შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეექვსე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ჯონი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 27 მაისს თბილისში, გლდანის რაიონში, ნიღბიანი ჯონი გ. ყაჩაღურად თავს დაესხა ,,ლიბერთი ბანკი“-ს სერვისცენტრს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დიდი ოდენობით თანხა – 4499,30 ლარი, 1300 აშშ დოლარი და 600 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ,,ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 65 საბრძოლო ვაზნა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯონი გ. 15 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ის მინსკიდან თბილისში ჩამოფრინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).