“სასამართლოზე დავამტკიცებ, რომ გიგი უგულავა მაფიოზია!”

“სასამართლოზე დავამტკიცებ, რომ გიგი უგულავა მაფიოზია!”

მაშინ, როცა რევოლუციისთვის ემზადებოდა, მიხეილ სააკაშვილი თანამებრძოლებად ზომიერად აგრესიულ ახალგაზრდებს ეძებდა. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა კობა ბექაური აღმოჩნდა - თიანელი ყმაწვილი, რომელმაც საზოგადოების ყურადღებადედა ენისსახელმძღვანელოების მაფიის მხილებით მიიპყრო და იმ პოლიტიკური გაერთიანების ვარსკვლავად იქცა, რომელსაც დღეს კრიმინალურ-მაფიოზურ ანკლავს ეძახის... მერე, “ნაციონალურმა ბედისწერამზურგი აქცია და კობა უარყოფით პერსონაჟად მოგვევლინა - ტელეჟურნალისტ შალვა რამიშვილთან დაკავშირებული ინციდენტი დღემდე ყველას ახსოვს... გამოხდა ხანი და, კობა ბექაურის ჩვენება იმ ადამიანის დაპატიმრების საბაბი გახდა, რომელმაც თავის დროზე რამიშვილთან ფარული კამერითა და დანომრილი ფულით გააგზავნა. “ვაღიარებ: მაშინ შევცდი, მაგრამ არასოდეს არავისთვის არაფერი მიპატიებია და დროს ველოდებოდი, როცა ყველას თავისი მიეზღვებოდა”, - ამბობს კობა ბექაური და ექსკლუზიურადქართულ სიტყვასიმ კორუფციულ სქემას უშიფრავს, რომლითაც თბილისის დაპატიმრებული მერყოფილი გიგი უგულავა, ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი დასითი პარკიმილიონებს შოულობდნენ და რომელ სქემაზეც ჩვენება გამოძიებასაც მისცა. მაშ ასე, კობა ბექაური ცხრაწლიან დუმილს არღვევს დანაციონალთაკრიმინალური ანკლავის უცნობ დეტალებზე საჯაროდ საუბრობს.       

 

- კობა, საუბარს შორიდან, ანუ პირველი სკანდალით დავიწყებ. მას შემდეგ 9 წელი გავიდა. ერთხელ თქვი, რომ გაიძულეს. როგორ?

- თუ ამას არ გავაკეთებდი, მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს დავკარგავდი, თუმცა ყველაფერი მაინც დავკარგე... მოკლედ, “ვინუჟდენი” ვიყავი... “202”-ში ჩემზე ფილმი მზადდებოდა. მართალია, ვერაფერი დამიდასტურეს, მაგრამ ყველაფერი ეს რომ არ გამეკეთებინა... ხომ გახსოვთ, მაშინ ხალხს ელემენტარულ რაღაცაზე იჭერდნენ... ამ პროცესში უგულავაც ჩართული იყო...

- ყველაფერი ეს რაში დასჭირდათ?

- “202”-ის წართმევა უნდოდათ და წაართვეს კიდეც.

- კობა, არ გერჩია, თუნდაც ციხეში წასულიყავი და შენს გარშემო, რბილად რომ ვთქვა, უარყოფითი აურა არ შექმნილიყო?

- ალბათ, მერჩია, მაგრამ... დაფიქრების დრო არ მქონდა...

- ჟურნალისტები ფულს მართლა გძალავდნენ?

- რას მძალავდნენ? დაგეგმილი იყო, რომ უნდა მიმეცა... ეს ფული ჩემი არ იყო... ამირან მესხელმა მოიტანა...

- ლოგიკით, “თავგანწირვაუნდა დაგფასებოდა...

- არაფერიც არ დამიფასდა. ბოლოს, ტერმინალი “ოპიზა” გავყიდე, თუმცა ფული არ ამიღია.

- თუ ფული არ აგიღია, აბა, გაყიდვა რას ნიშნავდა?

- ტერმინალი დავკარგე...

- შენსა დანაციონალებსშორის მტრობა ამ, ასე ვთქვათ, ინციდენტით დაიწყო?

- დიახ.

- მოვლენები როგორ განვითარდა?

- დღეს გოგორიშვილი გამოდის და მორალს გვიკითხავს, არადა, მთელი ცხოვრება სიბინძურეებს თვითონ აკეთებს.

