ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარდა. დაფიქსირდა დარღვევის რამდენიმე ფაქტი საარჩევნო უბნებზე, რაზეც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოხდინა. ყველა ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მათ მხარდამჭერებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის ყველა ფაქტზე სამინისტრო რეაგირებას ოპერატიულად მოახდენს.