ჯაბა სამუშიამ გიგი უგულავა კომპანია ”სითი პარკთან” გარიგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

ჯაბა სამუშიამ გიგი უგულავა კომპანია ”სითი პარკთან” გარიგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს’’ წევრმა ჯაბა სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა კომპანია ”სითი პარკთან” გარიგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და ის დოკუმენტები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ბიუჯეტმა დიდი მოცულობის თანხა დაკარგა.

ჯაბა სამუშიამ ”სითი პარკის” ხელმძღვანელობა ათობით მილიონი ლარის მითვისებაში დაადანაშაულა, რომელიც დედაქალაქის მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე უნდა ასახულიყო. მისივე განმარტებით კომპანიას თბილისის ბიუჯეტში  2008-2013 წწ. გადარიცხული აქვს მხოლოდ 3 მილიონი ლარი.  ჯაბა სამუშიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც დედქალაქში აღრიცხულია 420  ავტომობილი და  მათ 50%-ს,  რომ ეყიდა 50ლარის  ოდენობის ქვითარი, ეს თანხა წლიურად 6 მილონ ლარს შეადგენდა.

ჯაბა სამუშიას განცხადებით, ის როგორც საკრებულოს წევრი 2010 წლიდან მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე და დედაქალაქის მერიისგან არაერთხელ მოითხოვა ის სრული სახელშეკრულებო პირობები, რომელიც კომპანია ”სითი პარკთან” გაფორმდა, თუმცა მერია მისი გასაჯაროებისგან ყოველთვის თავს იკავებდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით სატენდერო პირობები შეთანხმებული იყო გიგი უგულავასთან, ასე რომ ნებისმიერი პროცედურა რომელსაც ხელშეკრულების პირობები არეგულირებდა, სწორედ მასთან თანხმდებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და ”სითი პარკის”  ყოველწლიური საქმიანობის შესწავლა სთხოვა, რამდენადაც იგი მსხვილ კორუფციულ გეგმას მოიცავს, რომელშიც გიგი უგულავას დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთება და ათობით მილიონ ლარს ეხება.