- უკაცრავად, გოგორიშვილი რა შუაშია?

- პარლამენტიდან ისე გამიშვეს, რომ არც განცხადება დამიწერია და არც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომას დავსწრებივარ. კანონი რეგლამენტის შესახებ კი, ითვალისწინებს, რომ დეპუტატი სხდომას ესწრებოდეს და შეკითხვაზე - პარლამენტიდან მართლა საკუთარი ნებით მიდის თუ არა, პასუხი გასცეს. გოგორიშვილმა კი ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც თვითონ უნდოდათ. სხვათა შორის, ამის შესახებ დღემდე არაფერი მითქვამს. გოგორიშვილი მორალს გვიკითხავს, მაშინ დემოკრატია იყოო, მაგრამ რა დემოკრატია იყო, ხმასაც ვერ ამოიღებდი. ახლა კი, რასაც გინდა, ამბობ...

- ესე იგი, პოსტ-ფაქტუმ გაიგე, რომ პარლამენტიდან გაგრიცხეს?

- არა, მითხრეს, რომ პარლამენტი უნდა დამეტოვებინა.

- ვინ გითხრა?

- ერთ-ერთმა მაღალმა ფიგურამ.

- მაინც, ვინ?

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?.. ხმა არც ამომიღია... კენჭისყრა ჩაატარეს და უფლებამოსილება მომიხსნეს, თან პარლამენტის საიტზე ინფორმაცია გამოაქვეყნეს, დეპუტატობაზე უარი პირადი განცხადების საფუძველზე თქვაო, არადა, განცხადება დაწერილი არ მაქვს...

- შენიდავერბოვკებარამდენ ხანს გრძელდებოდა?

- აღარ მახსოვს.

- წინააღმდეგობა რომ გაგეწია, ბიზნესის დაკარგვის გარდა, კიდევ რა საფრთხის წინაშე დადგებოდი?

- ახალაიას კაბინეტში ადეიშვილმა პირდაპირ მითხრა, დაგიჭერო.

- რომელი ახალაიას - ბაჩოსი თუ დათას კაბინეტში?

- დათასი.

- კობა, როგორც მახსოვს, მიშასთან მეგობრობდი და რატომ არ უთხარი, რომ გაშანტაჟებდნენ?

- ყველა გზა გადაკეტილი იყო... როცა ამ პროცესს ადეიშვილი ესწრებოდა, მიშა, რა, საქმის კურსში არ იყო?! მიშას პირდაპირ იქიდან ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, ასე და ასეა საქმეო.

- ახალაია ურეკავდა თუ ადეიშვილი?

- ადეიშვილი რამდენჯერმე გავიდა და დაურეკა.

- იმხანად ბიზნესის წართმევა ახალი დაწყებული იყო და თუკი, მართლაც, “202”-ის ინტერესი ჰქონდათ, უშენოდაც წაართმევდნენ...

- ვერ წაართმევდნენ... შალვას გაჩუმება უნდოდათ... ჯერ შალვა გააჩუმეს, მერე კი, “202”-იც დახურეს.

- კობა, საუბრისას, მგონი, ლოგიკურ შეცდომებს უშვებ, ანუ ამბობ, რომ ყველაფერი დაკარგე, თან ამტკიცებ, “სითი პარკიმე შემოვიყვანეო. თუკინაციონალებმაგაგანადგურეს, “სითი პარკისშემოყვანის ნება რატომღა მოგცეს?

- “სითი პარკზე” ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები. პარკირებაზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როცა საკრებულოში ვიყავით. საამისოდ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთსა და ისრაელშიც წავედი, სადაც პარკინგის სისტემა გამაცნეს და ებრაელებს ვთხოვე, რომ დაგვხმარებოდნენ და ანალოგიური პროექტი თბილისშიც გაგვეკეთებინა, ანუ ეს თავიდან ბოლომდე სუფთა ბიზნეს-პროექტი იყო.

- პირადად, შენი თუ სახელმწიფო ბიზნეს-პროექტი?

- ჩვენი მხრიდან ამ ბიზნესის პარტნიორი სახელმწიფო იქნებოდა, ისრაელიდან კი, - კერძო კომპანია, რომელიც ინვესტიციას ჩადებდა. 2005 წელს თბილისის იმჟამინდელი მერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ისრაელში მიმყავს და ამ ადამიანებს ვახვედრებ, რომლებიც უხსნიან, თუ როგორ ხდება ამ ბიზნესის რეგულირება, თუმცა ჭიაბერაშვილმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

- რატომ?

- იმიტომ, რომ თუ გახსოვს, ე.წ. სტაიანშჩიკების გაფიცვა დაიწყო. მიუხედავად ამისა, ებრაელებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს. სხვათა შორის, ყველაფერ ამაში ერთ-ერთი შუამავალი გარეწარი ქართველი ებრაელი მერაბ ფიჩხაძე იყო.

- “ნაციონალებსფიჩხაძეც შენ გააცანი?

- დიახ... ამასობაში, პარლამენტს მატოვებინებენ, გიგი უგულავა და მამუკა ახვლედიანი ფიჩხაძეს ხვდებიან და ეუბნებიან, კობა პარლამენტში აღარაა, აღარაფერს წყვეტს და ყველაფრი ისე იქნება, როგორც ჩვენ გეტყვითო. ამ დროს უგულავა-ახვლედიანს უკვე შერჩეული ჰყავთ კომპანია, რომელსაც საერთაშორისო ტენდერში უნდა გაემარჯვა და სატენდერო პირობები სწორედ ამ კომპანიას მოარგეს.

- ეს კომპანიასითი პარკიიყო?

- არა, “სითი პარკი” ახლა ჰქვია, მაშინ კი ლაპარაკი “ამაგონსა და შოხარზე” იყო. მართალია, საერთაშორისო ტენდერში ძლიერმა გერმანულმა კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ როგორც გადაწყვეტილი იყო, “ამაგორმა და შოხარმა” გაიმარჯვა. “ამაგორსა და შოხართან” სახელშეკრულებო პირობები რამდენჯერმე შეიცვალა.

- რატომ?

- რატომ და, - უგულავას მადა გაეზარდა. 2007 წლიდან მამუკა ახვლედიანი ისრაელში ხშირად დადიოდა.

- ებრაელებმა შენთან ურთიერთობა გაწყვიტეს?

- არა, ჩვენს შორის რაღაც სხვა ვალდებულებებიც არსებობდა, “ნაციონალებს” ეშინოდათ და ამიტომ ამ ურთიერთობას არ აწყვეტინებდნენ. როცა ებრაელები, ჩამოდიოდნენ, უგულავა ღამის 11-12 საათზე ხვდებოდა. ამ შეხვედრებს მეც ვესწრებოდი... აეროპორტშიც ერთად ვაცილებდით...

- ამ შეხვედრებზე რა როლს ასრულებდი?

- არაფერს, უბრალოდ, ვიჯექი.

- რატომ გეძახდნენ?

- ებრაელების მოთხოვნით...

- შეხვედრებზე რაზე საუბრობდნენ?

- წილების გაყოფაზე, ხელშეკრულებაში რა უნდა შეეტანათ.

- ეს ინიციატივები ვისგან მოდიოდა?

- რა თქმა უნდა, გიგისგან, რომელიც პირდაპირ ამბობდა ხოლმე, თუ გვინდა, რომ ფული გავაკეთოთ, ყველაფერი ისე უნდა იყოს, რასაც ჩვენ ვიტყვითო. მოკლედ, ებრაელებს უფლება მისცეს, რომ ტენდერის მოგებიდან სამი წლის შემდეგ, თავიანთი კომპანია სხვაზე გადაეფორმებინათ, ანუ 2010 წელს “ამაგორი და შოხარი”, რომელმაც თავის დროზე ტენდერი მოიგო, გაჰყავთ და მის ადგილას თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია შემოჰყავთ.

- ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ვის უკავშირდება?

- მამუკა ახვლედიანს, ყოველ შემთხვევაში, წარმომადგენლები მისი ნათესავები არიან. სხვათა შორის, სწორედ ეს ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია აფინანსებდა 2012 წელს გიგა ნასარიძის ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას...

