როგორც 8-გვერდიან წერილობით მიმართვაშია ნათქვამი, ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების არშეშვების მოთხოვნის მიზეზია ადვოკატთა კორპუსის მიზანმიმართული დევნა, რამაც ”მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო და მიიღო ინტენსიური ხასიათი”.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ზაზა ხატიაშვილთან ერთად, მიმართვას ხელს აწერს 22 არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერი, მათ შორის არიან: ”ქართული აკადემიიდან” თემურ ნანეიშვილი, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წარმოამდგენლები - ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” თავმჯდომარე ეკა ბესელია, ”გადაარჩინე სიცოცხლე”-ს ლიდერი იური ვაზაგაშვილი, ასოციაცია ”კანონი ხალხისთვის” თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი, ”სახალხო-სახალხო წინაღმდეგობის მოძრაობიდან” სოსო მანჯავიძე, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ლიდერი ლია მუხაშავრია, ვეტერანთა კავშირი ”ვექთარი”, ”საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია”...