თბილისში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იწყება

თბილისში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იწყება

თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, N46-ში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დალაქიშვილმა პოლიციის ძველი შენობის ადგილზე ახალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ოთხსართულიანი, თანამედროვე შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფები განთავსდება. აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. მათი ერთ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსება კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს კოორდინირებულ, ოპერატიულ და ეფექტურ საქმიანობას, მოქალაქეებისთვის კი ბევრად კომფორტული იქნება. ახალ ადმინისტრაციულ შენობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური პანდუსები ექნება.