შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენების ცერემონიასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, 12:00 საათიდან, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: კრწანისის და გორგასლის ქუჩები, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდი და აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის ქუჩა სამების ტაძრამდე.

გამოსვენების დღეს, 13 ივლისს, სრულად ჩაიკეტება მესხიშვილის ქუჩა დილის 09:00 საათიდან დღის 04:00 საათამდე.