დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 13 მოქალაქე გადაარჩინეს

დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 13 მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. ამ დროისთვისმაშველებმა დარიალჰესის მშენებლობასთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მოქალაქე გამოიყვანეს. 13-ვე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი მოქალაქე ფეხის მოტეხილობით ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ამოსაყვანად.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტრის ხელმძღვანელი პირები დარიალის ხეობაში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დანაყოფები სამაშველო ღონისძიებებს აგრძელებენ.