უელსის სამიტი: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან!

უელსის სამიტი: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან!

20 ივნისს სააგენტო «როიტერმა» გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უელსის სამიტზე ნატო საქართველოსთვის «გაძლიერებული თანამშრომლობის» პაკეტის მიცემით შემოიფარგლება. ამ ინფორმაციას «როიტერი» არცელებს ნატოს დიპლომატებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობასაც სააგენტო ანონიმურად ტოვებს. 

ეს იშვიათი შემთხვევააროდესაცავტორიტეტული საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ანონიმური წყაროსგან,უფრო სწორადწყაროებისგან მიღებულ ინფორმაციას ავრცელებსამგვარი ინფორმაციის «გაჟონვა», როგორც წესისრულიად მიზანმიმართულად ხდება ხოლმეროცა პოლიტიკური ინტერესების გამო ანონიმურობას არჩევენასეპასუხისმგებლობა არ წარმოიშობახოლო რეალური სურათი საცნაური ხდება,ოღონდ - ისევ პოლიტიკურ მრუდე სარკეში არეკლილითვალში საცემიარომნატოს ხელმძღვანელობაში არც ერთივიმეორებარც ერთი პიროვნება არაღმოჩნდარომელიც ამ განცხადებებს საკუთარ თავზე აიღებდა.

თუმცა ჯერ თვითონ «როიტერის» ინფორმაციას მივუბრუნდეთ: «ნატოს დიპლომატების განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალიანსის ქვეყნებმა, რუსეთის გადამტერების თავიდან ასაცილებლად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს მისცეს პირველი ფორმალური ნაბიჯი ალიანსში შესასვლელად სექტემბრის სამიტზე. ნატო-რუსეთს შორის დაძაბულობის მატებისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი, რაც მას ნატოს წევრობის მიზანთან დაახლოებს, ალიანსში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი მოკავშირე ეწინააღმდეგება საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, შიშობენ რა, რომ ამას რუსეთის შურისძიება მოჰყვება, სხვები კი ამბობენ, რომ მაპის მიუნიჭებლობა გამოჩნდება ისე, თითქოს ნატო ამით თავს უხრის რუსეთის ზეგავლენას. ნატოს ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ალიანსი 50/50-ზეა გაყოფილი და, შესაბამისად, შორსაა სასურველი კონსენსუსისგან».

რა არის ამ ციტატაში ჩვენთვის ახალი? არც არაფერი! უბრალოდ, მიუხედავად ნატოსმაღალი წარმომადგენლების არაერთი განცხადებისარომ საქართველოს არათუნატოში არ (ვერმიიღებენარამედ არც რუსეთს გადაიმტერებენ, «ნაცმოძრაობისგან» წაქეზებული ახალი ხელისუფლება კვლავაც ჯიუტად იმეორებსრომ «ამ გზას არ გადაუხვევს და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი». ახლა ნატო ამ ფორმით კიდევ ერთხელ ატყობინებს საქართველოსრომ ფუჭი მოლოდინი არ უნდა ჰქონდესთუმცა რუსეთისფაქტორის ავტორიზებულად ხაზგასმა ნატოში არ უნდათ და შეფარვით, «როიტერის» პირით გვეუბნებიან.

«მიუხედავად მწვავე დისკუსიებისა, ზოგიერთი მოკავშირე მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი სამხედროთი არის წარმოდგენილი უკრაინის საზღვართან, ზედმეტად პროვოკაციული იქნებოდა საქართველოსთვის მაპის ახლა მინიჭება. «ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მაპს მიიღებენ», _ განაცხადა ნატოს ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით და განმარტა, რომ ნატომ არ უნდა გამოიჩინოს სისუსტე, მაგრამ, ასევე არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც «გააღიზიანებს რუსეთს და თან ეს არაფერს მოუტანს ალიანსს». სხვა ქვეყნის დიპლომატის თქმით, «რუსეთის გამო საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე უარის თქმა არასწორი საქციელია», _ წერს «როიტერი».

