შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისის დაძლევის დეპარტამენტის მმართველი დირექტორი აგოსტინო მიოცო ესტუმრა. სტუმარს „112“-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი შეხვდა. დელეგაციის წევრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და „112“-ის მუშაობა დადებითად შეაფასეს.
შეხვედრაზე მხარეებმა „112“-ის მიერ განხორციელებულ ცვლილებებსა დაგეგმილი რეფორმებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების დაძლევისა და ოპერაციული კოორდინაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობის საკითხები. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების დაძლევისა და ოპერაციული კოორდინაციის დეპარტამენტის უმნიშვნელოვანეს როლზე უსაფრთხოების პოლიტიკაში, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს მონიტორინგს და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებას 24 საათის განმავლობაში.
ვიზიტის დასასრულს „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.