შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაუალებრივი ჯგუფის 6 წევრი: 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ, 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი  გოგი კ, 1972 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კობა გ, 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ მ, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამაზ დ. და 1988 წელს დაბადებული,წარსულში ნასამართლევი ოთარ ჯ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი მ-ს საცხოვრებელი  ბინის ჩხრეკისას –  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 ვაზნა, გოგი კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი  იარაღი 8 ვაზნით,  ცეცხლსასროლი თოფი  ვინჩესტერი 26 ვაზნით და 10 000 აშშ დოლარი, კობა გ-სსაცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ვაზნა და 1 ცალი ხელყუმბარა, ნიკოლოზ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – ჩანაწერებიანი ბლოკნოტი (ე.წ. ტყავი)  და ე.წ. საერთოს თანხა 12 260 ლარის ოდენობით, ხოლო ოთარ ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ჩანაწერებიანი ბლოკნოტი (ე.წ. ტყავი) და ე.წ. საერთოს თანხა 210  ლარის ოდენობით ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).