საქართველოს პრემიერ მინისტრმა, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი თავი, უკრაინასა და რუსეთს შორის, შუამავლის როლში გამორიცხა და აღნიშნა, რომ დიალოგი არის კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა. CNN-ის ჟურნალისტი იქვე საუბრობს ფაქტზე, რომ 6 წლის წინ საქართველო ოკუპირებული იქნა რუსეთის მიერ. ახლა საქართველომ ხელი მოაწერა სავაჭრო შეთანხმებას ევროპასთან.
ჟურნალისტი: ახლა შევხედოთ რუკას, თქვენ ზუსტად დაინახავთ მთელ სირთულეებს - აქ, რუკის ქვედა მხარეს გვაქვს საქართველო, რუსეთი არის ჩრდილოეთიდან, თურქეთი - სამხრეთიდან და შავი ზღვის გადაღმა თქვენ ხედავთ ანალოგიურ სიტუაციას უკრაინისთვის - ევროკავშირით დასავლეთიდან და რუსეთით ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებიდან.
ამგვარად, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მითხრა, რომ „როდესაც უყურებთ რუკას და ადარებთ სიტუაციას, არსებობს გზა თანაარსებობისთვის ერთი მხრივ რუსეთთან და მეორე მხრივ - ევროკავშირთან“.
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ვუსურვო ჩვენს მეგობარ ქვეყანას უკრაინას და ჩვენს უკრაინელ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა. იმედი მაქვს სტაბილურობა მალე აღდგება. მაგრამ, როგორც მე აღვნიშნე, ეს არ არის ჩემი როლი, ჩემი ადგილი, ვერ ვეტყვი უკრაინას, უკრაინის მთავრობას, რომელ გზას უნდა გაჰყვეს... მაგრამ, ჩვენი მაგალითი ასეთია. ჩვენ უკვე მივეცით ამის მაგალითი. ერთი მხრივ, ჩვენ მივდივართ ევროკავშირის მიმართულებით და 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ევროკავშირთან ეს პროცესი გახდა შეუქცევადი. ამავე დროს ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ დავამკვიდროთ ნორმალური, კონსტრუქციული, თანამშრომლური ურთერთიობები რუსეთთან. ფაქტია, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და პრაქტიკული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი მათთან.
თუკი პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა, რომ მათ მართლაც არ უნდათ, რომ საქართველომ ააგოს ეს უფრო დიდი ხიდი ევროკავშირთან, მაშინ, თქვენ შეიძლება გქონდეთ გაცილებით უფრო მეტი სირთულეები, ვიდრე ამჟამად გაქვთ.
- ეს რუსეთის ინტერესსაც უნდა შეადგენდეს, რომ აქ, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. და ისევ და ისევ, მე ვფიქრობ, ჩვენ, საქართველოს მხარემ, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ კონსტრუქციული მთავრობა ვართ, ჩვენ კონსტრუქციული ხალხი ვართ და გვინდა გვქონდეს ნორმალური დიალოგი ყველასთან, რუსეთის ჩათვლით. რუსეთმაც, თანდათან გამოასწორა ურთიერთობები - თქვენ იცით, მან გახსნა ბაზარი საქართველოს პროდუქტებისთვის - საკვები პროდუქტისათვის, ღვინისათის. ასე რომ, მე ვიტყოდი, ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი ურთიერთობები ტექნიკური დარგებშიც...
როდის ხედავთ საქართველოს გრძელვადიან პოზიციას და არის თუ არა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობა?
- აბსოლუტურად, სწორედ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, იმიტომ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ დიდი ევროპული ოჯახის სრული წევრობა წარმოადგენს საქართველოს საბოლოო მიზანს.
ხედავთ თქვენს, საქართველოს მთავრობის როლს, რომ იშუამავლოთ, ან თუნდაც გარკვეული როლი შეასრულოთ უკრაინა-რუსეთის სიტუაციის მოგვარებაში?
- მე ვფიქრობ, შეუძლებელია, რადგანაც ჩვენ, მე არ მქონია უშუალო დიალოგი პრეზიდენტ პუტინთან. ასე რომ, არ შემიძლია გამოვიდე შუამავლის, მომრიგებლის როლში რუსეთსა და უკრაინის ურთიერთობას შორის. ჩვენ, ჯერ კიდევ, ჩვენი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი რუსეთთან.
თქვენ მიდიხართ ევროკავშირის მიმართულებით, თქვენ უნდა აჩვენოთ რუსეთს, რომ ეს ურთიერთობა არ არის საზიანო, თქვენ უნდა მოიმხროთ მოსახლეობა და ამავე დროს უნდა დაარწუმოთ ყველა, რომ არავინ არის დისკრედიტირებული... ასე რომ, ეს ერთმანეთთანაა დაკავშირებული...
- მე მაქვს მონიჭებული ეს პრივილეგია, მე მაქვს ეს პატივი გავუძღვე და ვმართო ეს ქვეყანა და მიმართულება მივცე ჩემს ერს ამ რთულ მომენტში და ამ რთულ გზაზე. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ ამ გზაში და, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ.