”გიგი ჩემი ბაშიაჩუკია... გულნატკენი ვარ, ასე რომ ამოიჩემეს”

”გიგი ჩემი ბაშიაჩუკია... გულნატკენი ვარ, ასე რომ ამოიჩემეს”

"სულით და გულით გიგისთან ვარ, მისით არის მოცული ჩემი გონება. ჩემს გიგის დიდი სიყვარული გადაეცით ჩემგან და უთხარით გამაგრდეს "

" მწყინს, ნაციონალები რომ უფრო ჭკვიანად ვერ მოიქცნენ. არ უნდა ჩაეგდოთ მათთვის ხელში თავები. ნაციონალები არიან უძლიერესი პოლიტიკოსები!"

" მოჭუტული თვალებით რომ იხედება, სუფთა კაგებეშნიკი - გია ვოლსკია თუ ვიღაც!"


”ჩემს გიგის დიდი სიყვარული გადაეცით ჩემგან და უთხარით, გამაგრდეს, თუმცა გამაგრებულია და რომ ვხედავ, ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდია ეს ყველაფერი”... - ამბობს ცნობილი მსახიობი ოთარ კობერიძე, რომელიც გიგი უგულავას დაკავების გამო აღშფოთებას ვერ მალავს...

- ჩემი განცდები ამ წუთში ზუსტად ისეთივეა, როგორც გიგი უგულავას მეუღლის და მისი უახლოესი ადამიანების... ძალიან გულნატკენი ვარ, ასეთი ამაყი, საქმიანი და ნიჭიერი ადამიანი რომ ამოიჩემეს! მოუნდებათ, დაიბარებენ, გამუშვებენ, მერე ისევ იბარებენ, იჭერენ... რას ჰგავს ეს?! სუფთა პოლიტიკური ინტერესია მის მიმართ, ამაში უკვე ეჭვი აღარ მეპარება! არაერთი შემთხვევა მოწმობს ამას... ვინც გიგი უგულავას გვერდით ხართ, ყველას გემუდარებით, არ მოსცილდეთ! მე სამწუხაროდ ვერ ვდგები ფეხზე, სიბერემ მომაკითხა... სულით და გულით გიგისთან ვარ, მისით არის მოცული ჩემი გონება. ჩემს გიგის დიდი სიყვარული გადაეცით ჩემგან და უთხარით გამაგრდეს, თუმცა გამაგრებულია და რომ ვხედავ, ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდია ეს ყველაფერი...ცინიზმია უკვე, ხუთჯერ რომ გამოიძახეს, ფული წაართვეს და რა აღარ აკადრეს. რაღაც საშინელება ხდება და ძალიან მწყინს, ნაციონალები რომ უფრო ჭკვიანად ვერ მოიქცნენ. არ უნდა ჩაეგდოთ მათთვის ხელში თავები. ნაციონალები არიან უძლიერესი პოლიტიკოსები! რომ ვხედავ ტელევიზიით მათ დიალოგებს, გული სიამაყით მევსება... უყურეთ ერთი, როგორ ესაუბრებიან ჭორიკანა პოლიტიკანები, მოჭუტული თვალებით რომ იხედება, სუფთა კაგებეშნიკი - გია ვოლსკია თუ ვიღაც!

- გიგი უგულავას თქვენც ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევთ?

- რა თქმა უნდა, რად უნდა ამას ბევრი მსჯელობა?! მარტო გიგი უგულავა კი არა, კიდევ ბევრი სხვა ძლიერი პოლიტიკოსებიც ამ დღეში არიან... მიხეილ სააკაშვილს ვერ მისწვდებიან, წასულია და იმედია, გიგის რომ ასე მოექცნენ, იგი ამ მაგალითის გამო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს. გიგი უგულავამ თბილისი არათუ ააშენა, არამედ საოცრება მოახდინა! მე რას მალაპარაკებთ, როცა თავად ჩემზე კარგად იცით?! 90 წლის თბილისელი კაცი ვარ (რომელსაც თბილისელობა არცერთმა მთავრობამ არ მიანიჭა) და ძალიანაც მომწონს ის ყბადაღებული ხიდი, რომელმაც ორთაჭალა და მეფაიტონეები დააკავშირა. არ არის ის ხელწამოსაკრავი ხიდი, შეიგნოს ბევრმა! გიგი ნამდვილი ქალაქელია, თბილისის ჭეშმარიტი შვილი, ისეთი, როგორებიც მახსოვს ჩემი თაობის საუკეთესო ბიჭები. განსახიერებაა ყველა სიკეთის.! უზომოდ განათლებულია, ნუთუ მას ვერ გრძნობთ?! ნახეთ როგორ მსჯელობს, როგორ ადასტურებს ყველა იმ სიტყვას, რასაც ამბობს. უკაცრავად და, კი არ ლაყბობს სხვებივით. არამედ ამბობს მხოლოდ მნიშვნელოვანს და ყველასათვის გასარკვევად. ის ჩემი ბაშიაჩუკია. 90 წლის კაცს უფლება მაქვს ვთქვა შვილივით რომ მიყვარს. იგი ჩემს თვალწინ გაიზარდა, გახდა ასეთი კაცი და მიმდევარი ბაჩუკებისა... ამიტომ მის მიმართ ეს გაუგებარი საქციელი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს!