გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) პარალელურად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეიარაღებული ძალების პირველი პირი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორატის უფროსის მოადგილეს, კონტრადმირალ პატრიკ პირსის შეხვდა. დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორატის წარმომადგნელთან შეხვედრაზე საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, ნატოსთან თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.

დღესვე, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სომხეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს გენერალ-ლეიტენანტ ენრიკო აპრიამოვს შეხვდა. გენერლებმა სომხეთსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროზე. ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის სფეროში, გამოცდილების გაზიარებას რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბებაში, კონსულტაციებს კიბერ-უსაფრთხოების საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავებას უწყების სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებს შორის.