არჩევნების მეორე ტური და გამარჯვების მოლოდინში მყოფი კანდიდატები

არჩევნების მეორე ტური და გამარჯვების მოლოდინში მყოფი კანდიდატები

რვა თვითმმართველ ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე დაიწყება. მეორე ტური ჩატარდება დედაქალაქშიც, სადაც ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკა მელიას შორის მოუწევს. საარჩევნო პროცესისთვის მზადება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაასრულა. არჩევნების მეორე ტურს 32 საერთაშორისო და 59 ადგილობრივი ორგანიზაცია, ასევე, 130-მდე მედიაორგანიზაცია დააკვირდება.

თბილისის გარადა, ამომრჩეველი ქალაქის მერს აირჩევს რუსთავში სადაც დავით ჯიქია („ქართული ოცნება“) და მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მცხეთა - ავთანდილ ნემსიწვერიძე („ქართული ოცნება”) დავით მაჩხანელი („გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია”) გორი - ზურაბ ჯირკველაშვილი („ქართული ოცნება”) კახაბერ ერგემლიძე („ირაკლი ოქრუაშვილი -ქართული პარტია”) თელავი - პლატონ კალმახელიძე („ქართული ოცნება”) ალექსი ძულიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ოზურგეთი - ბეგლარ სიორიძე („ქართული ოცნება”) შოთა გოგიბერიძე („დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”) ბათუმი - გიორგი ერმაკოვი („ქართული ოცნება”) გიორგი დიასამიძე („ნაციონალური მოძრაობა”) ფოთი - ირაკლი კაკულია („ქართული ოცნება”) უშანგი გეგენავა („დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”).

რაც შეეხება გამგებლების კანდიდატებს, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ახმეტა - ბექა ბაიდაური („ქართული ოცნება”) ზურაბ ფილაშვილი („ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”) ყვარელი - ილია მზექალაშვილი („ქართული ოცნება“) („ხატია დეკანოიძე („ნაციონალური მოძრაობა”) გორი - დავით ონიაშვილი („ქართული ოცნება”) ბონდო ვათიაშვილი („ირაკლი ოქრუაშვილი -ქართული პარტია”) თიანეთი - ლელა ქიტესაშვილი („ქართული ოცნება”) ილია არჩემაშვილი („ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”) მარტვილი - ალექსანდრე გრიგალავა („ქართული ოცნება”) დავით ინჯია („ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”) ქობულეთი - სულხან ევგენიძე („ქართული ოცნება”) რევაზ ხარაზი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ბაღდათი - ირაკლი გეგეშიძე („ქართული ოცნება”) 18 მევლუდ კიკნაველიძე („სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა”)

ხონი - ჯემალ მებუკე („ქართული ოცნება”) ზურაბ ჯიბუხაია („ნაციონალური მოძრაობა”) ტყიბული რობიზონ გვენეტაძე („ქართული ოცნება”) თენგიზ ჭიქაბერიძე („ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”) ლანჩხუთი - ზაზა ურუშაძე („ქართული ოცნება”) ბარნაბ ჭყონია („დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”) თერჯოლა - თეიმურაზ ჯაფარიძე („ქართული ოცნება”) ტარიელ ფანჩულიძე („ნაციონალური მოძრაობა”) თელავი - ალექსანდრე შათირიშვილი („ქართული ოცნება”) გიორგი ბოტკოველი („ნაციონალური მოძრაობა”) ხულო - ბესიკ ბაუჩაძე („ქართული ოცნება”) ემზარ ბოლქვაძე („დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მმართველ კოალიციას მხარდაჭერა გამოუცხადა პარტია „საქართველოს გზამ“. სალომე ზურაბიშვილის პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, პარტიამ მის მხარდამჭერებს და საზოგადოებას არჩევნებში აქტური ჩართვისკენ მოუწოდა.

„ვემიჯნებით იმ პარტიათა პოზიციას და განცხადებებს, რომლებიც მოუწოდებენ საზოგადოებას არჩევნებზე არ წასვლისკენ. კარგად გავიაზროთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განვლილი 9 წელი და გავაკეთოთ სწორი არჩევანი, მხარი დავუჭიროთ ოცნების კანდიდატს“, - ნათქვამია პარტიის გაცხადებაში.

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისი მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ თბილისელები მეორე ტურში არჩევას კოალიციის სასრგებლოდ გააკეთებენ. ნარმანია ამბობს, რომ მას გამარჯვების დიდი შანსები აქვს და დარწმუნებულია, რომ ის უმრავლესობით არჩეული მერი იქნება.

„დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. ამას მოწმობს თითოეული შეხვედრა, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ვატარებთ, ასევე ის წინასაარჩევნო განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ის კმაყოფილება, რომელიც ამომრჩეველს ჩვენი ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით გააჩნია. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო და რეალურად პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული ხედვა. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელები გააკეთებენ სწორ არჩევანს“, - აცხადებს დავით ნარმანია.