ებრაელებმა პირდაპირ მითხრეს, წილს გვთხოვდნენ, სხვა შანსი არ გვქონდა და წილი უგულავასა და ახვლედიანს მივეცითო. ვანო, თუ გახსოვს, 2009 წელს მერიამ გააკეთა განცხადება, რომ თავის კომპანიას აფუძნებდა, რომელიც პარკინგის თემით იქნებოდა დაინტერესებული, ანუ ებრაელები ღიად შეავიწროვეს. მას შემდეგ კი, რაც “სითი პარკი” შემოიყვანეს, ხელშეკრულებაში ჩაწერეს, რომ თუ ვინმეს “სითი პარკის” წინააღმდეგ რამე პრეტენზია გაუჩნდება და კომპანია საქართველოდან წავა, მას მერიამ 60 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ესე იგი, წინ გაიხედეს და თავისუფლად შეუძლიათ, ქალაქის ბიუჯეტს 60 მილიონი დოლარი წაართვან! არადა, “სითი პარკს”, რეალურად, არაფერი გაუკეთებია - სულ შვიდი მანქანა შემოიყვანა, საღებავს კი, რომლითაც გზებს ხაზავს, ელიავას ბაზრობაზე ყიდულობს.

რაც შეეხება საჯარიმო თანხას, ის ასი პროცენტით “სითი პარკს” რჩება და კომპანია სწორედ ამ ფულით მუშაობს.

- ებრაელები თავიდანვე რატომ დასთანხმდნენ, რომ სამი წლის მერე, თამაშიდან გავიდოდნენ?

- ეს მათაც აწყობდათ... ეს ბიზნესი კი არა, წმინდა მაფიოზური ანკლავია...

- ესე იგი, გამოძიება ებრაელებითაც უნდა დაინტერესდეს, არა?

- ალბათ... ფიჩხაძეს არანაირი ინვესტიცია არ ჩაუდვია, ან სად ჰქონდა - ფოსტაში მუშაობდა და ისრაელშიც ვალი აქვს. უბრალოდ, შუამავალი იყო და ფულს ამ შუამავლობით შოულობს.

- თუკი ფიჩხაძეგადამგდებიიყო, რატომ დაუმეგობრდი?

- ყველაფერი მერე გავიგე...

- ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია, რომელიცსითი პარკისმფლობელია, მხოლოდ უგულავა-ახვლედიანთანაა დაკავშირებული?

- წილი შუაზე გაყოფილი: 50 პროცენტი ამათია, 50 კი, - იმ ებრაელების, ვინც ძველი კომპანიიდან დარჩნენ... როგორც ებრაელები მეუბნებოდნენ, ყველა პრობლემურ საკითხზე უგულავას ხვდებოდნენ, ამ ხაზის შუამავალი კი, მამუკა ახვლედიანი იყო.

- კობა, ყველაფერ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გაქვს თუ ეს, უბრალოდ, ვერბალური მტკიცებულებაა?

- ყველაფრის დასაბუთება სასამართლო პროცესზე მოხდება...

- როცა ებრაელებს უგულავასთან ერთად ხვდებოდი, რაკი თამაშიდან გასული იყავი, ფარულ ჩანაწერებს ხომ არ აკეთებდი?

- არა.

- აბა, სასამართლოზე როგორ დაამტკიცებ, რომ რასაც ამბობ, სიმართლეა?

- დავამტკიცებ...

- ანუ, მტკიცებულებები გაქვს?

- იქნება...

- თუ ასეა, უგულავას შენი არსებობა რატომ უკვირს, არც გამიგია, ბექაური ვინააო?

- უგულავა დემაგოგი კამერის წინაა, კამერების უკან კი, წამრთმევი, წამგლეჯი და დამარბეველია.

- ამ წლების განმავლობაში, “სითი პარკმა”, დაახლოებით, რამდენი მოგება ნახა?

- 2003 წლამდე, პარკინგიდან თბილისის ბიუჯეტში, წელიწადში, 800 ათასი ლარი შედიოდა და დღესაც ამდენივე შედის. არადა, თბილისში 500 ათას მანქანაზე მეტია, ანუ ჩემი გათვლით, “სითი პარკს”, წელიწადში, 10-15 მილიონი ლარის მოგება აქვს.

- ეს ფული სააკაშვილამდე მიდიოდა თუ უგულავა-ახვლედიანისხელის ფულიიყო?

- პარტიასაც აფინანსებდნენ... საერთოდ, სააკაშვილი ყოველთვის ყველა თემის საქმის კურსში იყო და პარკინგის შესახებ არ ეცოდინებოდა? სხვათა შორის, სასწაულია, რომ “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია. ბოლოს და ბოლოს, იარაღის შესყიდვა იყო თუ პარკინგი, რომ გრიფით “საიდუმლო” დაადეს?

- უგულავა ბოლოს როდის ნახე? არ გიცდია, საქმეკაცურად გაგერჩია”?

- როცა “მომტეხეს”, რამდენიმე მაღალი დონის ფიგურის თანდასწრებით მოვყევი, რა და როგორ იყო.

- ეს მაღალი დონის ფიგურები ვინ იყვნენ?

- ამას მნიშვნელობა არ აქვს... მათ ხმა არ ამოუღიათ, მერე კი, შემომითვალეს, გაჩუმდიო. მაშინ რამის თქმას აზრი არ ჰქონდა, ან როგორ უნდა მეთქვა? - მეორე დღესვე დამიჭერდნენ და განადგურებას გაჩუმება არ ჯობდა?

- კობა, სუსტი ადამიანი ხარ?

- ხომ ყველამ ვიცოდით, ციხეში რაც ხდებოდა და... რაში მჭირდებოდა?! ყველაფერს თავისი დრო აქვს... არავისთვის არაფერი მიპატიება და არც ვაპატიებ, მაგრამ ყოველთვის დროს ველოდები, რომ პასუხი მოვთხოვო!..

- 9 წლის განმავლობაში, “ნაციონალებსწინააღმდეგობას ბევრი ადამიანი უწევდა...

- მე არ მიღირდა...

- ბოლოს და ბოლოს, ქვეყნიდან წასულიყავი და იქიდან გებრძოლა...

- ვერ წავიდოდი - ოჯახი, მშობლები...

- საქართველოში იმიჯშელახული, სხვისი დამჭერი კაცის სახელით ცხოვრობდი...

- ბედმა, ალბათ, ეს მარგუნა და რა მექნა?

- განიცდიდი?

- ძალიან და ბევრჯერ ცუდ მდგომარეობაში ვყოფილვარ.

- თავის მოკვლაზე ხომ არ გიფიქრია?

- ბევრ რამეზე მიფიქრია...

- შალვა რამიშვილის ეპიზოდის მერე, როგორ ფიქრობ, იმას, რასაც უგულავაზე ამბობ, საზოგადოება დაგიჯერებს?

- პარკინგის თემაზე ჯერ კიდევ 2003, 2004 და 2005 წლებში ვლაპარაკობდი და ამაზე სატელევიზო გადაცემების ჩანაწერებიც არსებობს...

- ტერმინალის თემას დავუბრუნდეთ, “ოპიზასგაყიდვა როგორ გაიძულეს?

- ამ საქმეში ერთი ოჯახი იყო ჩარეული, რომელიც ძალიან გამდიდრდა.

- კოდუებს გულისხმობ?

- დიახ... ეს ქალი თავს, ალბათ, “ზარას” ესპანელ მფლობელს ადარებდა და თვითონაც მოუნდა, რომ სამკერვალო ფაბრიკა ჰქონოდა და ტერმინალის ტერიტორიაზე გახსნა კიდეც. საერთოდ, თუ რამე აღორძინდებოდა, ამ ქალს უნდოდა, მისი ყოფილიყო. პრობლემები და ომიც სწორედ აქედან დაიწყო.

- ტერმინალის ერთ-ერთი მეწილე, როგორც მახსოვს, სერგო ჯავახაძე იყო. “ნაციონალებმაიერიში მაინცდამაინც შენზე რატომ მოიტანეს?

- არ ვიცი...

- სერგო ჯავახაძემაც გაგწირა?

- მე ყველას ვიცავდი...

- რას გულისხმობ?

- როცა მოვიდნენ, მითხრეს, რომ ყველას განზე გაწევდნენ და ტერმინალის წილებს იყიდდნენ, მაგრამ ეს არ დავუშვი.

- ვერ გავიგე, რას ამბობ...

- ანუ, მეწილეების წილების გადაფორმებისას, მათთვის პრობლემა არ უნდა შემექმნა და მე არ შემეხებოდნენ, მაგრამ ეს არ გავაკეთე. წინააღმდეგობა რომ გავწიე, დარტყმები ამიტომაც მივიღე.

- დარტყმა პირდაპირი მნიშვნელობითაც იყო, თუნდაც მაშინ, როცა უგულავა, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ფარულ კამერას გიმაგრებდა?

