რა მოხდა უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სააკაშვილის მისვლისას?

რა მოხდა უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სააკაშვილის მისვლისას?

"7 ივნისი. უკრაინა. კიევი. პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია. თბილისიდან კიევში ჩადიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მარგველაშვილის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვანო მაჭავარიანი, ასევე "ქართული ოცნების" დეპუტატები, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. ეს ადამიანები ოფიციალურად იყვნენ მიწვეულები ინაუგურაციაზე და ჩავიდნენ კიდეც კიევში. როგორც ახლა ირკვევა, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ ყოფილა მიწვეული პოროშენკოს "ნადიმზე", მაგრამ იმდენი "იჩალიჩა" ძველი ნაცნობობით, არა მხოლოდ თავი დააპატიჟებინა, თავისი მეუღლე, სანდრა რულოვსიც შეტენა უკრაინელებს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურითრა მოხდა უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სააკაშვილის მისვლისას?

"როგორც წყარო ატყობინებს "ალიას": "როგორც კი მიშა სააკაშვილმა იგრძნო, ინაუგურაციაზე არ ეპატიჟებოდნენ, პოროშენკოს ადმინისტრაციაში გამოძებნა ერთი მაღალჩინოსანი ნაცნობი და სთხოვა, მოსაწვევები გამიკეთე ჩემზე და სანდრაზე, ოღონდ ისე, რომ გიორგი მარგველაშვილი ჩემს უკან რიგში მოხვდესო. თავხედობის დონე ნახეთ, ეს ყველაფერი ისევ საკუთარი პიარისთვის სჭირდებოდა, მე უფრო პატივს მცემენ, ვიდრე მარგველაშვილსო. ვისაც მიშამ ეს სთხოვა, მან ჯერ მხარები აიჩეჩა, მერე კი უპასუხა: ეგ ამბავი არ გამოვა, ყოველ შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება, რადგან პროტოკოლი არ ითვალისწინებსო", - აღნიშნავს წყარო.

"ინკოგნიტო წყაროს თქმით, მიშა ბრაზდება, ეგ მე არ მაინტერესებს, ასე მსურს და ასე იქნებაო. პოროშენკოს ადმინისტრაციაში მომუშავე მაღალჩინოსანი დგება და იქაურობას უხმოდ ტოვებს. მიშას ჰგონია, ეს კაცი იმიტომ წავიდა, ყველაფერს მომიგვარებსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება, მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაიკიდა თავისი პრეტენზიებით. მიხეილ სააკაშვილი მოგვიანებით იგებს, რომ მის სახელზე მოსაწვევი არ არის გამოწერილი, სანდრაზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. დილის 7 საათზე თავქუდმოგლეჯილი გარბის ვიტალი კლიჩკოსთან, კიევის ახლად არჩეულ მერთან, ხვდება სადარბაზოსთან, უჯდება მანქანაში და ეუბნება: რაკი ჩემს სახელზე მოსაწვევი არ არის, შენ თვითონ მომიგვარებ ამ საქმეს, შენ თვითონ წამიყვან ინაუგურაციაზეო", - აღნიშნავს გამოცემა. 

"რაც შეეხება სანდრა რულოვსს, როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს: "სანდრას შეყვანა ინაუგურაციაზე დავალებული ჰქონდა კლიჩკოს დაცვის უფროსს, რომელსაც, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ მიშა თვითონ წაეხმარა. როდესაც კლიჩკომ შეაპარა, მერე შიგნიდან დაუწყო პოლიციას "კაჩაობა", ჩემი ცოლია, გამოატარეთ, მოსაწვევი სახლში დარჩაო. მოგეხსენებათ, სააკაშვილი მაგარი არტისტია და არც ამ შემთხვევაში დაბნეულა", - ამბობს წყარო.

"ბუნებრივია, აქ ჩნდება კითხვა: რატომ უნდა გასჭირვებოდა მოსაწვევების მიღება, როცა ამხელა "დამსახურება" აქვს უკრაინის ახალი ხელისუფლების წინაშე, ბოლო-ბოლო, თავად ვიტალი კლიჩკო ვერ დარეკავდა პოროშენკოს ადმინისტრაციაში, რომ პატივი ეცა თავისი თანამებრძოლისთვის? იქნებ კლიჩკოს აღარ აქვს ამდენი გავლენა? ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკვე ყველას მოაბეზრა თავი, ინაუგურაციაზე იყო მისი ბოლო გაელვება. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი უკრაინის ხელისუფლებას თავს ახვევს თავისი ყოფილი მთავრობის წევრებს და სთავაზობს "გამოცდილებას", ასევე გამოირჩევა არაორდინარული საქციელითაც - აბა, როგორია, გამოდის კლიჩკო სადარბაზოდან და დილის 7 საათზე იქვე ატუზული ხვდება მიხეილ სააკაშვილი. ეს ადამიანი ასევე აწუხებს სხვა მაღალჩინოსნებსაც", - დასძენს გამოცემა.