საარჩევნო შტაბის ხელძღვანელის გარეშე დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მათი კანდიდატის შანსებზე არ საუბრობენ. გიგი წერეთელი თვლის, რომ უგულავას დაკავება ამ პერიოდისთვის იყო ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი ხელისუფლების, რომ ნარმანიზაცია მოახდინოს იმ ხალხის, ვინც არ მივიდა პირველ ტურში არჩევნებზე და არ მივიდა სწორდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უმარვი პირობა რომელიც დადო, არ შეასრულა.

„ძნელი სათქმელია, რომ არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტულ გარემოში, გამომდინარე იმ ძალიან ბევრი ფაქტიდან, რომელიც სამწუხაროდ მოხდა წინასაარჩევნო პროცესში. ჩემის სურვული არაა, რომ არჩევნები უარყოფითად შეფასდეს, საქართველოს სჭირდება ბევრი დადებითი ფაქტი. როდესაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აკავებენ საარჩევნო შტაბის უფროსს, იმის გამო, რომ პროკურატუას აქვს ვარაუდი, რომ მან შეიძლება დატოვოს ქვეყანა, როდესაც წინა დღეს ასეთ ვარაუდს სასამართლო აბათილებს, რა თქმა უნდა, ეს არის ზეწოლის პოლიტიკური მოტივი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიგი წერეთელი.

მეორე ტურში ოთხ ოლქში კენჭს იყრის „დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალაიანსი“. ფოთსა და ოზურგეთში მერობის კანდიდატები იბრძვიან გამარჯვებისთვის, ხოლო ლანჩხუთსა და ხულოში გამგებლობის კანდიდატები. პარტიის თავმჯდომარის ირმა ინაშვილის განცხადებით, ოთხივე კანდიდატი სარგებლობს ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერით და დარწმუნებულია, რომ კანდიდატები გამარჯვებას მოიპოვებენ.

„თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა დიდი მხარდაჭერა აქვთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებს, არც ერთი კანდიდატი არ აპირებს კანდიდატურის მოხნას. ეს არის ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება, საერთო პოზიცია, რომ ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მოიპოვებენ ამ გამარჯვებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ინაშვილმა.

ოთხ საარჩევნო ოლქში წარმოდგენილია „დემოკრატიული მოძრაობა“. როგორც პარტიის გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, შანსები საკმაოდ დიდია, იქედან გამომდინარე, რომ ამ ოთხ რაიაონში მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო პირველ ტურში საჭირო რაოდენობის 50 პროცენტის მოპოვება.

„ჩვენ მიგვაჩვნია, რომ წარმატებას უნდა მივიაღწიოთ. არჩევნები თავისუფალი არის, მაგრამ დემოკრატიულად არ ჩატარებულა. ეს მკვეთრად განსხვავდება იმ არჩევნებისგან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა ატარებდა. მინდა გითხრათ, რომ დიდი არაფერი შეიცვლება პირველ ტურთან დაკავშირებით. ისევ იქნება ადმისტრაციული რესურსი გამოყენებული“, - აცხადებს ზაზა ვეკუა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თბილისის მერობის კანდიდატებიდან დავით ნარმანიასთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა დებატები, ვიდრე ნიკა მელიასთვის. აქედან გამომდინარე საყვარელიძე ამაბობს, რომ ნარმანია მოიპოვებს გამარჯვებას.

„თუმცა პირველ ტურშიც ხმების რაოდენობა მეტი ჰქონდა ნარმანიას. რაც შეეხება რეგიონებს, პოლიტიკური დატვირთვა ყველაზე მეტი იყო თბილისის თემაზე, მგონია, რომ „ქართული ოცნება“ არ განიცდის დიდ მარცხად იმას, თუ რეგიონში არ აღმოჩნდა მისი პარტია წარმატებული. პრაქტიკულად პრობლემა მდგომარეობდა „ქართული ოცნებისთვის“ იმ გამძაფრებულ ბრძოლაში რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა გამოცხადებული და ამ ბრძოლაში ჩაბმული ჰყავდათ საერთაშორისო საზოგადოება, ყველა ის ინსტრუმენტი რაც შეიძლება პოლიტიკურ ბრძოლაში შედეგიანი გამოჩნდეს.

მათი წინააღმდეგობა იმდენად დისკომფორტის შემქმნელი იყო, რომ ხელისუფლებაც ალაპარაკდა კოაბიტაციის დასრულების აუცილებლობაზე. ანალოგიურ სიტუაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ხელისუფლებას არ აქვს და ამიტომ არ მგონია, რომ მისი ეს ფორმულა - „ყველგან ჩვენ გავიმარჯვებთ“ - ყველა პარტიას ერთნაიარად ეხებოდეს. სადაც მცირე იქნება განსხვავება ოცნების კანდიდატსა და ალტერნატიულ კანდიდატს შორის, იქ ალბათობა იმისა, რომ შეიძლება სხვა კანიდიდატმა გაიმარჯვოს, რა თქმა უნდა, დიდია. სადაც დიდია სხვაობა, მეეჭვება, რომ გამარჯვების შანსი სხვა პარტიებს მიეცეს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.