მინისტრის კომენტარი ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის შესაძლო გამართვასთან დაკავშირებით (ვიდეო)

მინისტრის კომენტარი ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის შესაძლო გამართვასთან დაკავშირებით (ვიდეო)

ირაკლი ალასანიამ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის შესაძლო გამართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

"მინდა ძალიან ნათლად ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერი დე-ფაქტო ცხინვალის რეგიონში, მათ მთავრობაში, მათ მიერ ჩატარებული არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი მოკლებულია ყველანაირ საერთაშორისო სამართლებრივ და საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ შედეგებს. ამას არ ექნება არანაირი მნიშვნელობა, არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, არც ჩვენთვის. რადგან, ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ქართული მოსახლეობა და არა მარტო ქართული, არ იღებს მონაწილოებას ამ დადგმულ სპექტაკლში. აქედან გამომდინარე, მსოფლიოსთვის და ჩვენთვის არანაირი სამართლებრივი შედეგების მატარებელი არ იქნება ეს. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაცია და განცხადების სერიოზულად გაკეთება ამ კუთხით არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად.

ერთი არის, რაც აღნიშვნის ღისრია, ეს უკვე გამოკვეთილი გეგმაა გარკვეული ძალების რუსეთის ფედერაციაში, რომ კიდევ უფრო მეტი ზემოქმედება მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე და როგორც ხედავთ, ამას ხშირად იტაცებს ქართული საზოგადოების შიგნით სოკოებივით ამოშლილი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის გეგმა, რომელიც დაისახა უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში გარკვეული პერიოდის წინ და იმ გეგმის მიხედვით ვითარდება მოვლენები. ამიტომ, ჩვენ ამ გეგემის ნაწილი არ უნდა გავხდეთ, არ უნდა ავყვეთ, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაც, ამას პროცესში დაჭირდება შერიგება, ჰუმანიტარული, სხვა სახის ურთიერთობების წინ წამოწევა, რა თქმა უნდა ამას სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვექცეთ ჩვენი მოწინააღმდეგეების გეგმის ნაწილად" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა