შს მინისტრის კომენტარი პოლიციის ახალი შენობის მშენებლობაზე

შს მინისტრის კომენტარი პოლიციის ახალი შენობის მშენებლობაზე

დაიწყო  პოლიციის ახალი  შენობის მშენებელობა, სადაც განთავსებული იქნება დაცვის პოლიცია, უსაფრთხოების სააგენტო, ასევე იქნება კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თბილისის დანაყოფი. შენობა იქნება კარგი, კარგად აშენებული, ხარისხიანი. უკვე გაიხსნა  პოლიციის რამდენიმე შენობა.  სასაზღვრო პოლიციაში ექვს სექტორზე მიმდინარეობს მშენებლობა, ასევე ორ სამმართველოს ვაშენებთ. მიმდინარეობს მშენებლობები, აქტიურ ფაზაში ვართ. ვიმედოვნებთ, რომ კარგი და ხარისხიანი შენობები გამოგვივა, რაც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას და მოქალაქეებს. რეგიონებში ახლა გავხსენით საჩხერის რაიონში, ასევე გუდაურის პოლიცია გაიხსნა. მიმდინარეობს ასევე რეაბილიტაცია და ახალი შენობების მშენებლობა.