„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს აკვირდება და მედიას დამატებით ინფორმაციას აწვდის. დარღვევების სტატისტიკის წარმოება ოპოზიციურმა პარტიამ გუშინდელი დღიდან დაიწყო და ქრონოლოგიურად ასე გამოიყურება:
გუშინ საღამოს „ქართული ოცნების“ მაისურიანი პირებით სავსე მიკროავტობუსი გადაუდგა მსუბუქ ავტომანქანას, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრწანისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხათუნა ბერძენიშვილის საარჩევნო შტაბის წევრები იმყოფებოდნენ. მიკროავტობუსიდან გადმოსულმა თავდამსხმელებმა ქვები დაუშინეს მანქანას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იძულებულნი გახდნენ, მანქანიდან გადმოსულიყვნენ.
4 ახალგაზრდას (1 ქალი და 3 მამაკაცი) 30-მდე თავდამსხმელი ფიზიკურად გაუსწორდა. ოთხივე მათგანი „ნიუჰოსპიტალში“ იქნა გადაყვანილი. ქალბატონს, მარი შამათავას, წინასწარი დიაგნოზით, ფეხი აქვს მოტეხილი, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის, მიხეილ შამოევის მდგომარეობას იხილავთ თანდართულ ფოტოზე.
თავდამსხმელთაგან 2 ამოცნობილია. ესენი არიან წარსულში ნასამართლევი ონისე ონიანი და ბექა მეზვრიშვილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმის ადგილას „სახალხო ბანკის“ ფილიალია და მის ვიდეოკამერებზე აღბეჭდილი იქნება თავდასხმის სხვა მონაწილეებიც.
ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიცია 1 სააათის დაგვიანებით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მიგვაჩნია, რომ მაშინდელ ფაქტზე უწყებათშორისი კომიიისა და სამართალდამცავი ორგანოების მაშინდელმა წაყრუებამ დღევანდელი ძალადობა წაახალისა.
გამთენიის 5 საათზე მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეში (მე-16 საარჩევნო უბანი) შეიარაღებული პირები დაადგნენ დაცვის პოლიციას და უბნიდან საარჩვენო ბიულეტენები გაიტაცეს.
დიცსა (38-ე უბანი) და არბოში (39-ე უბანი) ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა ჩვენს კანდიდატს, ალექსანდრე ჯალაბაძეს შეუთვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ხელი არ შეუშალონ მისმა წარმომადგენლებმა
ბოლნისის 48-ე უბანზე (ტალავერის თემი).
ენმ წარმომადგენელს მაჟორიტარობის კანდიდატის ძმამ, აბას აბასოვმა ჩამოაგლიჯა სამკერდე ნიშანი. საუბნო კომისიის თავმჯდომარე ენმ წარმომადგენელს აღარ უშვებდა უბანზე იმ მოტივით, რომ აღარ ჰქონდა სამკერდე ნიშანი.
ზუგდიდის რაიონის 32-ე უბანი (ანაკლია) ჩაიშალა ერთ-ერთი გარდაცვლილის, აბულაძის ნათესავების მივარდნის გამო.
ზუგდიდის რაიონის 91-ე უბნის (ანაკლია) ჩაშლას ასევე აპირებენ გარდაცვლილის, აბულაძის ნათესავები.
ნაძალადევის მე-14 უბნის გარეთ ხელჩართული ჩხუბი იყო.
წალკის 34-ე უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი უბანზე ეწეოდა აგიტაციას.
ქალაქ ბათუმში 102-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებიან, აგიტაციას და ჯგუფების მობილიზებას ახდენენ. როგორც წყარო იტყობინება, აღნიშნული პირები ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მშვიდობიან გარემოში წარმართვას.
ადგილზე ფაქტს შეესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთა დელეგაცია.
ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი საჩივარი.
როგორც გვატყობინებენ აღნიშნული პირები და მათი მიკროავტობუსები განაგრძობენ საარჩევნო უბანთან აგიტაციას.
კასპის 25-ე უბანზე (სოფელი თეზი) სამის ნაცვლად არის ორი ბიულეტენი. აკლია გამგებლის ბიულეტენი.
26-ე უბანზე (სოფელი ფერმი) კომისიის წევრი ამომრჩეველს მიყვება კაბინაში და ახაზინებს 41-ს. იგივე უბანზე ბიულეტენები გამოიტანეს უბნის გარეთ. ეს ფაქტი დაფიქსირებულია ტელეკომპანია ქართლის მიერ.