საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლატვიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მიიღო. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით დარჩიაშვილი და ლატვიის ელჩი საქართველოში თეიმურაზ ჯანჯალია დაესწრნენ.
რაიმონდ ვეიონისმა შეხვედრაზე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს და სექტემბერში დაგეგმილ უელსის სამიტს.
მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.
დღესვე, ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება.
რაიმონდ ვეიონისი ბათუმში 26-28 ივნისს „საქართველოს თავაცვისა და უსაფრთხოების“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.