საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, რომელიც მზია ამაღლობელს ეხება.
„ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ევროკავშირის საელჩო საქართველოში ჰერჩინსკისა და თურაძის ფოტოს ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახეში სილა გაარტყა.