საქართველოს დედაქალაქს ორდღიანი ვიზიტით ,,Statecraft’’-ის ინსტიტუტის დირექტორის დანიელ ლაფაედნეის ხელმაძღვანელობით უცხოელ ბიზნესმენთა დელეგაცია ესტუმრა, რომლის შეადგენლობაში არიან ,,Statecraft’’-ის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერმუშაკი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტი ანდრიუს ბუტკევიჩუსი და ,,Rothschild’’-ის სავაჭრო ბანკის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის მმართველი დირექტოსი ვილიამ ველსი.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს შეხვდნენ და ყველა იმ საკვანძო საკითხზე ისაუბრეს, რომელიც სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებას გულისხმობს.
შეხვედრაზე ირაკლი შიხიაშვილი სტუმრებს ყველა მათთვის საინტერესო უწყებასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დახმარებასა და დედაქალაქის თაობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიწოდებას დაჰპირდა.
მან ასევე თბილისის სტრატეგიული კონცეფციის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 20-25 წელია თბილისის განვითარება საკმაოდ მოუწესრიგებლად მიმიდნარეობს, რის გამოც ქალაქმა ბევრი უსახური ადგილი და დაკარგული რეკრეაციული ზონა მიიღო.
საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქში არსებული პრობლემების მოწესრიგების თანმიმდევრობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის განვითარების საქმეში ინვესტიციის ჩადების არაერთი მსურველი უნდა გამოჩნდეს, რადგან არსებობს უბნები, სადაც მწვავე და სახიფათო საცხოვრებელი მდგომარეობაა.
გამომდინარე აქედან, მაშინ, როცა ქალაქში 800 ავარიული სახლია, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს.
შეხვედრას ქართული მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მუნიციპალური ფონდის წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები დაესწრნენ.