ლევან ნიკოლეიშვილი: რომ არა პატრულის დროული რეაგირება, არაფხიზელი აქტივისტები მზად იყვნენ, ტურისტი ჩაექოლათ, რომელიც ამერიკის მოქალაქე აღმოჩნდა

ლევან ნიკოლეიშვილი: რომ არა პატრულის დროული რეაგირება, არაფხიზელი აქტივისტები მზად იყვნენ, ტურისტი ჩაექოლათ, რომელიც ამერიკის მოქალაქე აღმოჩნდა

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია რუსთაველზე მყოფი აქტივისტების ტურისტთან დაპირისპირება იმ მოტივით, თითქოს მამაკაცი რუსი იყო.

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ არა პატრულის დროული რეაგირება, არაფხიზელი აქტივისტები მზად იყვნენ, ტურისტი ჩაექოლათ, რომელიც ამერიკის მოქალაქე აღმოჩნდა. 

"ცოტა გაოგნებული და ძაან გაბრაზებული ვარ. რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50/60 კაცი ჯოგად მოდის, აქციის მონაწილეები. უმეტესობა მათგანი ან მთვრალი ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ყვირიან, იგინებიან, იფურთხებიან... 

მომენტალურად ერთ-ერთმა ( ნაცმოძრაობის აგრესიული წევრია, სახელს და გვარს გავიხსენებ და პოსტს განვაახლებ ) დაიყვირა - ნახეთ, წინ რუსი მიდის... ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ.

პატრულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მალევე განარიდა არაფხიზელ ბრბოს, რომელიც მზად იყო ეს ახალგაზრდა კაცი ჩაექოლათ. მივედი ამ ბიჭთან რომელიც გათეთრებული იყო სახეზე შიშისგან და ჰოი საოცრებავ - ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი, რომელიც საქართველოში ღირსშესანიშნაობების სანახავად არის ჩამოსული.

გეუბნებით მე თქვენ სრული პასუხისმგებლობით - დღეს ვინც რუსთაველზე აგდია და გზას კეტავს, არც ერთი ჯანმრთელი არ არის, ყველა ნარკომანი, ლოთი, ბომჟი და უსამშობლო ნაძირალაა. მადლობა ღმერთს და პოლიციას, რომ უბედურება ავიცილეთ თავიდან და იქვე არ ჩაქოლეს ამერიკის მოქალაქე ოპოზიციის რადიკალურმა ბრბომ!!!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კანუდოსელი და მერე რატომ აძლევს ხელისუფლება ამ ბრბოს თარეშის და გზის გადაკეტვის უფლებას. აწყობს და იმიტომ. სირცხვილია, ნარკომანიის ლეგალურად თავშეყრის ადგილად რომ აქციით რუსთაველის გამზირი. ტფუი ხელისუფლებას! ძალიან მაინტერესებს, ეს პოსტი ვისთვის არის გამიზნული, მე ისედაც ვიცი, იქ ვინ დგას. თუ დასაჭერი ვინმე, დაიჭირეთ და აკრძალეთ გზის გადაკეტვა. თუ არა და, მორჩით უაზრო ლაყაფს.
2 საათის უკან
trampi ეს ანარქისტები მაგ ჩათლახი ამერიკელების გაწვრთნილები არიან...
ჰოოდა კარგი იქნებოდა ის ამერიკელი რომ მიესიქტიმებინათ
საინტერესოა რას იტყოდნენ მერე
2 საათის უკან