"წელიწადნახევარია მთავრობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს"

"მე მესმის ხელისუფლების და განსაკუთრებით მთავრობის პოზიცია, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი გაკეთდა. შედეგების მიხედვით ამის დასაბუთება ჭირს, მაგრამ მთავრობის ოპტიმიზმი მაინც კარგია. მაგრამ უფრო კარგი იქნება, მთავრობის აქტიურობა კარდინალური საკითხების გადაწყვეტაზე გადავიდეს. იმედი, რომ რაღაც ხელშეკრულებები ქვეყანას თავისთავად წინ წასწევს ისე, რომ საშინაო პოლიტიკა მომართული არ იქნება ქვეყნისთვის, ისეთივე ზღაპარია, როგორც ის ილუზიები, როგორიც ზოგიერთ მაღალჩინოსანს აქვს, მაგრა 1-2 წელი გავა და პირობას გაძლევთ - თუ არაფერი შეიცვალა შედეგი ნულოვანი იქნება", - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დემურ გიორხელიძე: "წელიწადნახევარია მთავრობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს".

"თუ შედეგები არ არის და ხალხი მაინც გამოხატავს მომავლის იმედს - ანუ ვაცალოთ და შემდეგ იქნებ რაღაც კარგი მოხდეს - ამ პრინციპებით დემოკრატიული საზოგადოებები არ ვითარდება. იმიტომ, რომ არაფარი არავის არასდროს არ უნდა აცალო! პირიქით, საზოგადოებასაც და პოლიტიკურ ოპონენტებსაც უნდა ჰყავდეს ხელისუფლება უმძიმეს პრესინგში და სულის მოთქმის დაშუალებას არ უნდა აძლევდნენ. ასეთი რამ კი არ არსებობს. პოლიტიკური ოპოზიცია პარლამენტში ფორმალურია. რეალურად "ნაციონალური მოძრაობა" დუეტში მოთამაშე პოლიტიკური ძალაა, რომელიც "მისამღერის" ფუნქციას ასრულებს. მანან, სანამ გარეთ არ ჩამოყალიბებულა სერიოზილი გამაწონასწორებელი პოლიტიკური ძალები, შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება. ანუ ხელისუფლებები ყოველთვის იტყვიან, რომ შესანიშნავადაა ყველაფერი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.

"ეჭვიც არ მეპარება, რომ მათთვის ყველაფერი შესანიშნავადაა. პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, რომ წელიწადნახევარია მტავრობა მხოლოდ საკუტარ კეთილდრეობაზე ფიქრობს. სახლმწიფო სამსახურემბა უკვე მიაღწიეს ძალიან მაღალი დონის კეთილდღეობას, რისი მიტაცებაც შეიძლებოდა და სახელმწიფო ფულით რა კომფორტის მოწყობაც შეიძლებოდა, მოიწყვეს, დაუმსახურებელი პრემიებიც მიიღეს, როცა შედეგი ნულოვანია. ახლა უკვე ისევ მთავრობის მეთაურის საფიქრალია, ეს მოჯადოებული წრე გაარღვიოს - ჩვენ 22 წელია არაერთი ამაყი მთავრობის მეთაური გვინახავს, რომლის უკან საქმეები არ იყო. არ ვიცურვებდი, ამ პრემიერ-მინისტრსაც იგივე ბედი სწეოდა", განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "პრემიერი კი ამბობს, ერთი გუნდი ვართო, მაგრამ ითქვა, რომ ღარიბაშვილს ამის ხაზგასმა დასჭირდა, რადგან გუნდის შიგნით არეულობაა..." - პასუხობს:

"გინდა ერთი გუნდი იყავი, გინდა სოლისტებისგან შემდგარი ერთობა, მთავარია შედეგი დადე. როდესაც ასეთ გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყანაში წელიწადნახევარი გადის და ამ ხნის მანძილზე აშკარად დაბალაეფექტური მმართველობაა, შედეგები მცირეა და მთავრობაში ცვლილებები არ ხდება, ეს სატრაბახო სულაც არ არის. პირიქით,მართვის ოპტიმალუტი მეთოდები გეუბნება, რომ გარდამავალ პერიოდში ლავირებას უნდა აკეტებდე იმის მიხედვით, რა ამოცანები გაქვს დაგასაწყვეტი და როგორ წყვეტ ამას. შენ გუნდის ერთგულებით იტრაბახო და შედეგი ადგილზე იდგეს, ვერ არის ეს კარგი მართვა. მე არ მომწონს"