რატომ ეძახიან “ნარკომანიის კარიბჭეს” და მართლა ლეგალიზებულია თუ არა “მარიხუანა” ევროპაში

რატომ ეძახიან “ნარკომანიის კარიბჭეს” და მართლა ლეგალიზებულია თუ არა “მარიხუანა” ევროპაში

რა არისმარიხუანა”? - აი, წითელხალათიანი და თეთრხალათიანი ორი კაცი (ხალათები მუხლამდე, ბანჯგვლიანი ფეხები ჩანს), ორივეწითელ ბოტასში”, კანცელარიის წინ დგას და... ისეთი, ისეთი ბედნიერები არიან, რომ ენით ვერ აღწერ. მოკლედ, - “დაბოლილები”... სიამოვნებით პოზირებენ ტელეკამერების წინ დაარადაბოლილებსუმტკიცებენ, რომპლანი” “(მარიხუანა”) გონებას ანათებს.  ამ ორიდაბოლილისფოტოფეისბუქზეგამოიფინა და არა მარტო ჩვენთან, “დაბოლილთა საერთაშორისო ძმობის” “შიკადიქცა. აქვე უნდა აღვნიშნო: ეს ორი ხალათიანიბედნიერი”, სულ მცირე, ოცდაათ წლამდეა... ერთი სიტყვით, გასულ კვირასპლანაქეშებიკანცელარიის წინ შეიკრიბნენ დამარიხუანასლეგალიზებას ითხოვდნენ. “რასაც მინდა, იმას მოვწევ, სადაც მინდა, იქ მოვწევ!” - აცხადებდნენ და არც იმის თქმა დავიწყებიათ, რომ ცივილურ დასავლეთშიმარიხუანალეგალიზებულია, ადამიანი კი, თავის არჩევანში - თავისუფალი.

იქ, ცივილურ დასავლეთში “მარიხუანის” მწეველებს ციხეში არ სვამენ და “მასტირკა” თავისუფლად იყიდება: დაჯდები კაფე-შოფში, მიმტანი თვითონ მოგართმევს “შეკეთებულს”, მოქაჩავ, “დაბოლდები” და... ისეთი ბედნიერი, ისეთი კეთილი, ისეთი მხიარული გახდები, რომ სხვა ყველაფერი სულ ცალფეხზე “გკიდია”...

გარდა ამისა, თურმე, “მარიხუანა” სულაც არ ვნებს ჯანმრთელობას, პირიქით - სასარგებლოა: დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ მოწევ “მასტირკას” და განიმუხტები, ბედნიერებისა და მხიარულების “პორციას” მიიღებ. ხელოვანი ხალხისათვის კი, პირდაპირ მისწრებაა - ფერები უფრო მკვეთრი და გრძნობადაღქმადია, მუსიკა ჯადოსნური მაგიაა... აი, რაც შეეხება აზროვნებას, ისეთ სიღრმეებში შედიხარ, ისე გინათდება გონება და ისეთ აზრებს აფრქვევ, რომ “არადაბოლილი” სახტად რჩება, თუ გისმენს, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, “პლანაქეშებს” კლასიკურ მაგალითად ხშირად მოჰყავთ ნოსტრადამუსი, “მარიხუანას” ეწეოდა, გონება ეხსნებოდა და წინასწარმეტყველებდა. საერთოდ, რამდენი გენიოსი ეწეოდა და შედევრებს ქმნიდაო...

მოკლედ, ცივილურ დასავლეთში ღიად და თავისუფლად, კაფე-შოფში შეიძენ საუკეთესო “შეკეთებულს” 10 დოლარად (თუ არ ვცდები) და გახდები “გენიოსი”. 10 დოლარად გენიოსად თუ იგრძნობ თავს, რატომაა ურიგო, მაგრამ თუ ამ თემას სერიოზულად მივუდგებით, მაშინ შოკისმომგვრელ სინამდვილეს უნდა გავუსწოროთ თვალი - “მარიხუანა”, იგივე კანაბისი (ოფიციალურ ენაზე) ტვინის დეგრადაციას იწვევს, რისი დამადასტურებელი შოკისმომგვრელი ფოტომასალა ინტერნეტში უხვადაა.

