"შევხვდი მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს. ვისაუბრეთ დეტალებზე და მივიღე პასუხი, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიებაა დაწყებული, რომ პროკურატურა მუშაობს. ორივეს აშკარად შევატყვე საუბარში, რომ ისინი საქმე იცნობენ, მოწმეების სახელებიც ზეპირად იციან და გარემოებებშიც კარგად არიან გარკვეული. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს მკვლელობა გამოძიებული იქნება - რაც ხელისუფლება შეიცვალა, ჩემი იმედები უფრო გამყარდა, მით უმეტეს ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილი ისე წავიდა ქვეყნიდან, საქართველოსკენ გამოხედვასაც ვერ ბედავს. მე არასდროს მქონდა ილუზია, რომ მამაჩამის მკვლელობის საქმეს ერთ დღეში გამოიძიებდნენ და მკვლელებს გაასამართლებდნენ იმის გამო, რომ გურამ შარაძის მკვლელობა სწორედ მიხეილ სააკაშვილმა შეუკვეთა", - აცხადებს რუსუდან შარაძე გაზეთ"პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ მოკლა გურამ შარაძე / რუსუდან შარაძე: გია ფაჩულია, ვინც უშუალოდ ტყვია ესროლა მამაჩემს და მოკლა, დღემდე სამეგრელოს ძალოვან უწყებაში არც ისე დაბალ თანამდებობას ინარჩუნებს / გურიკა ქადარია თენგიზ გუნავამ საკუთარი ხელით სცემა თავის კაბინეტში".
"დღევანდელი კანონმდებლობით, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის დაწესებულია და რატომღაც დღესაც მოქმედებს, დახურული საქმის ძიებაში დაბრუნება ძალიან რთულია - აღმოჩენილი უნდა იყოს ახალი გარემოებები. ჩვენ პროკურატურაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შევიტანეთ არაერთი ახლად აღმოჩენილი გარემოება და ძირითად მოწმეთა ჩვენებები. მოწმეები არიან ისინი, ვინც ფიზიკურად ნახეს მკვლელი. ასევე მოწმე, რომელიც ციხეში იჯდა და საკუთარი თვალით აქვს ნანახი როგორ აიძულებდა ოლეგ მელნიკოვი ერთ-ერთ მოწმე გიორგი გათენაძეს, რომ გიორგი ბარათელს აღიარებითი ჩვენება მიეცა, თითქოს გურამ შარაძის მკვლელობა გოგა ხაინდრავამ შეუკვეთა და ხაინდრავას კი, თავის მხრივ, სპეცსამსახურებმა. პროკურატურაში ასევე დევს ირაკლი ოქრუაშვილის ახლობლის დაკითხვის ოქმი, რომლესაც დათა ახალაი თავისი ხელით აწამებდა და ემუქრებოდა, ისევე გაგასაღებ, როგორც გურამ შარაძე გავასაღეო. ასევე ცოლ-ქმრის ჩვენება, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს მკვლელი, რომელიც ბარათელისგან მკვეთრად განსხვავდება ფიზიკურად. და რაც ყველაზე მთავარია მეგის ქარდავას მარჯვენა ხელის, ყოფილი პოლიციელის გურიკა ქადარიას ჩვენება...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რუსუდან შარაძე.
"ქადარია სამეგრელოდანაა. მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ჯერ კიდევ მეგის ქარდავას დაქვემდებარებული პირი იყო, დაიბარა ქარდავამ და უთხრა, რომ სამეგრელოდან თბილისში ჩამოიყვანდა ორ სპეცრაზმელს: თემურ ჯგერენაიასა და გია ფაჩულიას. მათ დაუკავშირდებოდა ე.წ. მასტერა, რომელიც დეტალურ გეგმას გააცნობდა. სწორედ მეგის ქარდავას დავალებით ამ სამ კაცს უნდა მოეკლა გურამ შარაძე. გურიკა ქადარიამ უარი თქვა ამ გეგმის შესრულებაზე და ის რომ დღეს ცოცხალია, ბარათელის მსგავსად, ღმერთის წყალობაა. გურიკა ქადარია ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ჩართული არიანმკვლელობის საქმეში - დათა ახალაიათი დაწყებული და რიგითი პოლიციელებით დამტავრებული, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ დასახელებულ პირებს შორის უმეტესობა და მათ შორის თითქოს შემსრულებელი გია ფაჩულია - ვინც უშუალოდ ტყვია ესროლა მამაჩემს და მოკლა, დღემდე სამეფრელოს ძალოვან უწყებაში არს ისე დაბალ თანამდებობას ინარჩუნებს - მოგეხსენებათ, ბევრ უწყებაში დრესა ყოფილი "ნაციონალები" არიან", - განაგრძობს რუსუდან შარაძე.
"ქადარიამ რომ უარი თქვა გია ფაჩულიას და თემურ ჯგერენაიას წამოყვანაზე, ამით საქმიდან გავიდა და 100%-ით არ იცის, მკვლელობა ამ ორს შეასრულებინეს თუ არა, მაგრამ იცის, რომ მეგის ქარდავა სწორედ მათაკვლევინებდა გურამ შარაძეს. თემურ ჯგერენაია დრეს უკვე გარდაცვლილია - რუსეთში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა 2010 წელს. ეს ორნი არიან ეჭვმიტანილნი მკვლელობაში - ვისაც უშუალოდ უნდა ესროლა გურამ შარაძისთვის, თორემ იქ კიდევ არიან პირები ვინც შემდეგ უკვე ქადარიაზე ახდენდნენ ზეწოლას. გურამ შარაძის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილსა და მის ხროვას 5 ათასი ლარი უღირდა - სწორედ ეს თანხა გადაუხადეს გურიკა ქადარიას მამაჩემის მკვლელობისთვის. მან უარი მაშინვე არ თქვა, გაითამაშა, თითქოს ავად იყო და ასე სცადა ტავის დაძვრენა. რა თქმა მიხვდნენ, რომ არ ემორჩილებოდათ, ამიტომ ჩააგდეს ციხეში, აწამეს და თენგიზ გუნავამ საკუთარი ხელით სცემა თავის კაბინეტში", - დასძენს რუსუდან შარაძე.
"ქადარიამ ჯოჯოხეთი გამოიარა. ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც თავისი ფეხით გამოცხადდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში და მოითხოვა დაეკითხათ. იქ დახვდა პროკურორი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილი ყოფილი მარჯვენა ხელი და რომელმაც, რა თქმა უნდა არ დაკითხა. ამის გამო თბილისში მომიწია "ბუნტის ატეხა" - შევაწუხე იუსტიციის მინისტრი, მაშინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. ამის შემდეგ მოხდა ქადარიას ადგილზე დაკითხვა. მე დიდხანს არ ვასახელებდი მის გვარს, შარშან ზაფხულში უბრალოდ ზოგადად ვთქვი და ახლა დამალვა აღარ შეიძლება", - დასძენს რუსუდან შარაძე და შეკითხვას - "საინტერესოა, მტკიცებულებად გამოდგება ის ვიდეოფირი, რომლის საფუძველზეც თავის დროზე გიორგი ბარათელი გაასამართლეს?" - პასუხობს:
"საქმის ხელახალი გამოძიება, სწორედ გურიკა ქადარიას ჩვენების საფუძველზე დაიწყეს, მაგრამ ამის გარდა, ამ საქმეში უამრავი მოწმეა იგივე ძალოვენ უწყებებში, ვისაც სინდისი ჰქონდა და ასეთ ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ. რაც მთავარია, არიან მკვლელობის მოწმეები, რომლებიც მკვლელებს სახეებზე იცნობენ. მე მათი ვინაობა დღემდე არ დამისახელებია და ახლა იმედი მაქვს, რომ ოფიციალურ ჩვენებას მისცემენ. ამ საქმეში პარადოქსული სწორედ ეგ არის, რომ მკვლელობა ფირზეა აღბეჭდილი და სადაც ბარათელი საერთოდ არ ფიგურირებს და ვინც სასიკვდილო გასროლას ახდენს, ბარათელზე ორი თავით მაღალია!"