გიორგი მუსხელიშვილი ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

გიორგი მუსხელიშვილი ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სინჯიანის ავტონომიის ქალაქ ურუმჩიში ,,აბრეშუმის გზის’’ საერთაშორისო კონფერენტია ტარდება, რომელშიც მონაწილეობას 14 ქვეყნის წარმომადგენლები ღებულობენ.

საქართველოდან აღნიშნულ კონფერენციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლი მედეა ჯანიაშვილი ესწრებიან.

კონფერენციაზე სიტყვით გიორგი მუსხელიშვილი გამოვიდა, რომელმაც ზოგადად ისაუბრა აბრეშუმის გზის მნიშვნელობასა და მასში შემავალი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობაზე, ასევე ხაზი გაუსვა სამკურნალო კურორტების განვითარების აუცილებლობას და თბილისში საშუალო ფასის სატუმროების საჭიროებას.

გიორგი მუსხელიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ერთ–ერთ პრიორიტეტად სწორედ ტურიზმის განვითარებას და ამ მნიშვნელოვან საქმეში ინვესტიციის ჩადებას მიიჩნევს.