ცხადია, “მარიხუანის” მომხმარებელს ვერაფრით დააჯერებ, რომ ცდება, რომ გონება კი არ უნათდება, პირიქით, ებინდება და დაბინდული ცნობიერების ილუზიებშია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ “მარიხუანასა” და, მასთან ერთად, “ოპიუმის” ყაყაჩოზე დიდი ბიზნესი კეთდება და ყველა მომხმარებელი თავის ნებითა და სურვილით ნარკოინდუსტრიას ეწირება.

 

ნარკობიზნესისმოკრძალებულიხიბლი

ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა კანონით ისჯება, მაგრამ ამავე დროს, მრავალმილიარდიანი ნარკოინდუსტრია უფრო და უფრო ყვავის. ამ ბიზნესის შემოსავალი არ ხმარდება ეკონომიკის აღმავლობას და არც - სახელმწიფოებრივ განვითარებას. ნარკოინდუსტრია ვითარდება ეკონომიკურად ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებში - ავღანეთი, იტალიის სამხრეთ ნაწილი, კოლუმბია, პერუ.

2008 წელს, როცა მთელი მსოფლიოს წამყვანი ბანკები დიდი კრიზისის წინაშე დადგნენ, ისინი გაკოტრებისაგან, როგორც აღმოჩნდა, ნარკოინდუსტრიამ გადაარჩინა. 2009 წლის ბოლოს, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ანტონიო მარია კოსტამ გაზეთ “ობსევერს” განუცხადა: “მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, თითქმის მთელი საფინანსო სისტემა პარალიზებული იყო, რადგან ბანკები ერთმანეთს ფულს აღარ აძლევდნენ და, ხშირ შემთხვევაში, ნარკომოვაჭრეები იძლეოდნენ ლიკვიდურ საინვესტიციო კაპიტალს. 2008 წლის მეორე ნახევარში კი, დადგა მომენტი, როცა ლიკვიდურობის დაფარვა საბანკო სისტემის ძირითადი პრობლემა გახდა და მხოლოდ დანაშაულებრივი სამყაროდან გადმოსროლილმა თანხებმა იხსნეს. მთლიანობაში, მსოფლიო ეკონომიკური სისტემის გადასარჩენად, ნარკოვაჭრობის სამყაროდან 352 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა”.

ინტერპოლის სტატისტიკით, “მძიმე” ნარკოტიკებით შემოსული თანხის წლიური ბრუნვა 900 მილიონი დოლარია.

ტრადიციულად, ნარკოწარმოების ძირითადი რეგიონებია: “ოქროს ნახევარმთვარე” - ავღანეთი, ირანი, პაკისტანი. ამ რეგიონებში აწარმოებენ “ოპიუმს”, “ჰეროინს”, “კანაბისს”. “ოქროს სამკუთხედი”  - მიანმა, ლაოსი, ტაილანდი, სადაც აწარმოებენ “ოპიუმსა” და “ჰეროინს”. სამხრეთ ამერიკა - კოლუმბია, პერუ, ვენესუელა, ბოლივია. ამ რეგიონებში უმთავრესად “კოკაინს” ზრდიან, როლისგანაც იღებენ “კოკაინს” და “კრეკ-კოკაინს”. ნიდერლანდები აწარმოებს “მარიხუანასა” და სინთეთიკურ ნარკოტიკებს. მაროკო აწარმოებს “ჰაშიშს”. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აწარმოებს სინთეთიკურ ნარკოტიკებსა და ძლიერმოქმედ ნივთიერებებს.