- ერთ დეტალს გავიხსენებ და ამ თემას ამით ამოვწურავ: რამიშვილიდან კუდ-ის შენობაში რომ დავბრუნდი, იქ უგულავა დამხვდა და სწორედ ის ხელმძღვანელობდა, ყველაფერი როგორ უნდა გაშუქებულიყო.

- შეურაცხყოფაც მოგაყენა?

- არა, მაშინ აღარ.

- მანამდე?

- მუქარა იყო, არ გააკეთებ და ამას გიზამთო. ვანო, გამიგე, ჩემს უკან ოჯახი იდგა...

- კობა, ეს არ გამართლებს, რადგან ოჯახი შალვას უკანაც იდგა. შვილები მათაც ჰყავდათ, ვინცნაციონალებსებრძოდნენ...

- ვთვლი, რომ არ მამართლებს...

- “ოცნებისთვისუგულავას წინააღმდეგოქროს მოწმეხარ?

- ჩემს თავს “ოქროს მოწმედ” არ ვთვლი. უბრალოდ, უგულავა, ახვლედიანი და ბევრი სხვაც, ალბათ, მიხვდა, რომ არავის არაფერს ვაპატიებ! მათ ძალიან კარგად იციან, რომ რასაც ვამბობ, დადასტურდება!

- შურისძიება გამოძრავებს თუ, უბრალოდ, დაკარგული ბიზნესის დაბრუნებას ცდილობ?

- ამ ბიზნესის დაბრუნება არ მოხდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ახალი მოწვევის საკრებულო პარკინგს რეალურად მოაწესრიგებს. ისინი კი, იმის საზღაურს ღებულობენ, რაც გამიკეთეს!

- არსებობს .. ლუფტი, რომელიცსითი პარკთანგასაიდუმლოებული ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა?

- რა თქმა უნდა, არსებობს - რამდენიმე ვალდებულებაა დარღვეული, რის გამოც შეიძლება, “სითი პარკი” გაუშვა.

- გამოძიება ისე ხომ არ წავა, რომ კობა ბექაურსაცგაჭედავს”?

- გამორიცხულია! სასამართლოზე დავადასტურებ, რომ ესენი ბანდიტები და თაღლითები არიან! ეს მაფიოზურ-კლანური მმართველობა იყო, რომელიც ყველას ყველაფერს უნგრევდა და ართმევდა!

- სხვათა შორის, თავის დროზე, როცა იქმნებოდა, ამ მაფიოზურ-კლანური მმართველობის ვარსკვლავი იყავი...

- მჯეროდა... მათთვის ბევრი რამე გამიკეთებია...

- მახსოვს, “ვარდების რევოლუციამდესაზოგადოების ყურადღება თიანელმა ბიჭმა მიიპყრო, რომელიცდედა ენისსახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა. ეს ახალგაზრდა შენ იყავი...

- სხვათა შორის, არც იმ ადამიანებს დაუფასეს, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულნი - მერიაში ფული არ იყო და ბავშვებისთვის “დედა ენის” წიგნები რომ დაგვერიგებინა, კრედიტი ავიღეთ. მაშინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ მერიას სესხი არ აეღო და მათ, ვინც ფულის გადარიცხვაში დაგვეხმარნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაჭრა დაუწყეს.

- კონკრეტულად, ვის?

- ეს ისტორიას ჩაბარდა... ერთხელ, რამდენიმეს გაოგნებულმა ვკითხე, ამ ადამიანებმა სიკეთე გააკეთეს და უბრალო რამის გამო რატომ დევნით-მეთქი.

- რა გიპასუხეს?

- თუ ადამიანი თავისი სახელით, კარგი გაგებით, ავტორიტეტი იყო, უნდა წაექციათ, რომ სხვებს განცდა ჰქონოდათ, აი, მას რა უყვეს და მე რაღას მიზამენო.

- ყველაფერ ამის მთავარი იდეოლოგი ვინ იყო?

- ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი...

- სააკაშვილიც?

- კი, როგორ არა...

- სააკაშვილი ბოლოს როდის ნახე?

- მგონი, 2006-ში.

- შემთხვევით შეხვდი?

- დიახ.

- რამე გითხრა?

- არა და არც მე მითქვამს...

- კობა, შვილები რას გეუბნებიან?

- ამ თემისთვის სახლში ტაბუ მაქვს დადებული...

- “ნაციონალებსშენზე ფარული ინტიმჩანაწერები ხომ არ აქვთ?

- ყველაფერი წამართვეს, დამინგრიეს და მეტი რაღა ჩანაწერი უნდა ჰქონდეთ?

- რითი ცხოვრობ?

- ბინა გავყიდე...

- დღეს ბიზნესი გაქვს?

- არა...

- “ოცნებამდეროგორ მიხვედი?

- “ოცნების” წევრი არ ვარ... უბრალოდ, სურვილი გამოვთქვი, რომ იმაზე, რაც რეალობაა, ჩვენება მიმეცა...

- რამდენგვერდიანი ჩვენება მიეცი?

- მგონი, ოთხგვერდიანი... მთავარი მოცულობა კი არა, ის რეალობაა, თუ როგორ “იწრთობოდა ფოლადი”, ანუ როგორ ქმნიდნენ მაფიოზურ კლანს.

- მიხეილ მაჭავარიანი მართლაგკრიშავდა”?

- არასოდეს არავის “დავუკრიშივარ”!

- აბა, რატომ ამბობენ, ბექაურისკრიშამაჭავარიანი იყოო?

- მოგონილია...

- “ნაციონალებმამოგიგონეს?

- არ ვიცი, მაგრამ ვინმეს “დაკრიშვა” რაში მჭირდებოდა?

- “დაკრიშვაიმიტომ გჭირდებოდა, რომ დეპუტატი იყავი და, პარალელურად, ბიზნესი გქონდა, რაც აკრძალულია...

- ჩემს გარდა, ასი დეპუტატი იყო, ვისაც უდიდესი ბიზნესი ჰქონდა, მე კი, ერთი ტერმინალი გავაკეთე. პარლამენტიდან რაღა მე გამიშვეს და ისინი - არა? გახსოვს, საირმეში სააკაშვილმა ერთ დეპუტატზე ხალხს პირდაპირ უთხრა, კარგი ბიზნესი ააწყოო... სხვათა შორის, რომ დაინახეს, ტერმინალი მომგებიანი იყო, სახელმწიფომ ე.წ. გეზ-ი გააკეთა...

- ასეა თუ ისე, საქართველოს ბოლო 10 წლის ისტორიის უარყოფითი გმირი ხარ...

- ამ გამოწვევას ვიღებ...

- უგულავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით, შენი რეაბილიტაცია მოხდება?

- ეს არ ვიცი, მაგრამ ვანო, სასამართლოზე დავამტკიცებ, თუ რა ადამიანები იყვნენ და რას აკეთებდნენ.

- იმაზე მეტი რაღა უნდა თქვა, რაც არ ვიცით - ბოლოს და ბოლოს, “ცოცხების კადრებიგვაქვს ნანახი...

- ზოგს ეს დაავიწყდა და ყოველ დღე უნდა გაახსენო...

- “ნაციონალებისბევრი საიდუმლო იცი, არა?

- არ ვიცი, საიდუმლოა თუ არა, მაგრამ ფინანსური სქემები მათი მოგონილია. სხვათა შორის, ისინი არ უშვებდნენ, რომ ოდესმე ხელისუფლებიდან წავიდოდნენ. მიშა პირდაპირ ამბობდა, რომ ხელისუფლებაში 50 წელი დარჩებოდა და საქართველოს დედაქალაქი სოხუმში იქნებოდა...

- პატიმარ გიგი უგულავას რას ეტყვი?

- მხოლოდ პატიმარ უგულავას კი არა, ყველას ვეტყვი: უნდა სცოდნოდათ, რომ სახლებიდან ხალხის გამოყრას, ქონების წართმევასა და ათას სხვა სიბინძურეს, რასაც აკეთებდნენ, ოდესმე დასასრული ექნებოდა!

- არ გეჩვენება, რომ ამ დაჭერით უგულავა ვიღაცების თვალში გმირი გახდება?

- როგორ?

- ხალხს ხომ წამებული უყვარს...

- წამებული წმინდანია და არა - მაფიოზური კლანის შემქმნელი.

- კობა, ხომ იცი, ქართული ანდაზაა, მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, შენ ვინ ხარო. იყო დრო, როცანაციონალები”, რომლებსაც დღეს მაფიოზებს ეძახი, შენი მეგობრები იყვნენ...

- მიშასთან ვმეგობრობდი, მაგრამ დავინახე, რომ მეგობრობა არ იცის, მეგობრობა რომ სცოდნოდა, არ გამწირავდა!..