"დავიწყებ იმით, რომ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკიტხზე, დღემდე სამსახურში არიან. საქმის დეტალები სიტყვიერად თანხმდებოდა - საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, ამაზე რამე დოკუმენტური მასალა შეუძლებელია არსებობდეს, მაგრამ წარმოუდგენელია, დეპარტამენტის თავმჯდომარეს არ დააკისრონ პოლიტიკური ვალდებულება. არსებობს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური, რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი. თანამდებობის პირები, ვინც პირდაპირი თუ ირიბი ფორმით გახლდნენ შემსრულებელი მაშინდელი მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის, რატომღაც ყურადღების მიღმა დარჩნენ და დღემდე მათი პასუხისმგებლობის საკითხი არავის გახსენებია", - აცხადებს სამოქალაქო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ქველაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სამსახურიდან წულუკიანთან შეხვედრის გამო დაითხოვეს.
"რეესტრის უამრავი თანამშრომელი გამოხატავდა უკმაყოფილებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო. ამიტომ მე ვიკისრე პასუხისმგებლობა და თანამშრომლებთან ერთად ვთხოვე შეხვედრა ქალბატონ წულუკიანს, რათა წლების განმავლობაში გაუსაძლისი პირობების შესახებ საქმის კურსში ჩამეყენებინა - პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში შვებულების არარსებობასთან დაკავშირებით, შაბათ-კვირას იძულებითი სამუშაო გრაფიკის შემოღების ფაქტთან, უქმე დღეებში ანაზღაურების გარეშე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ზეპირი მითითებების საფუძველზე გვიწევდა მუშაობა. ყოველდღე ვმუშაობდით იმ საარჩევნო სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით, რომელიც დაზუსტებას საჭიროებდა. სწორედ ქალბატონ წულიკიანტან შევდერის შემდეგ გამატავისუფლეს სამსახურიდან და რატომ, დაზუსტებით ვერ გეტყვით: საქმე სასამართლოშია და ველოდები პროცესს, რომელიც მიმდინარე თვეშია დანიშნული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას ირაკლი ქველაძე.
"ქალბატონი მისნისტრი ჩავაყენე საქმის კურსში, რა ხდებოდა წლების განმავლობაში მის უწყებაში. წინა ხელისუფლების პირობებში უკანონო ზეპირი დირექტივების ,ორჩილება და შესრულება გგვევალებოდა, ნორმალური მუშაობის გრაფიკი კი არა, სიცოცხლის - ფიზიკურად ნორმალურად მუშაობის საშუალებაც კი არ არსებობდა. უჰაერობის გამო თანამშრომლებს გული მისდიოდათ, ნახევარი საათით ვერ ვახერხებდით დასვენებას. ტექნიკური ხარვეზები კიდევ უფრო დიდ პრობლემებს ქმნიდა ნორმალური მუშაობისთვის - მხედველობაში მაქვს ტექნიკური გაუმართაობა, პროგრამული ხარვეზები და ა.შ. ეტყობა, ეს არ მაპატიეს", - დასძენს სამოქალაქო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი და შეკითხვას - "თქვენ რომ არ გეთქვათ, წულუკიანმა არ იცოდა, რა ხდებოდა მის უწყებაში?" - პასუხობს:
"შეიძლება ასეც ითქვას. წარმოიდგინეთ ადამიანები, რომელთაც ოჯახი ჰყავთ და სხვაგან წასასვლელი არსად აქვთ, ისინი იძულებულნი იწვნენ შეესრულებინათ დავალებები, რომელიც სამსახურის შემდეგ დამატებით დროს მოითხოვდა და ხშირად ეს ღამის 10-11 საათზეც კი მთავრდებოდა. ეს ძალიან ჰგავს ტრეფიკინგის ნომენკლატურულ დანაშაულს: იძულებითი შრომა არასათანადო პირობებში არასათანადო ანაზღაურებით. ბევრი რამ შეიძლება ჯერ კიდევ არ იცის წულუკიანმა, ძალიან მიამიტი უნდა იყოს, მას თუ სჯერა იმ კადრების გულისხმიერების, ვინც მის პოლიტიკურ ლიდერს მოქალაქეობა ჩამოართვა. ვარწმუნებ, ბევრი რამ ხდება მისი გვერდის ავლით სინამდვილეში. მას ვერ წარმოუდგენია მათი პოლიტიკური თავხედობის - ადამიანების, ვინც გაუგონარი პოლიტიკური მსახურების შემდეგ აგრძელებენ იმ მთავრობის პირობებში მუშაობას, ვინც ბრძოლის ყველა მეთოდს იყენებდა მათი ხელისუფლებაში მოსვლის წინააღმდეგ".