გაერო-ს მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, “ოპიუმისა” და “ჰაშიშის” ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ავღანეთია. 2011 წლის 29 ივნისს, ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ სარედაქციო წერილში აღნიშნა: “ავღანეთს “ოპიუმის” ნედლეულის წარმოების მსოფლიო ბაზრის 74% უკავია. “კოკაინის” წარმოების ლიდერად კი, კოლუმბია რჩება - ყოველწლიურად, ლათინო ამერიკიდან აშშ-ში 500 ტონა “კოკაინი” ჩადის”.

ასე გამოიყურება დღესდღეობით მსოფლიო ნარკოინდუსტრიის სქემა და, რა თქმა უნდა, ჩნდება შეკითხვა: თუ ნარკობიზნესმა იხსნა მსოფლიო ფინანსური კრიზისისაგან, როგორღაა არალეგალური? თუ ნარკომოვაჭრეობას “დანაშაულებრივ სამყაროს” ვეძახით, რატომღა ისჯება კანონით?

 

რაც შეეხებამარიხუანასლეგალიზაციას...

“კანაბისი” შეიცავს ისეთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკების დასამზადებლად. ამიტომ, კანონით, ყველა ქვეყანაში, რამდენიმეს გარდა, აკრძალულია:

2013 წლის 19 დეკემბერს, ურუგვაის სენატმა  “მარიხუანას” სრული დეკრიმინილიზაცია მოახდინა - მცენარის მოყვანა, გაყიდვა, შეძენა, გამოყენება და “კანაბისის” გაყიდვასთან დაკავშირებით, მონოპოლია სახელმწიფომ აიღო. “მარიხუანის” ყიდვა, არა უმეტეს 40 გრამისა, შეუძლია ახალგაზრდას 18 წელზე ზემოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეციალურ ბაზაში გაივლის რეგისტრაციას. “მარიხუანა” იყიდება იმ აფთიაქებში, რომლებსაც შესაბამისი ლიცენზია აქვთ. “კანაბისის” მოყვანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს (ვისაც სურვილი აქვს), ოღონდ, არა უმეტეს - 6 ბუჩქისა.

ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკო აცხადებს: “მთელი 50 წლის განმავლობაში, ქვეყანა ცდილობდა ნარკოვაჭრობას ერთი ინსტრუმენტით - სისხლის სამართლის მუხლით შებრძოლებოდა. შედეგად, მივიღეთ გაცილებით მეტი მომხმარებელი და დანაშაულებრივი დაჯგუფება. ვთვლი, რომ ეს კანონი ნარკომოვაჭრეებს შემოსავალს მოუსპობს, “მძიმე” ნარკოტიკების მოხმარებას კი, შეამცირებს”. ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” ხოსე მუხიკოს ნობელის პრემიას უწინასწარმეტყველებს მშვიდობის დარგში თუ, რა თქმა უნდა, მისი ექსპერიმენტი გაამართლებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ურუგვაის პრეზიდენტი, 78 წლის ხოსე მთელ თავის ხელფასს ქველმოქმედებაში დებს - ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს და ერთი წლის წინ, მასზე “ბი-ბი-სი”-მ ფილმიც გადაიღო.

ურუგვაის შემდეგ, 2014 წლის იანვარში, აშშ-ის 20 შტატში (რეფერნდუმის ჩატარების შემდეგ), “მარიხუანის” ლეგალიზაცია დაიშვა - კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებში შესაბამისი ლიცენზიის მქონე მაღაზიებში იყიდება. “მარიხუანის” მოწევა შეიძლება მხოლოდ კერძო შენობებში, თუ მესაკუთრე უფლებას დართავს. “მარიხუანას” შტატებს გარეთ გატანა აკრძალულია. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ “მარიხუანის” ლეგალიზაციას კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებში თამამი ექსპერიმენტი უწოდა. ადგილობრივი ხელისუფლება თვლის, რომ “მარიხუანის” გაყიდვით ზემოაღნიშნული შტატები მილიონებს იშოვიან. ეკონომისტების პროგნოზით, წლის ბოლოსთვის 400 მლნ იქნება შემოსავალი. ჩინოვნიკებს უნდათ, რომ შემოსული თანხიდან 40 მლნ ახალი სკოლების მშენებლობაზე დახარჯონ.