ამასთანავე, «როიტერის» ინფორმაციითკიდევ ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებითნატოს 28 წევრიდან 12-მდე წევრი თავს იკავებს საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზეშესაბამისადმისივე პროგნოზით,ალიანსი ვერ შეძლებსაუცილებელ კონსენსუსს მიაღწიოს».

არც ამ ციტატაშია რამე ახალი ჩვენთვის. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ მაპი და«მაპზე უკეთესი» იმდენი ხანიაშიდაპოლიტიკური (და არა მხოლოდ)სპეკულაციების საგანიარომ ნატო შეგნებულად «აჟონინებს» ამ ინფორმაციას,რუსეთთან დამატებითი დაძაბულობის წყარო რომ არ შექმნას. როგორც ჩანს, ნატოს ადმინისტრაციამ სერიოზულად იმუშავა ამ საკითხზე და სრულიად ახალი, ხმამაღალი, მაგრამ არაფრის დამავალდებულებელი ფორმულირება მოიფიქრა:

«სავარაუდოა, რომ ნატო შეჩერდება კომპრომისზე, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის «გაძლიერებული თანამშრომლობის» პაკეტის მიცემას, რაც მაპისკენ მიმავალი ნაბიჯია. ეს პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ისეთ ზომებს, როგორებიცაა უფრო ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა, საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში».

დააკვირდითთუ ბუდაპეშტის სამიტზე «მაპზე უკეთესი» უკვე მივიღეთახლასექტემბერშიუელსის სამიტზე მხოლოდ «მაპისკენ მიმავალ ნაბიჯს» ვდგამთ!სხვა დროს და სხვა საკითხზე პროლეტარიატის ბელადსლენინსკიდევ უფროსხარტი ფორმულირება ჰქონდა ნაპოვნი: «ნაბიჯი წინორი ნაბიჯი უკან მაინც რა არის ეს «გაძლიერებული თანამშრომლობა»? ნატომ «როიტერის» პირით შემოგვითვალარომ ეს იქნება «უფრო ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა,საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში». ბოლოდან დავიწყოთ: ნაკლებ სავარაუდოა, რომელიმე ახალი თენგიზ გოგოტიშვილის ან ნანუკა ჟორჟოლიანის ოფისის უკეთ დაფინანსება, საქართველოს უსაფრთხოებას აძლიერებდეს, ხოლო საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა საქართველომ ნატოს წევრობა მიიღოს რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გარეშე? _ ნათლად აქვს ნათქვამი:

- თეორიულად კი შესაძლებელია ნატოში შესვლა ამ საკითხის მოგვარების გარეშე. მთავარია, საქართველომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ტერიტორიების სტატუსის შესახებ. ცალკეული პირები სახელმწიფოში ამ შესაძლებლობაზე უკვე ლაპარაკობენ. შესაძლებელია, იყო ნატოს წევრი და აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიები არ ხვდებოდეს მე-5 მუხლის დაცვის ქვეშ (მეხუთე მუხლი ეხება ჩრდილოატლანტიკურ ბლოკს და ნატოს წევრი ქვეყნების კოლექტიურ დაცვას) და ეს ზონები მუხლის გარეთ დარჩეს. საქართველოს მთლიანად შეუძლია ნატოს წევრი იყოს, მაგრამ ეს ტერიტორიები აღნიშნული მე-5 მუხლის დაცვის გარეთ რჩებოდეს. ამჟამად ამის შესახებ ფიქრობენ და ლაპარაკობენ.

- ვინ არიან ისინი?

ეს არიან თქვენი ქვეყნის სხვადასხვა მოქალაქეები».

