სემინარი სერჟანტებისთვის (ვიდეო)

სემინარი სერჟანტებისთვის (ვიდეო)

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე სერჟანტთა სწავლება დასრულდა. ორი დღის განმავლობაში, ქართველ სერჟანტებს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის სერჟანტები და ოფიცრები სემინარს უტარებდნენ. სწავლება ათეულის, ოცეულის, ასეულის და ბატალიონის სერჟანტების დონეზე მიმდინარეობდა. ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ლექციები ისეთ თემებზე წაიკითხეს, როგორიცაა სერჟანტის როლი მშვიდობისა და ომის დროს, სერჟანტთა კარიერული განვითარება, ოფიცრისა და სერჟანტის ურთიერთობა.

სასწავლო პროცესს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი ჯეიმს მაკუკი დაესწრო. მასთან ერთად ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების მეთაური პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი იმყოფებოდნენ.