თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა თუ დეზინფორმაციის და ტყუილის ტირაჟირების მხილება? - კომუნიკაციების კომისიამ 19 ივნისის სხდომაზე განიხილა პარტია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი საჩივრები ტელეკომპანიების – „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ. საჩივრები ეხება მედიაში კანონის შესაძლო დარღვევებს.
კომისიის ცნობით, „ტვ პირველთან“ დაკავშირებით განხილული იყო საინფორმაციო გამოშვების 14 ფრაგმენტი და ორი Facebook ქარდი, რომლებიც იმ პერიოდს შეეხება, როცა კანონმდებლობა ჯერ არ იყო ძალაში შესული.
„მთავარი არხის“ წინააღმდეგ მიმართული საჩივრის განხილვა კომისიამ გადადო, რადგან სხდომას არხის წარმომადგენელი არ დაესწრო. ეს საკითხი ასევე 3 ივლისს განიხილება.
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ საქმეებზე 3 ივლისს, 15:00 საათზე, დაგეგმილ სხდომაზე გახდება ცნობილი.
„ტვ პირველის“ შემთხვევაში, პრემიერ ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, „ქართული ოცნება“ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - „ოლიგარქი“; „არალეგიტიმური ხელისუფლება“; „ოლიგარქის რეჟიმი“; „კლანის მსახური მოსამართლე“ და ა.შ.
მედია-პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან თვლის, რომ დღევანდელ საქართველოში მედიის თავისუფლება უპრეცედენტოა. მისი შეფასებით, წარსულში ჟურნალისტებისთვის სიტყვის გამოხატვა უამრავი ბიუროკრატიული და პოლიტიკური ბარიერის გადალახვას უკავშირდებოდა, მაშინ, როცა დღეს მედიის დაფუძნება თავისუფლად და შეუზღუდავად არის შესაძლებელი. ექსპერტი მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანიებს და მათ „პარტიულ პრესცენტრებს“ უწოდებს, რომელთაც, მისი აზრით, ჟურნალისტური სტანდარტები შერჩევითად ესმით და ხშირად ტყუილის ტირაჟირებით საზოგადოებას სიცრუეში ამყოფებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს არ აქვს პოლიტიკური კონტექსტი და ისინი კანონით დადგენილი პროცედურების ფარგლებში მიმდინარეობს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ რეგულაციები ერთნაირად ეხება ყველას.
„საუბარია კონკრეტულ მედიაპროდუქტზე, რომელიც შეესაბამება თუ არა ახალ საკანონმდებლო ნორმებს. კანონი ყველასთვის ერთია - როგორც სარედაქციო პოლიტიკის, ისე გავრცელებული შინაარსის მიხედვით“, - ამბობს სამხარაძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის თქმით, სიტყვის თავისუფლება დაცულია, თუმცა თავისუფლებას უნდა ახლდეს პასუხისმგებლობაც.
„არავინ აპირებს სიტყვის შეზღუდვას, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, არ მოხვდეს მიზანმიმართული მანიპულაციის ან დეზინფორმაციის ზემოქმედების ქვეშ. მედიას კანონის ფარგლებში მოქმედება მოეთხოვება ყველა სუბიექტს“, - ამბობს მაჭარაშვილი.
კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელობაც აცხადებს, რომ ტელეკომპანიების საკითხებზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება არსებული მტკიცებულებების და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, პროცესში პოლიტიკური ჩარევის გარეშე.
გიორგი ახვლედიანმა for.ge-თან აღნიშნა, უკვე 30 წელია მედიის სფეროშია და ყველა ეტაპი გავლილი აქვს, თუმცა მსგავსი თავისუფლება აქამდე არცერთ მედიაში არ ყოფილა.
„არც ერთ ხელისუფლებაში არ ყოფილა ისეთი თავისუფალი და ხელმისაწვდომი მედია გარემო, როგორიც დღესაა. დღეს შესაძლებელია ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს ერთ დღეში დაფუძნება. საკმარისია სურვილი და შესაძლებლობა და რამდენიც გინდა, იმდენს შექმნი“, - ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მსგავსი გარემოს არსებობა წარმოუდგენელი იყო.
„დავუბრუნდეთ სულ ახლო წარსულს - ნაციონალების დროს ტელევიზიების გახსნა ურთულესი იყო - ლიცენზიის მიღება მაუწყებლობისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ნებართვისა და სიხშირის მისაღებად საერთაშორისო დონეზე ჩარევა იყო საჭირო -ევროკავშირის ან ამერიკის ჩართულობის გარეშე არაფერი არ კეთდებოდა. მაშინაც კი, როცა განსხვავებული აზრის გაჟღერება სურდათ, ეს თითქმის მიუღწეველი იყო“, - ამბობს ექსპერტი.
ახვლედიანის თქმით, დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია - ქვეყანაში სიტყვის თავსიუფლება კი არა სიტყვის განუკითხაობა გვაქვს.
„წარმოიდგინეთ, დილით რომ განაცხადოთ ტელევიზიის გახსნაზე, საღამოს უკვე ლიცენზია შეიძლება გქონდეთ. საქართველოში დღეს არამხოლოდ სიტყვის თავისუფლება გვაქვს, არამედ სიტყვიერი განუკითხაობაც. უამრავი ტელეკომპანია გაჩნდა, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ნაცოპოზიციის პრესცენტრები. ისინი ტელეკომპანიები კი არა, პარტიული ცენტრები არიან, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას ცილისწამების და სიცრუის გავრცელების უფლებად აღიქვამენ. ხანდახან ფაქტების გამოგონებამდეც კი მიდიან და მთელი სიუჟეტები ტყუილებზე აქვთ აგებული“, - მიიჩნევს ახვლედიანი.
მისივე თქმით, მსგავსი ტელეკომპანიები, პრაქტიკულად, ყველა ჟურნალისტურ სტანდარტს და ეთიკას არღვევს.
„მთელ მსოფლიოში არსებობს ოქროს წესი - ფაქტი წმინდაა და მისი გაყალბება დაუშვებელია. ეს ადამიანები კი, რომლებიც თავს ჟურნალისტებად აცხადებენ, არ იცავენ ჟურნალისტიკის არც ერთ სტანდარტს. იგონებენ ფაქტებს და ცდილობენ ისინი რეალურად წარმოაჩინონ. ეს არ არის ჟურნალისტიკა, ეს არის სიცრუის მანქანა და მიზანმიმართული პროპაგანდა. ამას ემატება ცილისწამების კამპანია. დღეს ასეთი ტელეკომპანიები პარტიული პრესცენტრები არიან, რომლებიც მთლიანად ემსახურებიან თავიანთი ლიდერების დღის წესრიგს. მათ არ აქვთ სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებს და პრობლემებს ასახავს. ისინი ავრცელებენ სიცრუეს, რომელიც მორგებულია მფლობელთა ინტერესებზე“,-ამბობს ექსპერტი.
გიორგი ახვლედიანის შეფასებით, მსგავსი ტელევიზიები დღეს იმდენად დიდ საინფორმაციო ზეწოლას ახდენენ მოსახლეობაზე, რომ თავად აუდიტორიას უკვე მათი ყურება და მოსმენა მობეზრდა.
„ამიტომაც არავის სჯერა მათი ერთი სიტყვისაც კი. ამის შედეგია, რომ დღეს ყველაზე დიდი რეიტინგი ტელეკომპანია „იმედს“ აქვს, ხოლო დეზინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზიებს ან ხურავენ, ან კადრებს ამცირებენ. ტელეკომპანიები, რომლებიც იყენებენ ტერმინებს - „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „ოლიგარქიული რეჟიმი“ და ასე შემდეგ - საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას ცდილობენ“, - ამბობს ექსპერტი.
ახვლედიანი მიიჩნევს, რომ 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლებამ გამარჯვება მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით მოიპოვა და არავინ აღარ დაობს მათ ლეგიტიმურობაზე.
„დასავლეთშიც არავინ ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია. შესაბამისად, ასეთი ტერმინების გამოყენება უდიდესი უპასუხისმგებლობაა და საზოგადოების აზრის მანიპულაცია. მედიამ არ უნდა გაავრცელოს სიცრუე. საზოგადოების უმრავლესობამ არჩევანი უკვე არაერთხელ გამოხატა, რომ არ სურს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. კვლავ „ოცნებას“ უჭერენ მხარს. ამიტომ ასეთი პროპაგანდა, თითქოს ხელისუფლება არალეგიტიმურია, უნდა დასრულდეს“, - ამბობს ახვლედიანი.
ტელევიზიას საზოგადოების ( ხალხის) ცნობიერება--მენტალიტეტზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ატომური ბომბის ძალა აქვს
დღეს, ხვალ, ზეგ ...ასე წვეთ--წვეთობით ამ ტელევიზიებით ადამიანებს მიზანმიმართულად ურეცხავენ ტვინებს....
როგორც ოდესღაც(კომუნისტების დროს) ,,ამერიკის ხმა,,--ცოტა მართალი, დანარჩენი ტყუილი..... ცოტა მართალი დანარჩენი ტყუილი (ნაცადი მეთოდია) და ასე შემდეგ წავიდააა.......ლანძღვა--გინება...ლანძღვა გინება,..ტყუილი, საძაგლობა და სხვა ათასი უარყოფითი თვისება
თან მითუმეტეს კომუნისტების მერე გაღატაკებულ საზოგადოებამ გუბკასავით შეიწოვა ტელევიზიით რეკლამირებული---- ბოზობა, ჩათლახობა ლანძღვა--გინება ..არაფერს აღარ ჰქონდა ტორმუზი..... მიდი და მიდი..... მორალი და ზნეობა ნოლი---
ყველა უარყოფითი თვისება საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ, რომლებსაც ბაგაჟი საერთოდ არ ჰქონდა, უხვად შეისხოლხორცა ეს
რეკლამირებული ტვინების გამორეცხვა .. მით უმეტეს დამშვეულ ქვეყანაში ფულზე ყველაფერი რომ იყიდებოდა, ეს ყველაფერი ჩვენმა ძვირფასმა მეგობრება უხვად დააფინანსე---ძალღონეს არ იშორებდნენ .
მოკლედ გარემო შეგვიქმნეს, გარემო ისეთი როგორიც ხალხის ზნეობა--მორალის გადასაგვარებლად იმ კეთილებმოტყნულ კოლუმბს აწყობდა
ანუ პავლოვი ჩაგვიტარეს, პავლოვი
კი უფროსი თაობა ამ ყველაფერს ხედავდა, ბუინობდა კიდეც მაგრამ ძალა (ფული) აღმართსა ხნაავსოო..
ვინც ნამეტნავად ატრაკებდა კიდევ ჩარეცხეს ან მოკლეს და ა.შ.
იმიტომ ვამტკიცებდი ყოველთვის---- სათავეში ერთი ხუთი უპატრონო, გულანთებული ქართველი და ქვეყანას ეშველება..
.მანამდე კი ასე ძაღლუმადურად ვიქნებით და ხან ერთ კედელს მიგვანარცხებენ და ხანაც მეორეს....