როგორც ვხედავთ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელიც ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა. «სხვადასხვა მოქალაქეები», რომელთაც ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე შესვლა ეჩქარებათ, საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობენ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელიც სწორედ ამიტომ არ ასახელებს მათ.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანსრომ საქართველოს მთლიანობას ნატო საკუთარ მთლიანობას არ გადააყოლებსამას «როიტერიც» ადასტურებს თავის ინფორმაციაში:

«აშშ განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს ალიანსის მთლიანობის შენარჩუნებას, მაშინ, როდესაც ნატო რუსეთთან უკრაინის თემის გამო კონფრონტაციაშია.

საფრანგეთი ფიქრობსრომ საქართველოსთვის მაპის მისანიჭებლად ახლა შეუფერებელი დროაასევე წინააღმდეგია გერმანიაც», - აცხადებენ დიპლომატები.

«ასევე ზოგიერთი მოკავშირე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ნატო, რომლის შეზღუდული სამხედრო განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის კრიზისის შედეგად გამოვლინდა, შეძლებს თავისი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას საქართველოსთვის, რომლის ორი რეგიონი რუსეთის მიერ არის «ზურგგამაგრებული», - აღნიშნავს «როიტერი».

უკვე მერამდენედ ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ისეთი ალიანსის წევრობარომელიც უსაფრთხოების ვერანაირ გარანტიას ვერ გვაძლევს და გვირჩევსისეთი სტატუსი მოვუფიქროთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოსრომ მათზე კოლექტიური თავდაცვის მუხლი არ ვრცელდებოდესპასუხი ნათელიამაგრამ ახალი ხელისუფლება წინას რიტორიკას განაგრძობს და თავი კვლავაც ნატოს «ღია კართან» წარმოუდგენია.საქართველოში კარგად იციანრას ნიშნავსსტუმარს ზღურბლზეღია კართან რომ გააჩერებ და შინ არ შეუშვებეს არ იცის მხოლოდ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამრომელსაც ღირსებასა და უსაფრთხოებაზე ერთობ უცნაური წარმოდგენა აქვსღირსება მათ ბრიუსელის კრემლის დერეფნებში სიარული ჰგონიათხოლო ქვეყნის უსაფრთხოება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენიათ.

ერთი სიტყვით, ნატოს «როიტერის» პირით ჩვენთვის ახალი არაფერი უთქვამს. ყოველივე ეს, დიდი ხანია, ცნობილია. ბრიუსელში ახლა ნატოს ორდღიანი მინისტერიალი იმართება, რომელზეც იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა აისახოს უელსის სამიტზე «ფორმალურად საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, საქართველოს პროგრესი იმ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველომ აიღო ნატო-საქართველოს ურთიერთობაში და ასევე, ის ძალისხმევა, ის კონტრიბუცია, რომელიც საქართველომ გაწია, როგორც ალიანსის პარტნიორმა ქვეყანამ და ალიანსის კანდიდატმა ქვეყანამ. ნამდვილად, სპეკულაციებს უნდა მოვერიდოთ, რამეთუ ჩვენი პარტნიორები სერიოზულად ფიქრობენ, რა იქნება შესაბამისი ფორმატი, როგორ ჩამოყალიბდება ჩვენი შემდგომი ურთიერთობები», - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.

ჩვენი კონტრიბუციის გამო ნატოს ოპერაციებშიანუ ადამიანურად რომ ვთქვათ,ჩვენი იაფი ჯარისკაცების გაგზავნის გამო მსოფლიოს ყველაზე ცხელწერტილებში ნატოს მესვეურები მადლობას კიდევ ერთხელ გვეტყვიანხოლოჩვენი მთავრობის კმაყოფილი წევრები წლის ბოლოს კვლავაც ათეულობით ათასლარიან პრემიებს გამოიწერენიქნებ ამას ეწოდება «გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი»?

დასასრულ - ნატოს კართან უშედეგო დგომას (არ გაგვიცივდნენ ორპირში!), ჩვენმა მთავრობამ იქნებ საკუთარ ხალხზე ფიქრი ამჯობინოს, თორემ არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია შორს და «მდუმარე პროტესტი», შესაძლოა, მონაგონი აღმოჩნდეს!