"რა ინფორმაციებიც გასაჯაროვდება ცოტა ხანში, საზოგადოება შოკში ჩავარდება და თითქმის ყველა მოსამართლე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დასაჭერი გახდება"

"ინკოგნიტო წყაროს თქმით უახლოეს ხანში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტა კუბლაშვილისა და მოსამართლეების წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საჩივარი შევა - საქმე ეხება 2008-2012 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს და ამ ტენდერებში გამარჯვებულ სუბიექტებს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმ ფინანსური დარღვევებით, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ქართულ სასამართლოში. ასევე უნდა გაარკვიონ, რა თანხები იხარჯებოდა და იხარჯება დღესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების Kეთილდღეობისთვის, მაშინ როცა ისინი არც ერთ საქმეს არ იხილავენ", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "კუბლაშვილის სასამართლოში მალე გასკდება ბომბი" / "რა ინფორმაციებიც გასაჯაროვდება ცოტა ხანში, საზოგადოება შოკში ჩავარდება და თითქმის ყველა მოსამართლე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დასაჭერი გახდება".

"გასარკვევია, საიდან დააგროვეს არნახული ქონება არა მხოლოდ მათ, არამედ ცალკეულმა მოსამართლეებმა. გამოძიება ვალდებულია დაინტერესდეს, რა "ატკატები" კეთდება ტენდერების კუთხით, ვის რამდენი ავტომანქანა ჰყავს, გადასახედია თბილისი სააპელაციო სასამართლოს საშტატო ნუსხა. გამოსაკვლევია მოსამართლეების სამივლინებო ხარჯები - ვინ, სად ან რა მიზნით დადიოდა. ფინანსური პოლიციის მიერ უნდა ფაფგიდეს, რამდენი დაჯდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძის კაბინეტის რემონტი და მისი პირადი კეთილდღეობა 2008-2012 წლებში. რაც მთავარია, პროკურატურა საგანგებოდ უნდა დაინტერესდეს, რომელ მოსამართლეებს გადაეცათ მიწის ნაკვეთები და სხვა სახის ქონება - ბინები, აგარაკები - სიმბოლურ ფასად 1 ლარად. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციის თანახმად, კოტე კუბლაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინააღმდეგ საჩივარი თითქმის უკვე მომზადებულია, მაგრამ ის, თუ ვინ მოამზადა და კონკრეტულად რა მასალები აქვს ხელში ამ ჯგუფს არ ხმაურდება, რათა არ იყოს ხელის შეშლა და ზეწოლა. მისივე თქმით, ამ მთავრობის პრემიები არაფერია იმასთან შედარებით, რაც სასამართლობში ხდება და რა ფულსაც იქ ითვისებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"არ დაიჯერებთ, თბილისის საპელაციო სასამართლოში დაშვებული აქვთ იხტიოლოგის შტატი - ვალერი ცერცვაძეს კაბინეტში უდგას ძალიან ძვირადღირებული დიდი აკარიუმი და თევზების მოსავლელად ჰყავს აყვანილი იხტიოლოგი, რომელსაც ბიუჯეტიდან ვუხდით ხელფასს, ცერცვაძეს ემსახურება 2 ძვირადღირებული მანქანა. მეტიც - თუ ჩავიხედავთ მოსამარლეების დეკლარაციებში, აშკარად დავინახავთ შეუსაბამობას ქონებასა და ოფიციალურ შემოსავლებს შორის. განსაკუთრებით უნდა გადამოწმდეს მამია ფხაკაძის, ვალერი ცერცვაძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, მერაბ გაბინაშვილის, მალხაზ გურულის, ლევან ნუცუბიძის, ირაკლი შენგელიას, მამუკა ახვლედიანის, ვასილ როინიშვილის, ვასილ მშვენიერაძის, დავით მამისეიშვილის, ლევან თევზაძისა და სხვების ქონება და შემოსავლები. ეს ის ხალხია, ვინც "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში გამოჰქონდათ უკანონო გადაწყვეტილებები და "მადლიერების" ნიშნად ურიგდებოდათ წარმოუდგენელი რაოდენობის პრემიები, რასაც "უფუთავდნენ" სახელფასო დანამატის ქვეშ, რაც აშკარად არის თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო წყარო.

"საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ძვირადღირებული მანქანა შეიძინა რამაზ ჟღენტისთვის, რომელიც გახლავთ მიშა მაჭავარიანის სიმამრი და 2013 წლის ჩათვლით იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭიოს წევრი. ასევე ვალერი ცერცვაძის აპარატის რამდენიმე თანამშრომელი სარგებლობს ძვირადღირებული მანქანებით, მაშინ როცა ამ პირებს მანქანები არ ეკუთვნით... უნდა ვთქვა იმის თაობაზე, რომ რამდენიმე მოსამართლეს არ გააჩნია იურიდიული განათლება - ეს უკვე პარლამენტის საქმეა, იქ უნდა იმსჯელონ. ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რა ინფორმაციებიც გასაჯაროვდება ცოტა ხანში, საზოგადოება შოკში ჩავარდება და თითქმის ყველა მოსამართლე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დასაჭერი გახდება. ეს ახვრები, წლების განმავლობაში "გვატერორებდნენ" და ამ დროს ნახეთ, ვის რამდენით აფინანსებდნენ, მილიონებზეა საუბარი - 2010 წელს დაიდო სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, სადაც კოტე ლუბლაშვილია გამოჭერილი 2 მლნ 300 000 ლარის გაფლანგვაში, მაგრამ "ნაცებმა" ეს ყველაფერი მიაფუჩეჩეს და დღესაც აფუჩეჩებენ", განაგრძობს რესპონდენტი.

"თქვენ იცით, რომ აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს "ნაციონალი" ლაშა თორდია, რომელიც არის კუბლაშვილის ნათესავი. აუდიტის ეს დასკვნა უკვე მოითხოვა პროკურატურამ, მაგრამ ჯერ სრულყოფილი ვერსია არ აქვთ გადაგზავნილი., ასაიდუმლოებენ კუბლაშვილის დაღვევებს, ეტყობა "გასუფთავება" უნდათ, თუმცა სხვა გზა არ აქვთ, უნდა გადაგზავნონ. გეუბნებით, კუბლაშვილის სასამართლოში მალე გასკდება ბომბი! ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რატომ დააფიქსირა ნაცმოძრაობამ 2010 წელს სასამართლოში ფინანსური დარღვევები და და შემდეგ რატომ შემოდეს თაროზე აუდიტის დაკვნა? იმიტომ, რომ კოტე კუბლაშვილი უფრო კარგად ჰყოლოდათ ყურებით დაჭერილი, ეს მათი სტილია - გასვარე და იბატონე! კოტე ახლაც მაგრად ჰყავთ გამოჭერილი "ნაციონალებს" და თავიანთ დუდუდკზე აცეკვებენ. კუბლაშვილი არ არის ისეთი "მასტი", ალღო ვერ აეღო ახალი ცხოვრებისთვის, სცადა კიდეც ამის გაკეთება, როცა ბიძინა ივანიშვილს ფეხებში ჩაუვარდა, მაგრამ იმდენი აქვს ნაჭამი, "ნაციონალების" შანტაჟს თავს ვერ აღწევს..." დასძენს ინკოგნიტო წყარო.