რაც შეეხება ევროპას, მხოლოდ ნიდერლანდებში, ერთ-ერთი ქალაქის ერთ უბანშია დაშვებული კაფე-შოფები, სადაც მიმტანს “შეკეთებული” მარიხუანა მოაქვს. ევროპის დანარჩენ ქვეყნებში “მარიხუანა” იკრძალება და მისი მოხმარება და გაყიდვა კანონით ისჯება, თუმცა ევროპელი პოლიციელები და კანონდამცველები ლიბერალურად არიან განწყობილნი “მარიხუანას” მომხმარებლების მიმართ - თუ არაფერს აშავებს, მოწიოს და იყოს.

ასე რომ, როცა ჩვენი “პლანაქეშები” გაიძახიან, ევროპაში “მარიხუანა” ლეგალიზებულიაო, არ გახლავთ სწორი. ევროპაში “მარიხუანას” მომხმარებელი და გამსაღებელიც ისჯება კანონით. მხოლოდ ურუგვაისა და აშშ-ის 20 შტატშია “მარიხუანა” ლეგალიზებული.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში “მარიხუანის” ლეგალიზაცია არ მოხდება, მაგრამ დაიწყება დეკრიმინალიზაცია და ამაზე იურისტები უკვე მუშაობენ.

 

ნარკომანიის კარიბჭე

ამერიკელი მეცნიერების მიერ დადგინდა: თუ ადამიანმა მოწია “მარიხუანა”, მეორე დღეს, მისი აღქმის უნარი სამჯერ კლებულობს. მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იმიტომაა ცხოვრების დონე დაბალი, რომ უმრავლესობა “მარიხუანას” ეწევა. ეს ნარკოტიკი იოლად იწვევს განცხრომას, რაც აბრკოლებს მისწრაფებას. არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, სამკურნალოდ მისულ პაციენტთა უმეტესობამ “კაიფი” “მარიხუანათი” დაიწყო და შემდეგ, სხვა ძლიერ ნარკოტიკზე გადავიდა. “მარიხუანას”, ასვე, “ნარკომანიის კარიბჭესაც” ეძახიან.

პროფესორ-ნარკოლოგი გელა ლეჟავა თვლის: “ისინი, ვინც “კანაბისის” სრულ ლეგალიზაციას შეუწყობენ ხელს, არიან საქართველოს მტრები, ქართველი ერის მტრები, რადგან მივიღებთ თაობას, რომელსაც არ აინტერესებს საქმე, რომელიც არის ავადმყოფი და რომლის უმეტესობაც გადავა მძიმე ნარკოტიკზე. განადგურებულ და გაუბედურებულ თაობას მივიღებთ, ეს გვინდა?!”

სწორედ ამ ხალხზე, ნარკომანებზე აკეთებს მილიარდებს ნარკოინდუსტრია, რომელიც ¹1 ბიზნესია. ასევე, ცნობილია, რომ ნარკობიზნესი აფინანსებს ომებს და ტერორიზმს. პრაქტიკულად, ყველაფერ დესტრუქციულს (მათ შორის, ადამიანებს) ნარკობიზნესი აერთიანებს.

ასე რომ, ყველა “პლანაქეში”, რომელიც ამბობს, თავისუფალი ვარ - რასაც მინდა, იმას ვირჩევ, რასაც მინდა, იმას მოვწევ და სადაც მინდა, იქ მოვწევო, სინამდვილეში, სულაც არაა თავისუფალი, პირიქით - დიდი ნარკოინდუსტრიის შემადგენელი სეგმენტი, უბრალოდ, მონაა!