შინაგან საქმეთა მინისტრი დევდორაკის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

შინაგან საქმეთა მინისტრი დევდორაკის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით საგანგებოდ შექმნილ შტაბს ხელმძღვანელობს. მინისტრი აგრძელებს მუშაობას დარიალის ხეობაში. ალექსანდრე ჭიკაიძე დევდორაკის ხეობაში ვერტმფრენით ჩაფრინდა და არსებულ ვითარებას და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები მეწყერის შედეგად დაგროვილი წყლის კალაპოტის შესაცვლელად ყველა საჭირო სამუშაოს ატარებენ, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს გაწმენდითი და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.