”ნანუკას, თაკოს, თამარისა და ანის შედარება ნამდვილად შეიძლება ოთარაანთ ქვრივთან, ქეთევან დედოფალთან...”

”ნანუკას, თაკოს, თამარისა და ანის შედარება ნამდვილად შეიძლება ოთარაანთ ქვრივთან, ქეთევან დედოფალთან...”

"ყოველთვის მომწონდა ქალთა აქტურობა პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში...
მაგრამ
ნანუკა ჟორჟოლიანი, ანი ნადარეშვილი, თაკო მერაბიშვლი, თამარ ჩერგოლეიშვილი.
ესენი სულ სხვაა...
ეს რაღაც ახალი მოვლენაა..
არის მათში რარაც დეკაბრისტების ცოლების,
ოთარაანთ ქვრვის,
ქეთევან დედოფლის,
ძუ ლომების..
ეს უკვე პოეზიაა..."

ეს სიტყვები პოეტმა სერგი კაკალაშვილმა საკუთარი ფეისბუქს გვერდზე გამოაქვეყნა... სტატუსმა ამერიკაში მოღვაწე პროფესორის, დოდონა კიზირიასმოწონება დაიმსახურა, რომელმაც თავის შთაბეჭდილება ამერიკიდან გაგვიზიარა.. 

- საინტერესო ის არის, რომ ბატონმა სერგიმ არ ახსენა ის ქალები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან და ზოგიერთს მინისტრის
თანამდებობაც უკავია. 
პარლამენტის უმრავლესობაში მყოფ ქალებზე შეგნებულად არ ვილაპარაკებ, მაგრამ უმცირესობის რიგებში რამდენიმე ძალიან ნიჭიერი და პროფესიონალი ქალია, რომელთა გამოსვლა ყოველთვის გულს მიხარებს.

- ჩამოთვლილი ოთხი ქალბატონიდან რომელი იმსახურებს თქვენს სიმპათიას, ანტიპათიასაც?

- მათგან პოლიტიკურად აქტიურს მხოლოდ ერთს ვხედავ, - ანი ნადარეიშვილს. შეიძლება, ვცდები და ქალბატონი თაკო სალაყაიაც საკმაოდ აქტიურია პოლიტიკაში. ნანუკა ჟორჟოლიანს და თამარ ჩერგოლეიშვილს აქვთ თავიანთი გადაცემები, სადაც პოლიტიკურ თემებზე ხდება ლაპარაკი, მაგრამ ეს არ მიმაჩნია პოლიტიკურ აქტიურობად. ძალიან ვუთანაგრძნობ როგორც ქალბატონ ანის, ასევე ქალბატონ თაკო მერაბიშვილს. ისინი, ნებით თუ უნებლიედ ჩართულები არიან პოლიტიკურ დებატებში და უხდებათ უამრავი ცილისწამება, დაცინვა და უხეში სიტყვიერი თავდასხმა გადაიტანონ. თანაც მაშინ, როდესაც ისედაც მძიმე ტვირთს ეზიდებიან.

- ბევრი უკიდურესად გააღიზიანა ამ ქალბატონების შედარებამ დეკაბრისტების ცოლებთან, ოთარაანთ ქვრივთან, ქეთევან დედოფალთან...

- უხდებათ. სულაც არ მიმაჩნია მათი შედარება დეკაბრისტების ცოლებთან გაზვიადებულად. ამ უკანასკნელებს დიდი პატივითა და თაყვანისცემით იხსენიებდნენ. ანის და თაკოს რას არ აბრალებენ და რას არ უგონებენ. მე მათ პირადად არ ვიცნობ, მაგრამ უდიდესი სიმპათიით ვარ მათ მიმართ განწყობილი. ოთარაანთ ქვრივი და ქეთევან დედოფალი შეიძლება ვახსენოთ ამ ორ ქალბატონთან დაკავშირებით, მხოლოდ როგორც ორი ძლიერი ქალი, რომლებიც ბევრს უძლებდნენ. მაგრამ ეს უფრო პოეტური შედარებაა. ხასიათებით კი, არა მგონია, ქალბატონ ანის და ქალბატონ თაკოს მათთან რაიმე მსგავსება ჰქონდეთ. ხოლო იმათ, ვინც ამ შედარებებმა გააღიზიანა, არაფერს არ ვეტყოდი. არ ღირს.

- სტატუსის მიხედვით, ამ ქალბატონების მეუღლეებიც თავისებურად გმირები და წამებულები გამოდიან, ასე ფიქრობთ? 

- ისინი ნამდვილად სამაგალითო ადამიანები და ნამდვილი ვაჟკაცები არიან. იმ მდგომარეობაში, როგორშიც ისინი არიან, შეინარჩუნო ღირსება, მხნეობა და მომავლის რწმენა, მართლაც გმირობაა.