შეჯიბრი სერჟანტთა მომზადების ცენტრში

შეჯიბრი სერჟანტთა მომზადების ცენტრში

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამდღიანი ტურნირი დაიწყო. შეჯიბრის მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი დაესწრნენ.

ტურნირში საქართველოს შეიარაღებული ძალების 15 ქვედანაყოფიდან 60 სერჟანტი მონაწილეობს. სამხედროები ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინაში ეჯიბრებიან. პირველ დღეს მონაწილეებმა სპეციალური ტესტები შეავსეს. ტესტირების შემდეგ მონაწილეები ერთმანეთს კომპლექსურ ესტაფეტაში შეეჯიბრნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა სირთულის დავალება, მათ შორის, დაშლილი ცეცხლსასროლი იარაღის აწყობა, მეხსიერების სავარჯიშოები, შორ და საშუალო მანძილზე სირბილი და სხვა ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეს.  მომდევნო ორი დღის განმავლობაში სერჟანტებმა ბატალიონის დონიდან ასეულის დონემდე ოპერატიული ბრძანება უნდა დაამუშაონ.  ესტაფეტის დასკვნით დღეს ასევე, სერჟანტები მარშირებას განახორციელებენ.

გუნდურ შეჯიბრებაში სამხედროები 15 ჯგუფად არიან დანაწილებული. შეჯიბრის დასრულების შემდეგ  გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომელიც სერჟანტთა დღეს , 25 ივნისს გადრამავალი თასით და მედლებით დაჯილდოვდება.