულბრაიტიც. სხვათა შორის, დღეს ფულბრაიტის ფონდიც არსებობს, იგი მისი დამაარსებელი გახლდათ. ელემენტარულად, მათ რაღაც წამოსცდათ, რომ ისრაელმა ცოტა საერთო ენა უნდა ეძებოსო და ამას გადაყვნენ. ის გზა, რომელსაც ამჟამად ისრაელის მთავრობა მიმართავს, ჩიხური გზაა. რამდენ ათწლეულს შეუძლია კიდევ ისრაელს, სულ ასე ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის რეჟიმში ცხოვრება? კი, ისრაელს რეგიონში ყველაზე ეფექტური არმია ჰყავს, ყველაზე ეფექტური უშიშროების სამსახური აქვს, ისრაელმა ბევრ რამეს მიაღწია, აქ არის ნამდვილი დემოკრატია, მიუხედავად მილიტარიზირებული სახელმწიფოსი. მთელი მსოფლიოს სიონისტური ორგანიზაციების დახმარებით, ისრაელში მეცნიერება, ტექნიკაა განვითარებული.
ახლახანს ევროპაში საინტერესო გამოკვლევა გამოქვეყნდა. ამ გამოკვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ევროპაში ყოველი მესამე ადამიანი ებრაელთა მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, შინაგანად სიმპათიით არ არის განწყობილი. ეს არის ისრაელის პოლიტიკის საბოლოო შედეგი.
მსოფლიოს ხელისუფალთა ისრაელის სასარგელოდ წარმართვა იმით ხომ არ აიხსნება, რომ ისინი თითქმის ყველა ხელისუფლების სათავეში არიან და დიდი ფინანსები გააჩნიათ?
- რასაკვირველია, პირველ რიგში, ამით არის განპირობებული. ამერიკის ფინანსების 91%-ს აკონტროლებენ ებრაელები. თვითონ რუსეთშიც კი, ერთადერთი ოლიგარქი, მიხეილ პროხოროვი რუსი მეგონა, ახლა გამოირკვა, ისიც ებრაელი ყოფილა. ერთი რუსი ოლიგარქი დარჩა - სერგეი პუგაჩოვი. ევროპაში, ამერიკაში მთელი პროპაგანდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ებრაელთა ხელშია. ამერიკაში დღეს ეფექტურად მოქმედებს 215 დარეგისტრირებული სიონისტური ორგანიზაცია. მე მინახავს ებრაელთა დასახლებული პუნქტები. ელემენტარულად, პალესტინელებისთვის გამოყოფილ მიწაზე უკანონოდ შენდება ებრაული გამაგრებული ქალაქები, ციხესიმაგრეები, სადაც სახლდებიან ფანატიკოსი ებრაელები. ისინი ისევე ებრძვიან თავიანთ ხელისუფლებას, როგორც პალესტინელებს, თუკი მათ დაუპირებენ იქიდან გასახლებას, როგორც - არიელ შარონის დროს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ რელიგიურ-ექსტრემისტული ორგანიზაციების მომხრეა. ვერავინ იტყვის, რომ ისრაელი არ არის არაბული ტერორისტული მოძრაობის მსხვერპლი. რასაკვირველია, არის, მაგრამ რატომ ხდება ასე? 70-იან წლებში ნანახი მაქვს პალესტინელ ლტოლვილთა ორი ბანაკი, სინას ნახევარკუნძულზე, ერთი უნდა ნახონ ჩვენმა ლტოლვილებმა, რას ნიშნავს ნამდვილი ლტოლვილები.
თქვენ აცხადებთ, რომ პალესტინელთა გენოციდი მიმდინარეობს. როგორც ვიცი, პალესტინელთა ბანაკებიდან მძიმე შთაბეჭდილებით დაბრუნდით, მაგრამ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები?
- პალესტინელები ვერასდროს დაამარცხებენ ისრაელს, ეს გამორიცხულია. კვლავ იქნება ასეთი პარტიზანული ტერორისტული აქტები, რომელსაც მარჯვედ გამოიყენებს ისრაელი და, საბოლოო ჯამში, მოგებული დარჩება ისრაელი. ნებისმიერი შეტაკებისას ერთი ებრაელი ჯარისკაცის სიკვდილი პალესტინელებს უღირთ ასობით თავიანთი მებრძოლის სიცოცხლედ. ელემენტარულად, პალესტინას ცოცხალი ძალის უდიდესი რეზერვუარი აქვს. ერთი მოკლული პალესტინელი ბიჭის ადგილას 10-20 ბიჭი დგება. სულ ახლახანს მოკლეს პალესტინელი ბიჭი, რაზეც დაიწყო მთელი ეს შეტაკებები, იმის ადგილას უკვე 30-40 ბიჭია და სულ ასე იქნება, ამას დასასრული არ ექნება.
თავის დროზე შიმონ პერესმა და იასირ არაფატმა „ოსლოს ცნობილ შეთანხმებას“ მიაღწიეს, ნობელის პრემიებიც მიიღეს ამაში, მაგრამ შემდეგ თვითონ ისრაელშიც აღმოჩნდნენ ექსტრემისტული წრეები, მოკლეს ისრაელის პრემიერი იცხაკ რაბინი. ასეთივე ექსტრემისტული წრეები აღმოჩნდნენ პალესტინაშიც, იმავე „ჰამასის“ რიგებშიც. ახლა იასირ არაფატიც აღარ არის, მოლაპარაკების გზით კონფლიქტის დარეგულირების მომხრეებიც უკვე უმცირესობაში არიან.
ეს ქრონიკულად გაგრძელდება, თაობები შეიცვლებიან, პრემიერები შეიცვლებიან, მაგრამ არ შეიძლება 15-16 მილიონ ადამიანს არ ჰქონდეს სამშობლო და თავისი სახელმწიფო. ხომ ხედავთ, საოცარია, ჩვენთან, მე მგონი, 20 ათასი ოსიც არ ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში და ამ დროს ამ 15 ათას კაცს უკვე სახელმწიფო აქვს. მართლია, ეს კვაზი სახელმწიფოა, მაგრამ მაინც სახელმწიფოა. 60 ათასს თუ ითვლის აფხაზი, მაქსიმუმ, 70 ათასს, ესეც ზღაპარია, მაგრამ სახელმწიფო აქვთ უკვე. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ 15-16 მილიონი პალესტინელია, რომელთაც სახელმწიფო არ აქვთ.
მაგრამ სიტყვიერ დონეზე ისრაელი ხომ არ არის იმის წინააღმდეგი, რომ პალესტინამ სახელმწიფო შექმნას? თუმცა ისრაელი მაინც აჭიანურებს ამ პროცესებს.
- რასაკვირველია, ისრაელს მსოფლიოს სიონისტური ორგანიზაციების უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ისრაელში ისიც ესმით, რომ ისინი საჯაროდ ვერ იტყვიან, პალესტინელებს არ ეკუთვნით სახელმწიფოო. თვითონ ისრაელიც ჯადოსნურ წრეშია მოქცეული, ვინაიდან ისრაელს რა ელის სხვანაირად? ისრაელს ელის, რომ ადრე თუ გვიან თვითონ ისრაელის სახელმწიფოში ებრაელები იქნებიან უმცირესობაში. ეს არის ისრაელის გარდუვალი ისტორიული ხვედრი.
ეს რა შემთხვევაში მოხდება, ტერორისტული აქტების შედეგად?
- არა, ტერორისტული აქტების შედეგად ეს არ მოხდება. ათი ათასობით პალესტინელი გადადის, მსახურობს ისრაელში და ისევ უკან ბრუნდება. თვითონ ისრაელში რამდენიმე ათასი პალესტინელი ცხოვრობს. მათ დემოგრაფიული ბუმი აქვთ. ისრაელში შობადობა ათჯერ და ასჯერ დაბალია, ვიდრე პალესტინელებში. ამიტომ ისრაელის კოშმარი ის არის, რომ ისინი თავიანთ სახელმწიფოში მოექცევიან უმცირესობაში. რაც მოხდა სამხრეთ აფრიკაში, როდესაც ბურები ჩავიდნენ იქ, სახელმწიფო შექმნეს, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდნენ უმცირესობაში და დღეს სად არიან ბურები? გამორბიან სამხრეთ აფრიკიდან, გამორბიან როდეზიიდან, სესილ როდსის მიერ დაარსებული სახელმწიფოდან გამორბიან თეთრკანიანები, რადგან იქ აღარ დაედგომებათ, უმცირესობაში არიან. კი, ისრაელი უწევს წინააღმდეგობას, მაგრამ მაინც ესმის, რომ ჩიხურია სიტუაცია, სერიოზულ დიდ დათმობებზე თელ-ავივი ვერ წავა, რადგან თვითონ ისრაელშია პატარა-პატარა რელიგიური პარტიები- კიკინებიანი მამაკაცები, შავი შლაპები რომ ახურავთ, გოდების კედელთან დგანან და თავს ურტყამენ კედელს. მაგათ ერთი პრემიერი უკვე მოკლეს, ვინც არაფატთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, მეორესაც მოკლავენ, მესამესაც. თვითონ შიგნით არ არის ერთსულოვნება, ესეც ისრაელის წყევლაა, არც შიგნით აქვთ ერთსულოვნება და არც პალესტინელებს შორისაა ერთსულოვნება.
დასავლური სამყარო, რომელიც ერევა მსოფლიო წესრიგის პოლიტიკის წარმართვაში- ერაყის, ეგვიპტის, ავღანეთის საქმეებში, რა პოზიციას დაიჭერს ისრაელ-პალესტინასთან მიმართებით? როგორი იქნება მათი კონსოლიდირებული ქმედება და საქართველომ როგორი პოზიცია უნდა აირჩიოს? ჩვენ გვახსოვს, რომ ორი წლის წინ საქართველომ პალესტინის სტატუსის ამაღლებას გაეროში მხარი დაუჭირა, რასაც ისრაელის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.
- ჩვენი პოზიცია როგორი იქნება, ეს ძალზე დელიკატური საკითხია. ერთი მხრივ, არსებობს პრაგმატიზმი, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ისრაელთან კარგი ურთიერთობა, თუმცა ამ კარგი ურთიერთობით ჩვენ არანაირი ხეირი არ გვინახავს. 90-იანი წლები გვახსოვს, ჩამოდიოდნენ აქ ებრაელი ბიზნესმენები, ამის მოწმე გახლავართ, მე თვითონ ვმონაწილეობდი მათ მიღებებში, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების უკანასკნელი ორი წელი იყო, ჩვენი ყალბი ინტელიგენცია ჩადიოდა იქ, თითო ვიდეოს ან მაგნიტოფონს აჩუქებდნენ და იმათ ქებაში ამოსდიოდათ სული. მერე ჩამოვიდნენ საქართველოში, ნოდარ ჭითანავა იყო პრემიერ-მინისტრი, იმ შეხვედრას მეც ვესწრებოდი, დაგვპირდნენ, ქათმების ფერმას ავაშენებთ, დღეში ოთხ-ხუთ კვერცხს დებენ, ისეთ ქათმებს ჩამოვიყვანთო. ეს სასაცილოა, მაგრამ ვიღაცებმა დაიჯერეს.
მერე აქ ისრაელის სააგენტოს - „სოხნუთის“ გახსნა მოინდომეს. იცით, „სოხნუთის“ ორგანიზაცია რას ემსახურებოდა? - ერთი ჩვეულებრივი ებრაელი რომ ექციათ სიონისტად. მთელი ეს პროცესი ამ ქვეყანას უჯდება 60 ათასი დოლარი. ამიტომ „სოხნუთი“ იმიტომ შეიქმნა, რომ თვითონ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ექციათ ებრაელები სიონისტებად - რუსეთში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში. ერთი მხრივ, ეს არის პრაგმატიზმი. მეორე მხრივ, არსებობს საერთაშორისო სამართალი და საერთოდ, სამართლიანობა. ჩვენ რომელ კურსს დავუჭერთ მხარს?
სცილასა და ქარიბდას შორის უნდა იაროს ქართულმა დიპლომატიამ. ამას სჭირდება უმაღლესი კლასის დიპლომატია და არა ისეთი, როგორიც დღეს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს. ვშიშობ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა კვერცხს ერთ კალათაში ჩაალაგებს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ან მხარს დაუჭერს მხოლოდ ისრაელს, ან მხოლოდ - პალესტინას. მაგრამ, მხოლოდ პალესტინას მხარს ვერ დაუჭერს, რადგან საჯაროდ ამას ვერ გაბედავს. იმისთვის, რომ გამონახონ „მოდუს ვივენდი“, ინტელექტი არ ჰყოფნით. არავინ არ იცის ისრაელის, ახლო აღმოსავლეთის ისტორია, ბალფურის მემორანდუმი, პირველი მსოფლიო ომის დროს როგორ იწყებოდა პროცესები, ებრაული სახელმწიფო კი არა, არამედ ისრაელის ხალხის კერა იქმნებოდა. მაშინ ვერცერთი ებრაელი, ძმები როტშილდებიც კი, მათი ფრანგული თუ ინგლისური ოჯახები, ვერ ბედავდნენ, ეთქვათ, ებრაული სახელმწიფოო. ისინი ამბობდნენ - „ებრაული ეროვნული კერა“. რა იყო ეს ებრაული ეროვნული კერა, არავის უთქვამს 1948 წლამდე, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დღემდე, როცა სტალინიც კი მოტყუვდა. სტალინმა იფიქრა, ახლა საბჭოთა კავშირიდან ებრაელები წავლენ და იქ შეიქმნება სოციალისტური სახელმწიფოო. ამიტომ დღეს როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ და არც მწვადი უნდა დაწვას, არც - შამფური. ისტორიული მომავალი, რასაკვირველია, პალესტინელების მხარესაა, მაგრამ სადღეისო პრაგმატიზმი ისრაელის მხარეზეა.