შსს-ს საარჩევნო სპეცუბნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

შსს-ს საარჩევნო სპეცუბნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საარჩევნო სპეცუბნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. შსს-ს მოსამსახურეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა ორ სპეცუბანში – თბილისსა და ზუგდიდში მისცეს.

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ვადიანმა სამხედრო მოსამსახურეებმა თბილისში, სამგორის რაიონის მე-6 საარჩევნო ოლქის 115-ე უბანში მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, ზუგდიდში კი – 67-ე საარჩევნო ოლქის 110-ე უბანში. შსს-ს სპეცუბნებში ხმის მიცემის პროცესი დარღვევებისა და ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა. საარჩევნო სპეცუბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გასულ წელს ე.წ. დახურული უბნები გაუქმდა და დარჩა სამი სპეცუბანი, ხოლო წელს დარჩა მხოლოდ ორი აუცილებელი სპეცუბანი, სადაც შსს-ს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ.