ბაჩო ახალაია ციხეს 26 ივლისს ტოვებს!

ბაჩო ახალაია ციხეს 26 ივლისს ტოვებს!

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ხელისუფლებას მიმართავს: „არც კი გაბედოთ!“

„მოკლედ, რა მინდა გითხრათ, როგორც მოგეხსენებათ, ბაჩო 9 ბრალდებაში გამართლდა და ეხლა ციხეში ყავთ გამოკეტილი არასაპატიმრო მუხლით (332-ე, I ნაწილი) სწორედ იმ საქმეზე (პატიმრებისთვის კარგი პირობების შექმნა) რომლის სასამართლო განხილვა 2 დღეა დაიწყო. 9 თვიანი ვადა ამ საქმეზე მთავრდება 26 ივლისს და გამართლების შემთხვევაში ბაჩო დატოვებს ციხეს, თუმცა ჩემი ვარაუდით ამ სასამართლო პროცესის დამთავრება 26 ივლისამდე ვერ მოესწრება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ მარტო ჩვენ გვყავს უამრავი მოწმე დასაკითხი, ამ შემთხვევაში, თუ 26 ივლისამდე ვერ მოესწრება განაჩენის დაყენება, ბაჩო თავისუფლდება კანონის თანახმად, და ერთი ზედმეტი წუთითაც კი ვერ გააჩერებენ ციხეში, ხოლო სასამართლო გაგრძელდება და ბაჩო უკვე გარედან ივლის სასამართლოზე და არა ციხიდან. თუმცა ამ სასამართლოს ბოლო მაინც გამამართლებელი განაჩენი იქნება, ვინაიდან საქმე თავიდან ბოლომდე დაშლილია, ყველა მოწმე ამოუყირავდათ. მოკლედ, ყველა ვარიანტში ბაჩო 26 ივლისს ტოვებს ციხეს!

ეხლა, კი ის, რისი თქმაც მინდოდა: როგორ ფიქრობთ, რა დარჩენია ამ ხელისუფლებას, იმისათვის, რომ ბაჩო ახალაია არ გამოვიდეს ციხიდან?! დიახ, რა თქმა უნდა ახალი ბრალის შეთითხვნა და კიდევ 9 თვით გახანგრძლივება პატიმრობის. მაგრამ არის ერთი მაგრამ, ყველაფერს აქვს საზღვარი და გინდა მუქარაში ჩამითვალეთ და გინდა გაფრთხილებაში, არც კი გაბედოთ!“, - წერს ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.