საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი 14 ივნისიდან გაიხსნა და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზის სარემონტო-გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელების გამო ავტომანქანების გაშვება ეტაპობრივად მოხდება. დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი სტიქიის შედეგად ხეობაში ჩამოწოლილი ნაშალი მიწის გაწმენდითი სამუშაოების გამო 17 მაისიდან არ ფუნქციონირებდა.