ღვთისმშობლის, პატრიარქის, წმინდა გიორგის უხამსი კარიკატურები – ვინ არიან ავტორები და რა იგეგმება 17 მაისს

ღვთისმშობლის, პატრიარქის, წმინდა გიორგის უხამსი კარიკატურები – ვინ არიან ავტორები და რა იგეგმება 17 მაისს

2014 წლის 16 აპრილს ბექა ცხადაძემ 17 მაისს გასამართი აქცია დააანონსა, რომელსაც სასულიერო პირებთან ერთად მოქალაქეები მოაწყობენ. აქციის დღეს გამოიფინება ღვთისმშობლის, პატრიარქის, წმინდა გიორგის, უხამსი კარიკატურები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავირებით აქციის მონაწილეები  ფილარმონიდან სამებისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

 ბექა ცხადაძემ დაგეგმილ აქციამდე რამდენიმე კვირით ადრე "სამოქალაქო პრესას" ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ ვინ არიან ამ  ფოტომასალის ავტორები.უცვლელად გთავაზობთ მის განცხადებას.

'2014 წლის 16 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლითაც მოხდა 2014 წლის 17 მაისს გასამართი აქციის დაანონსება, პარალელურად ვისაუბრე ლგბტ დამცველი ორგანიზაციების და „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალაზე, რომლითაც აღნიშნული პირები შეურაცხყოფენ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს, მხედველობაში მაქვს წმინდანთა და სასულიერო პირთა კარიკატურების გავრცელების ფაქტი. აღნიშნულის საპასუხოდ, 2014 წლის 24 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრმა, ბაია პატარაიამ უარყო კავშირი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანტირელიგიურ ფოტო-ვიდეო მასალასთან და დაანონსა ჩემს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანა. შევეცდები მოკლედ წარმოვაჩინო კავშირი წმინდანთა და სასულიერო პირთა კარიკატურების გავცელების ფაქტსა და „ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფს“ შორის. ვიდრე უშუალოდ საკითხზე გადავალ შეგახსენებთ, საქართველოში არსებობს ორი ფემინისტური გაერთიანება „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ და „პარტიზანი გოგოები“. 2012 წლის 10 ივლისს ფეისბუქ გვერდზე „პარტიზანი გოგოები“ გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახული საქართველოს რუკა სიმბოლურად წარმოადგენს საქალწულე აპკს. აღნიშნული დროშა კვლავ გამოჩნდა 2013 წლის 31 ივლისს, ამჯერად „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ მიერ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გამართულ აქციაზე, რაც ცხადყოფს კავშირს „ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფსა“ და „პარტიზან გოგოებს“ შორის. საინიციატივო ჯგუფ „პარტიზანი გოგოების“ ფეისბუქ გვერდზე 2012 წლის 23 მაისს გამოქვეყნდა მეუფე იაკობის ფოტო, რომელზეც მეუფე ასახულია „ლგბტ“ ქუდით. ამავე გვერდის მეშვეობით, 2013 წლის 6 მაისს გავრცელდა სრულიად საქართველოს წმინდა სინოდის ფოტო სათაურით „დააფეხმძიმე“. გარდა ამისა, „პარტიზანი გოგოების“მიერ 2014 წლის 14 იანვარს გამოქვეყნდა ვიდეო რგოლი სათაურით „ეპისტოლედან ეპისტოლემდე“, რომელიც იუმორისტულად წარმოაჩენს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს. 2013 წლის 20 ივნისს,„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ მიერ გავრცელდა ერთ-ერთი აქტივისტის, ლია უკლებასფოტო, რომლის უკანა პლანზე ასახულია ღვთისმშობლის კარიკატურა, კერძოდ, ღვთისმშობელი იარაღით. ამავე აქტივისტის მიერ გავრცელდა ნახატი, რომელზეც ასახულია სასულიერო პირისა და პოლიციელის„ტანგო“. 2012 წლის 11 სექტემბერს, ქაშვეთის ტაძრის კედელზე, მომლოცველებს დახვდათ ფემინისტური კარიკატურა, კერძოდ, გაშარჟებული წმინდა ნინოს ხატი წარწერით „ფრეე პყსსყ რიოტ”. ამ ფორმით, ქართველმა ფემინისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რუსულ პანკ ჯგუფს, რომელიც დაკავებულ იქნა ტაძარში ფლეშმობის მოწყობის ფაქტზე. 2013 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან, მოქალაქეთა ჯგუფმა პირბადეებით გამართა „დეზინფექციის აქცია“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აქციის ამსახველი ვიდეო მასალის ხმის ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ადვილად შეიძლება „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრის, თინა ბილიხოძის ხმის იდენტიფიკაცია.„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ სახელს უკავშირდება სამების საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გამართული ფლეშმობიც, რომელიც დუმილით, პლაკატით აპროტესტებდა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს'-  განაცხადა ბექა ცხადაძემ.