ალექსანდრე ჭიკაიძე ქეროლ პერეზს შეხვდა

ალექსანდრე ჭიკაიძე ქეროლ პერეზს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილე ქეროლ პერეზს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, შს მინისტრის მოადგილეები ვახტანგ გომელაური და ლევან იზორია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბერაია, ასევე, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები. ასევე, განისაზღვრა სამომავლო გეგმები და მიმართულებები.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო INL-თან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ისეთ სფეროებში, როგორიც არის კიბერდანაშული, ოჯახში ძალადობა, ტრეფიკინგი, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, ტაქტიკური მომზადება და სხვა.